Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

მიკოპლაზმა გენიტალიუმი | დნმ (პჯრ რეალურ დროში)

ცნობილი როგორც: Mycoplasma genitalium
SKU: 1675

Original price was: ₾100.00.Current price is: ₾90.00.

საკვლევი მასალა: შარდი, უროგენიტალური ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1****
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

📋 ნაცხის აღება შესაძლებელია:
“სინევოს” ვარკეთილის ფილიალში. მის: სუხიშვილის N1,
სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი 10:30-17:00

 

“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:30-17:00

 

“სინევოს” მიცკევიჩის ფილიალში. მის: ადამ მიცკევიჩის N10,
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:30 – 17:00

 

“სინევოს” ბათუმის ფილიალში. მის: ანგისის ქ. 2 (ვოქსის შენობა)
ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი 08:30 – 13:30
შაბათი 09:00 – 14:00

ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია

**** ტესტი კეთდება კვირაში ერთხელ  – პარასკევს

Mycoplasma genitalium იწვევს საშარდე და სასქესო სისტემის ინფექციას, რომელიც მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ჯგუფს. ინფექციის გადაცემა ხდება დაუცველი სქესობრივი კონტაქტის გზით.

Mycoplasma genitalium-ით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად მიიჩნევა მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდი – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR). ეს მეთოდი იძლევა მოკლე დროში მაღალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობით და სპეციფიურობით Mycoplasma genitalium-ის იდენტიფიცირებისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალებას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • Mycoplasma genitalium-ის გამორიცხვა, როგორც ცერვიციტის, სალპინგიტის, ენდომეტრიტის (ქალებში), ეპიდიდიმიტის (მამაკაცებში), ურეთრიტის, პროქტიტის კლინიკის გამომწვევი მიზეზი;
  • Mycoplasma genitalium-ის გამორიცხვა უნაყოფობის ყველა შემთხვევაში (კაცები და ქალები);
  • Mycoplasma genitalium-ის გამორიცხვა სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დადასტურებული დიაგნოზის არსებობისას;
  • მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი (მკურნალობის დასრულებიდან არა უადრეს 3 კვირისა).

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

საკვლევ მასალაში გამოვლენილია Mycoplasma genitalium:

Mycoplasma genitalium არის კლინიკური გამოვლინების ეტიოლოგიური მიზეზი.

საკვლევ მასალაში Mycoplasma genitalium არ ვლინდება:

  • ინფექცია არ აღინიშნება;
  • საკვლევ მასალაში ვერ ხდება Mycoplasma genitalium-ის დეტექცია;
  • პათოგენის მცირე რაოდენობა (მისი დონე ანალიტიკური მგრძნობელობის ქვემოთაა);
  • ცრუ-უარყოფითი შედეგი საკვლევ მასალაში პჯრ ტესტის ინჰიბიტორების არსებობისას.

პროდუქტის აღწერა

Mycoplasma genitalium იწვევს საშარდე გზების ანთებით დაავადებებს – ურეთრიტს – მამაკაცებში და ქალებში და ცერვიციტს და ვაგინოზს ქალებში. ზოგიერთ შემთხვევაში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება.

  1. genitalium გვხვდება იმ მამაკაცების 13.6%-ში, რომლებიც აფიქსირებენ ურეთრიტის სიმპტომებს (შემთხვევების 88%-ში ის გვხვდება, როგორც ერთადერთი გამომწვევი აგენტი), ხოლო ქალებში ურეთრიტის ან/და ცერვიციტის სიმპტომებისას, გვხვდება M. genitalium შემთხვევების 12,3%-ში (შემთხვევების 93,7%-ში გვხვდება როგორც ერთადერთი გამომწვევი).

სიმპტომები განსხვავდება მდგომარეობის მიხედვით:

ურეთრიტი – ტკივილი და წვა შარდვისას, ქავილი და გაღიზიანება, სიმძიმე სათესლე ჯირკვლებში (მამაკაცებში);

ცერვიციტი, ვაგინოზი – ვაგინალური გამონადენი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, სისხლდენა სქესობრივი აქტის შემდეგ, სისხლდენა რეგულარულ მენსტრუალურ პერიოდებს შორის;

მენჯის ანთებითი დაავადება – შეიძლება განვითარდეს ქალებში გენიტალური ინფექციების დროს. ჩივილები მოიცავს სიმძიმეს და ტკივილს მუცლისა და ზურგის ქვედა ნაწილში და ზოგჯერ ცხელებას, რომელიც შეიძლება განვითარდეს ერთდროულად ცერვიციტის და ვაგინოზის სიმპტომებთან ერთად. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, ნაადრევი მშობიარობა და მუცლის მოშლა;

Mycoplasma genitalium-ით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად მიიჩნევა მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდი – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR). ეს მეთოდი იძლევა მოკლე დროში მაღალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობით და სპეციფიურობით Mycoplasma genitalium-ის იდენტიფიცირებისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალებას.

საკვლევი მასალა

პჯრ დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია:

  • მამაკაცებში დილის შარდის პირველი ნაწილის გამოყენება. ეს არის ყველაზე ოპტიმალური მასალა, რომლის შემთხვევაშიც დიაგნოსტიკური მგრძნობელობა აღწევს 85%-95%-ს.
  • ქალებში შარდის პირველი ნაწილის გამოყენებას აქვს უფრო დაბალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობა (დაახლოებით 80-90%), ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ქალების შემთხვევაში უროგენიტალური ნაცხი აღიარებულია ტესტირებისთვის ყველაზე ოპტიმალურ მასალად. ქალებში შარდის პირველი ნაწილის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ძნელია საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება (მაგალითად, ორსულ ქალებში) ან სახეზეა ცისტიტის კლინიკა (მათ შორის ქრონიკული). ქალების გამოკვლევის ყველაზე ოპტიმალური დროა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მეოთხე კვირა.
  • ნაცხის ასაღები ჯაგრისი და ეპენდორფი სატრანსპორტო სითხით შეგიძლიათ აიღოთ სინევოს ფილიალებში.
  • ნაცხის ასაღებად მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს (უროლოგი, გინეკოლოგი).

საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ 13:00 სთ მდე.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ნაცხის აღებამდე:

  • არ გამოიყენოთ ვაგინალური შხაპი;
  • რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება არანაკლებ 24-48 საათის განმავლობაში;
  • არ მოშარდოთ უშუალოდ ნაცხის აღებამდე;
  • კონტრაცეპტივების გამოყენება სამი დღით ადრე უნდა შეწყდეს;
  • ნაცხის აღება ხდება კოლპოსკოპიიდან 24-48 საათის შემდეგ და საშოს ულტრაბგერითი გამოკვლევიდან – 24 საათის შემდეგ;

 

  • ჩაიტარეთ გარე სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურები საპნის და სხვა სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე;
  • ტესტი შეიძლება ჩატარდეს არა უადრეს 10-14 დღისა ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური ან ადგილობრივი ანტისეპტიკების მიღების დასრულებიდან;
  • რეკომენდებულია ტესტის ჩატარება ოვულაციის დროს ან უროგენიტალური ტრაქტის ანთებითი დაავადების სიმპტომების არსებობისას.
  • მენსტრუალური სისხლდენის დროს გამოკვლევა არ ტარდება.
  • კვლევა ტარდება მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატების (პრობიოტიკები, ევბიოტოცი) მიღებიდან 2 კვირის შემდეგ.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button