ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾95.00
ავთვისებიანი მიასთენიის სადიაგნოსტიკო მეორე რიგის ტესტია, როდესაც პირველი რიგის კვლევების შედეგები ნეგატიურია.
Myasthenia Gravis მიასთენია გრავის ნერვ-კუნთოვანი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ნებისყოფითი (ჩონჩხის) კუნთების მოპროგრესირე სისუსტით და დაღლილობით.
დაავადების დიაგნოსტიკა კლინიკურ და ელექტრონეირომიოგრაფიულ მონაცემებს ეფუძნება. პოზიტიური სეროლოგიური მონაცემები განხილულ უნდა იქნეს კლინიკურ, ელექტრონეირომიოგრაფიულ და ანტიქოლინესთერაზულ მედიკამენტებით მკურნალობის მონაცემების შედეგებთან კონტექსტში. შემთხვევების უმეტესობა აუტოიმუნურია და გამოწვეულია IgG აუტო-ანტისხეულებით, რომლებიც უკავშირდება პოსტსინაპსური მემბრანის კრიტიკულად მნიშვნელოვან ცილებს. აუტო-ანტისხეულების გამოვლენის სიხშირე ყველაზე დაბალია პაციენტებში, რომლებსაც გამოხატული აქვთ მხოლოდ თვალის გარეთა ჯგუფის (ექსტრაოკულური) კუნთების სისუსტე. სპეციფიკური აუტო-ანტისხეულების გაოვლენა ყველაზე ხშირია მიასთენიის გენერალიზებული ფორმის დროს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში გენერალიზებული ფორმაც სერონეგატიურია (აუტო- ანტისხეულები არ ვითარდება).
ფიზიოლოგიურად კუნთის სპეციფიკური თიროზინკინაზა მონაწილოებს აცეტილქოლინის რეცეპტორების კლასტერების ინტეგრირებასა და სტაბილიზაციაში. კუნთის სპეციფიკური თიროზინკინაზა წარმოადგენს რეცეპტორს, რომელიც აქტიურდება მოტორული ნერვის მიერ წარმოებული პროტეოგლიკანის – აგრინის გამოყოფით. აღნიშნული პროცესი აუცილებელია ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
მიასთენია გრავის-ის სადიაგნოსტიკოდ, როდესაც პირველი რიგის კვლევების შედეგები ნეგატიურია.
კუნთის სპეციფიკური თიროზინკინაზას სერიული განსაზღვრა ინფორმატიულია მიასთენიის მკურნალობის მონიტორინგის და მკურნალობასთან და კლინიკურ სურათთან აუტო-ანტისხეულების ტიტრის კორელაციის (შესაბამისობის) განსაზღვრისთვის.
იმუნოსუპრესიული თერაპიის ფონზე, შესაძლოა ცრუ-სერონეგატიური პასუხის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ კუნთის თიროზინკინაზას აუტო-ანტისხეულები სპეციფიკურია მიასთენია გრავისთვის, მისი ნეგატიური შედეგი არ გამორიცხავს დიაგნოზს.
ზოგადი სეროლოგიური (ანტისხეულები) გამოვლენა, ადამიანის დაავადების ან ოჯახურ ანამნეზთან ერთად კონტექსტში, შემთხვევათა 77%-ში იძლევა აუტოიმუნური მდგომარეობების გამოვლენის შესაძლებლობას, როგორებიცაა: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, ვიტილიგო, ნაადრევი გაწაღარავება, რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა და სხვა. ამ პათოლოგიებისას, კვლევით შესაძლოა ასევე გამოვლინდეს ანტინუკლეარული ანტისხეულები, გლუტამატ დეკარბოქსილაზას (GAD) საწინააღმდეგო ანტისხეულები, თირეოგლობულინის და თირეოპეროქსიდაზას ანტისხეულები, კუჭის პარიესული უჯრედების ანტისხეულები და სხვა.
მიასთენია გრავის, კუნთის სპეციფიკური თიროზინკინაზას ანტისხეულებით MuSK MG, უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ვითარდება ნებისმიერ ასაკში. გარკვეულ (ლიმიტირებულ) ეფექტს იძლევა ანტიქოლინესთერაზული მედიკამენტებით მკურნალობა. თიმუსი (მკერდუკანა ჯირკვალი) როგორც წესი ნორმაშია, შესაბამისად თიმექტომია (მკერდუკანა ჯირკვლის ამოკვეთა) გამოხატულ ეფექტს არ იძლევა. ანტისხეულების ტიტრის შემამცირებელი თერაპია ეფექტურია. კლინიკურად ვლინდება სახის, ბულბური და სასუნთქი კუნთების დამბლის სიმპტომები, ხშირია კრიზისები.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა: ≤0.02 ნმოლ/ლ
კვლევის პოზიტიური შედეგი კლინიკურ და ანამნეზურ მონაცემებთან კორელაციაში, ადასტურებს აუტოიმუნური კუნთის სპეციფიკური თიროზინკინაზის აუტო-ანტისხეულებით მიათენიის დიაგნოზს.
კვლევის სეროპოზიტიური მაჩვენებელი ამართლებს იმუნოსუპრესიულ თერაპიას.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია