ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾1,385.00
არ არის მარაგში
მოლეკულური კარიოტიპირება წარმოადგენს მოლეკულურ ციტოგენეტიკურ ანალიზს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ზუსტად და სწრაფად მოვახდინოთ იმ დაუბალანსებელი ქრომოსომული ანომალიების იდენტიფიცირება, რომლებიც დაკავშირებულია დნმ-ის ასლების რაოდენობის ცვლილებასთან (მიკროდელეციები და მიკროდუპლიკაციები), რაც ვერ ვლინდება კლასიკური ქრომოსომული ანალიზით.
აღნიშნული მეთოდი იკვლევს მთელ გენომს უფრო მაღალი გარჩევადობით და შეუძლია ფენოტიპის ახსნა 5-10-ჯერ უფრო ხშირად ვიდრე კლასიკური კარიოტიპირების მეთოდს, რაც მას უპირატესობას ანიჭებს ისეთ სიტუაციებში, როდესაც უჯრედების კულტურის შესწავლა შეუძლებელია.
ტესტი ეფუძნება ორი სახის დნმ-ის – პაციენტის დნმ-ისა და საკონტროლო დნმ–ის ნიმუშის – შედარებითი გენომური ჰიბრიდიზაციის მეთოდს (CGH). ის იძლევა CNV-ის (ასლის რიცხვის ვარიანტები) იდენტიფიკაციის საშუალებას, რომლებიც კლასიფიცირდება 5 კატეგორიად:
ეს სუბმიკროსკოპული გენომის გადანაწილებები (ვარიანტები) ფართოდ არის გავრცელებული მთელ გენომში და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ევოლუციის, ფენოტიპური დიფერენციაციისა და გარკვეული დაავადებებისადმი მგრძნობელობისთვის.
მოლეკულური კარიოტიპირება გამოიყენება როგორც გამოკვლევის, ასევე დიაგნოსტიკის მიზნით.
პოსტნატალურ დიაგნოსტიკაში მოლეკულური კარიოტიპირება წარმოადგენს პირველად ტესტს.
ტესტის დიაგნოსტიკური შეზღუდვები
რა როლი აქვს გენეტიკოსს?
კვლევისთვის საჭიროა გენეტიკოსის კონსულტაცია.
გენეტიკოსის როლი მნიშვნელოვანია, რადგან გენეტიკური კონსულტაცია ტესტირებამდე და მის შემდეგ ეხმარება პაციენტს გაიგოს მეთოდის უპირატესობები და შეზღუდვები, ისევე როგორც ტესტის შედეგი.
პაციენტის ფენოტიპური მონაცემები აუცილებელია შედეგების ინტერპრეტაციისთვის, ხოლო ექიმთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს ზუსტ დიაგნოსტიკასა და პაციენტის მენეჯმენტის გაუმჯობესებას.
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
ვენური სისხლი
მოლეკულური კარიოტიპირება აღწერს გამოვლენილ, დაუბალანსებელ რაოდენობრივ და სტრუქტურულ ცვლილებებს (გენეტიკური მასალის დაკარგვა ან მომატება), რღვევის წერტილებს, ცვლილებების ზუსტ ზომებს.
შედეგის საბოლოო კლინიკურ ინტერპრეტაციას აკეთებს გენეტიკოსი, რაც დამოკიდებულია პაციენტის ფენოტიპზე და ცვლილებებში მონაწილე ქრომოსომული რეგიონების გენურ შემცველობაზე.
ტესტის დადასტურება შესაძლებელია, სიტუაციიდან გამომდინარე, კლასიკური ციტოგენეტიკური ან მოლეკულური მეთოდებით, როგორიცაა FISH ან qPCR / MLPA.
რესურსები
https://www.synevo.ro/shop/cariotip-molecular-hibridizarea-genomica-comparativa/
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |