Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

მიოგლობინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:მიოგლობინი
SKU: 1141

50.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

მიოგლობინი სტაბილური ცილაა, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესებში: ელექტრონების გადატანა, ჟანგბადის ტრანსპორტირება, კატალიზურ პროცესებში მონაწილეობა და სხვა. მიოგლობისნ აქვს O2, CO და NO ჰემის ჯგუფთან  დაკავშირების უნარი.

მიოგლობინი ჰემის შემცველი პროტეინია, რომელიც აღმოჩენილია როგორც გლუვ, ისე ჩონჩხის განივზოლიან კუნთებში.

მიოგლობინის გამოთავისუფლება კუნთოვანი ქსოვილიდან, ხდება კუნთის დაზიანების ან კუნთოვანი უჯრედების მემბრანების განვლადობის ცვლილებისას. კუნთოვანი უჯრედების დაზიანება იწვევს მემბრანული ნატრიუმ-კალციუმის არხების რეგულაციის დარღვევას და იონიზებული კალციუმის დონის მომატებას უჯრედშიდა სივრცეში. ამას მოსდევს კალციუმ-დამოკიდებული ენზიმების გააქტიურება, რაც აგრძელებს მეტაბოლურ პროცესებს და დაზიანებას კუნთოვანი  უჯრედის მემბრანაში. მემბრანის მთლიანობის დარღვევა იწვევს მიოგლობინის  და კრეატინკინაზას კონცენტრაციის მომატებას უჯრედგარე სივრცეში. თირკმლის მილაკებში მიოგლობინის დიდი კონცენტრაციის ფილტრაციისას ვითარდება მილაკების ობსტრუქცია, რაც თირკმლის დაზიანების მიზეზი ხდება.

სისხლის შრატში მიოგლობინის დონის მატება აღინიშნება შემდეგი მდგომარეობებისას:

  • კუნთების ტრავმა
  • მიოპათიები
  • შოკი
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
  • თირკმლის უკმარისობა
  • რაბდომიოლიზი (კუნთოვანი ქსოვილის დესტრუქცია)

შრატის მიოგლობინის კონცენტრაციის მომატება მიჩნეულია გულის კუნთის დაზიანების ადრეულ, მგრძნობიარე მარკერად, თუმცა გულის კუნთის დაზიანების სხვა ამრკერებს, მაგალითად ტროპონინს მეტი სპეციფიკურობა ახასიათებს დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისათვის.

როდის ტარდება კვლევა?

  • გულის ან ჩონჩხის განივზოლიანი კუნთების დაზიანების ადრეული დიაგნოსტიკა
  • რაბდომიოლიზის დიაგნოსტიკა
  • ტრავმის შეფასება

პაციენტის მომზადება – კვლევამდე 72 საათით ადრე უნდა შეწყდეს ბიოტინის შემცველი პროდუტების/პრეპარატების მიღება

საკვლევი მასალა – ვენური სისხლი

 

რეფერენტული ნორმა:  მიოგლობინი შრატში

კაცები: <155 ნგ/ლ
ქალები: <106 ნგ/ლ

შედეგების ინტერპრეტაცია

შრატის მიოგლობინის მატება არასპეციფიური მარკერია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სადიაგნოსტიკოდ.

შრატის მიოგლობინის დონის მატება აღინიშნება:

  • თირკმლის უკმარისობის
  • კუნთების მასობრივი ტრავმის
  • რაბდომიოლიზის
  • სისხლძარღვების ოკლუზიის
  • გულყრის დროს

კვლევის შედეგები შესაძლოა იყოს არაზუსტი ზოგიერთი გამოპათიების, განსაკუთრებით IgM გამოპათიების დროს (ვალდენსტრომის დაავადება). არასწორ მონაცემს იძლევა ასევე ლიპემიური შრატი.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/mioglobina-in-ser/

 

ლაბორატორიები
Call Now Button