ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:MSL (HDL) Cholesterol | Laboratory research
SKU: 1074

Original price was: ₾15.00.Current price is: ₾13.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

HDL – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (ე.წ. „კარგი ქოლესტეროლი“), სინთეზირდება ღვიძლში და სისხლში მოხვედრისას ძირითადად შედგება აპოპროტეინისგან (ლიპოპროტეინის ზედაპირზე არსებული ცილა, რომელიც არეგულირებს ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმს). მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ბოჭავს ჭარბი ქოლესტერინს და უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას ექსტრაჰეპატური (ღვიძლის გარეთა) ქსოვილებიდან ღვიძლში, შემდგომი ექსკრეციისთვის ნაღველში. LDL-თან ერთად მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები მონაწილეობს უჯრედული ქოლესტერინის დონის შენარჩუნებაში. ქოლესტერინის შებოჭვისა და მოცილების უნარის გამო, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები წარმოადგენს  ანტიათეროგენულ ფაქტორს, რადგან ის ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, შესაბამისად მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მაღალი დონის მქონე პაციენტებს ათეროსკლეროზის განვითარების დაბალი რისკი აქვთ.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ათეროსკლეროზი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • ღვიძლის დაავადება.

ტესტი ინიშნება ექიმის მიერ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები იმატებს შემდეგი მდგომარეობებისას

  • ჰიპერ-ალფა ლიპოპროტეინემია;
  • ჰიპო-ბეტა ლიპოპროტეინემია;
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადება;
  • ხანგრძლივი და ინტენსიური ფიზიკური აქტივობა;
  • ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება;
  • ინსულინის მკურნალობა.

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები მცირდება  შემდეგი მდგომარეობებისას

  • მემკვიდრეობითი ჰიპო-ალფა ლიპოპროტეინემია;
  • Apo A-I და Apo C-III დეფიციტი;
  • ჰიპერტრიგლიცერიდემია
  • მემკვიდრეობითი ჰიპერტრიგლიცერიდემია;
  • ჰეპატოცელულარული პათოლოგია, ქოლესტაზი;
  • თირკმლების ქრონიკული დაავადება, ურემია, ნეფროზული სინდრომი;
  • ანემიები და ქრონიკული მიელოპროლიფერაციული დაავადებები;
  • დიაბეტი;
  • შიმშილი და ანორექსია;
  • მოწევა;V
  • სტრესი;
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ინსულტი;
  • ქირურგიული ჩარევა;
  • ტრავმა;
  • სიმსუქნე.

საცნობარო მნიშვნელობები

  • ფიზიკური აქტივობა – რეგულარული ვარჯიში ზრდის HDL-ის დონეს.
  • ჯანსაღი ცხიმები – ომეგა-3, ავოკადო, ზეთისხილი და თხილი ხელს უწყობს HDL-ის მატებას.
  • სიგარეტის შეწყვეტა – მოწევა ამცირებს HDL-ს, ხოლო მისი შეწყვეტა ზრდის.
  • გენეტიკური ფაქტორები – HDL-ის დონე ნაწილობრივ გენეტიკურად არის განსაზღვრული

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button