Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA)

ცნობილი როგორც:ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA)
SKU: 2049

Original price was: ₾42.00.Current price is: ₾37.80.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

სისტემური აუტოიმუნური რევმატული დაავადებებისთვის დამახასიათებელია უჯრედშიდა ცილებისა და ნუკლეინის მჟავების (დნმ, რნმ) საწინააღმდეგოდ გამომუშავებული აუტოანტისხეულების მომატებული დონე. ამ აუტოანტისხეულებს უწოდებენ ანტიბირთვულ (ანტინუკლეარულ) ანტისხეულებს (ANA), რადგან ისინი მიმართულნი არიან ძირითადად ბირთვული ანტიგენების წინააღმდეგ.

სისხლში ANA-ს გამოვლენა/განსაზღვრა არის საუკეთესო სკრინინგ ტესტი შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების დიაგნოსტიკისათვის. ასეთ პაციენტებში ANA-ს პრევალენტობა 20-დან 100%-მდეა.

რევმატული დაავადებების იდენტიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია ANA ჯგუფში შემავალი სხვადასხვა ანტისხეულის გარჩევა. ამჟამად აღწერილია ანტნუკლეარული ანტისხეულების ორი ძირითადი კატეგორია:

1. აუტოანტისხეულები, რომელთა სამიზნეა – დნმ და ჰისტონები.

2. აუტოანტისხეულები, რომელთა სამიზნეა – ხსნადი ბირთვული ანტიგენები.

ანტინუკლეარული ანტისხეულების სამიზნე ანტიგენები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ამიტომ ზოგადი ანტინუკლეარული ანტისხეულების შესწავლისას დადებითი შედეგის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია გამოკვლეულ იქნას სპეციფიკური ანტისხეულები, რომლებიც დაგვეხმარებიან კონკრეტული აუტოიმუნური დაავადების დიაგნოსტირებაში.

ანტინუკლეარული ანტისხეულების ტიპები:

  • ანტი – U1nRNP ანტისხეულები – სამიზნე: მცირე რიბონუკლეოპროტეინული (snRNP) ანტიგენი (რნმ-ისა და მისი შემაკავშირებელი ცილის კომპლექტი). დამახასიათებელია შარპის დაავადებისთვის (შემაერთებელი ქსოვილის დაავადება).
  • ანტი-Sm ანტისხეულები – სამიზნე: Sm ანტიგენი (ბირთვული ცილა) დამახასიათებელია სისტემური წითელი მგლურასთვის.
  • ანტი-SS-A (Ro) ანტისხეულები – სამიზნე: SS-A (Ro) (შოგრენის სინდრომთან ასოცირებული A ანტიგენი). დამახასიათებელია შოგრენის სინდრომისა და სისტემური წითელი მგლურასთვის. მათ აქვთ პლაცენტარული ბარიერის გადალახვის უნარი, რის შემდეგაც ხვდებიან ნაყოფის სისხლში და იწვევენ თანდაყოლილ სისტემურ წითელ მგლურას ან თანდაყოლილ AV ბლოკს, რის გამოც რეკომენდებულია ამ ანტისხეულების გამოკვლევა ორსულებში.
  • ანტი-SS-B (La) ანტისხეულები – სამიზნე: ცილა, რომელიც მონაწილეობას იღებს რნმ-პოლიმერაზა III-ის წარმოქმნაში (ხსნადი ნივთიერება B). დამახასიათებელია შოგრენის სინდრომისთვის.
  • ანტი-Ro52 ანტისხეულები – არასპეციფიკურია და გვხვდება როგორც რევმატიულ ასევე არარევმატიულ დაავადებებში. ხშირად დამახასიათებელია შოგრენის სინდრომისთვის.
  • ანტი-Scl-70 ანტისხეულები – დამახასიათებელია სისტემური სკლეროდერმასთვის (პროგრესული სისტემური სკლეროზი).
  • ანტი-PM-Scl ანტისხეულები – სამიზნე: ცილოვანი კომპლექსი, რომელიც მონაწილეობს რიბოსომის სინთეზში. დამახასიათებელია სისტემური სკლეროდერმის პოლიომიოზიტით/დერმატომიოზიტით გართულებული ფორმისთვის.
  • Jo-1 ანტისხეულები – წარმოადგენს დერმატომიოზიტი/პოლიომიოზიტის სეროლოგიურ მარკერს. ამ ანტისხეულების არსებობა ასოცირდება დაავადების უფრო მწვავე ფორმასთან და მათი აღმოჩენა შესაძლებელია მანამ სანამ სიმპტომები იჩენენ თავს.
  • ანტი-CENP In ანტისხეულები – სამიზნე: ცილა, რომელიც მონაწილეობს უჯრედის გაყოფაში. CENP B წარმოადგენს სეროლოგიურ მარკერს CREST სინდრომისთვის (პროგრესირებადი სისტემური სკლეროდერმას ქვეტიპი).
  • PCNA ანტისხეულები – სამიზნე: ცილა, რომელიც მონაწილეობს დნმ-ის გაორმაგებისა და აღდგენის პროცესსა და უჯრედული ციკლის რეგულაციაში. იგი გვხვდება სისტემური წითელი მგლურას მქონე პაციენტების 3%ში.
  • ორმაგჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები – წარმოადგენს სისტემური წითელი მგლურას დიაგნოსტიკურ მარკერს, გამოირჩევა მაღალი სპეციფიურობით (გვხვდება წითელი მგლურას მქონე პაციენტების 30-90%-ში). ის ასევე გამოიყენება დაავადების კლინიკური აქტივობის მონიტორინგისათვის. მცირე პროცენტით შეიძლება შეგვხვდეს წამლით ინდუცირებული წითელი მგლურას, რეუმატოიდული ართრიტისა და სკლეროდერმას შემთხვევაში.
  • ანტინუკლეოსომური ანტისხეულები – მათი აღმოჩენა შესაძლებელია სისტემური წითელი მგლურას დროს, ორმაგჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე ადრე.
  • ანტიჰისტონური ანტისხეულები – სამიზნე: ჰისტონები. გვხვდება წამლით ინდუცირებული სისტემური წითელი მგლურას შემთხვევათა 95%-ში.
  • რიბოსომული P-პროტეინის საწინააღმდეგო ანტისხეულები – წარმოადგენს ნეიროლუპუსის (წითელი მგლურათი გამოწვეული ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება) მარკერს.
  • ანტიმიტოქონდრიული AMA M2 ანტისხეულები – სამიზნე: ფერმენტი პირუვატ დეჰიდროგენაზა. მისი მომატებული ტიტრი ადასტურებს პირველადი ბილიარული ციროზის დიაგნოზს. აქვს პროგნოზული მნიშვნელობა ბილიარული სტაზის ნიშნების მქონე პაციენტებში და მიუთითებს ბილიარული ციროზის განვითარების რისკზე.
  • ანტი-DFS70-ანტისხეულები – დაკავშირებულია ატოპიურ დერმატიტთან და პროსტატის კიბოსთან. მისი ყველაზე მაღალი პრევალენტობა დასტურდება პაციენტებში Vogt-Harada-ს სინდრომით (66.7%), აუტოიმუნური თირეოიდიტითა (55%) და ატოპიური დერმატიტით (30%).

როდის ჩავიტაროთ ტესტი ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე?

  • ექიმი ეჭვობს შემაერთებელი ქსოვილის აუტოიმუნურ სისტემურ დაავადებაზე (კოლაგენოზზე).
  • ისეთი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ და აქტივობის შესაფასებლად როგორებიცაა სისტემური წითელი მგლურა, პროგრესირებადი სისტემური სკლეროზი, შოგრენის სინდრომი, პოლიმიოზიტი/დერმატომიოზიტი და შარპის სინდრომი.

ისეთი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში როგორებიცაა:

  • პეპლისებრი სიწითლე სახისა და დეკოლტეს არეში;
  • დაჭიმულობის შეგრძნება;
  • დაჭიმულობის შეგრძნება სახისა და თითების არეში;
  • გაზრდილი ფოტოსენსიტიურობა;
  • რეინოს ფენომენი (სიფერმკრთალე, სისხლჩაქცევები და სიწითლე სახის არეში, სიცივეში თითების გაფერმკრთალება);
  • სახსრების შეშუპება და ტკივილი;
  • წითელი ლაქების გაჩენა კანზე;
  • ბარძაყისა და მხრის კუნთების სისუსტე და სხვა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

ტესტის შედეგებზე გავლენას არ ახდენს საკვები, წყალი და სხვა პროდუქტები.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი ადასტურებს სპეციფიკური ანტისხეულების არსებობას.

სუსტი სიგნალი მიუთითებს, რომ აუტოანტისხეულების არსებობა გაურკვეველი და საეჭვოა. პაციენტის სიმპტომებიდან გამომდინარე, ტესტი შეიძლება განმეორდეს ყოველ 1-2 თვეში.

უარყოფითი შედეგი მიუთითებს სპეციფიკური აუტოანტისხეულების არარსებობაზე.

რესურსები

https://www.synevo.bg/ana-imunoblot/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button