ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾150.00
მეტანეფრინი და ნორმეტანეფრინი პლაზმის კატექოლამინების – ეპინეფრინის (ადრენალინი) და ნორეპინეფრინის (ნორადრენალინი) მეტაბოლიზმის პროდუქტებია. კატექოლამინები თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან შრეში სიმპათიკური ნერვული სისტემის უჯრედების მიერ წარმოქმნილი ჰორმონებია. პირველადი კატექოლამინებია: დოფამინი, ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი. მათი გამოყოფა ხდება ფიზიკური ან ემოციური სტრესის საპასუხოდ. ისინი ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაცემას, ზრდის გლუკოზის და ცხიმოვანი მჟავების გამოყოფას ენერგიისთვის, აფართოებს ბრონქიოლებს, ჰაერის ნაკადის მოცულობის გაზრდისთვის, აფართოებს გუგებს და სხვა. ნორეპინეფრინი ავიწროებს სისხლძარღვებს, რაც იწვევს წნევის მატებას. ეპინეფრინი ზრდის გულის რითმს და ენერგიის მოხმარებას ორგანიზმის მიერ.
ფუნქციის შესრულების შემდეგ კატექოლამინები იშლება არააქტიურ კომპონენტებად. ეპინეფრინის მეტაბოლიტებია მეტანეფრინი, ნორეპინეფრინის – ნორმეტანეფრინი. ორივე მათგანი გამოიყოფა შარდით.
კატექოლამინები და მათი დაშლის პროდუქტები, როგორც სისხლში, ისე შარდში ზომიერი, დინამიური ოდენობებითაა წარმოდგენილი. თუმცა, არსებობს სიმსივნეები – ფეოქრომოციტომა, პარაგანგლიომები, – რომლებსაც ახასიათებს კატექოლამინების (შესაბამისად მათი მეტაბოლიტების) კონცენტრაციის მატება სისხლშიც და შრატშიც. ამას მოყვება სისტემატური, ან ეპიზოდური ხასიათის არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, გულის რითმის აჩქარება, არითმიები, ოფლიანობა, გულისრევა, ნევროტულობა, კიდურების ტრემორი.
მკურნალობის გარეშე, დროთა განმავლობაში ვიტარდება თირკმლის, გულის და სხვა სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება და ისეთი გართულებები როგორიცაა ინსულტი, ან ინფარქტი.
შემთხვევათა უმეტესობაში შესაძლებელია აღნიშნული სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა, რაც ამცირებს კატექოლამინების დონეს, აუმჯობესებს კლინიკურ მდგომარეობას და ამცირებს გართულებების რისკს.
საკვლევი მასალა:
24-საათიანი შარდი.
წინასწარი მომზადება ტესტისთვის
როგორც სისხლში, ისე შარდში კატექოლამინების და მათი მეტაბოლიტების კონცენტრაციაზე ზეგავლენას ახდენს მთელი რიგი საკვები, მედიკამენტები და დანამატები. ასევე სტრესი. აუცილებელია ტესტისთვის სატანადოდ მომზადება, რატა ნიმუში იყოს კვლევისთვის გამოსადეგი და დასკვნა - სწორი. კვლევის წინ აუცილებელია ექიმს ქონდეს სრული ინფორმაცია რა მედიკამენტებს, დანამატებს იღებს პაციენტი. ექიმი წყვეტს რომელი მედიკამენტის მიღების დროებით შეწყვეტა არის საჭირო, კვლევის ჩატარებამდე. კვლევის ჩატარებამდე 10-12 საათით ადრე აუცილებელია თავის შეკავება ისეთი პროდუქტებისგან, როგორიცაა: ყავა, ჩაი, ბანანი, ვანილი, ციტრუსები, შოკოლადი და კაკაოს სხვა პროდუქტები. საჭიროა ემოციური და ფიზიკური სტრესისგან თავის არიდება.
კვლევა განსაზღვრავს მეტანეფრინის კონცენტრაციას სისხლში. გამოვლენილი მაჩვენებლის მიხედვით შესაძლოა მსჯელობა სავარაუდო დიაგნოზე.
მეტანეფრინის კონცენტრაციის მატება ყველა ასაკში თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეზე მიუთითებს, თუმცა, ცრუ დადებითი შედეგების ალბათობაც არსებობს.
შედეგების ინტერპრეტაცია
ტესტის პასუხზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა:
სქესი
ასაკი
ჯანმრთელობის მდგომარეობა
კვლევის მეთოდი
მეტანეფრინის ნორმები:
5 – 18 წლამდე – 8.9 – 65.6 ნგ/ლ
>18 – 30 წლამდე – 6.7 – 52.0 ნგ/ლ
>30 – 40 წლამდე – < 59,9 ნგ/ლ
>40 – 50 წლამდე – 6.1 – 63.8 ნგ/ლ
>50 – 60 წლამდე – 9.1 – 73.9 ნგ/ლ
> 60 ზემოთ – 10.0 – 70.5 ნგ/ლ
კატექოლამინების და მათი მეტაბოლიტებისმაღალი კონცენტრაცია ახასიათებს ასევე: ძილის აპნოეს, შიზოფრენიას, დეპრესიას, პარკინსონის დაავადებას, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომს და სხვა.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია