ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

მანოზის შემაკავშირებელი ლექტინი (MBL)

ცნობილი როგორც:მანოზის შემაკავშირებელი ლექტინი
SKU: 1353

125.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

მანოზას შემაკავშირებელი ლექტინი იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი გლიკოპროტეინია, რომელიც უკავშირდება ორგანიზმში მოხვედრილი პათოგენის მემბრანაზე არსებულ ნახშირწყლოვან ჯგუფს (მანოზას), რითაც ააქტივებს კომპლემენტის სისტემას და უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნურ პასუხს.

ლექტინი სინთეზდება ღვიძლში.  სისხლში მოცირკულირე ლექტინის სტრუქტურა წარმოდგენილია სერინპროტეაზასთან ასოცირებული ოლიგომერით.

კვლევები ადასტურებს, რომ მანოზას შემაკავშირებელი ლექტინი რეაგირებს არაკაფსულირებული გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების, ასევე ვირუსების, სოკოების, მიკობაქტერიების, პარაზიტების და ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმების უმრავლესობასთან.

მიკრობული ნახშირწყლოვანი კომპონენტის ამოცნობის შემდეგ, ლექტინი განიცდის კონფორმაციულ ცვლილებას, რაც ააქტივებს მასთან კავშირში მყოფ 2 სერინპროტეაზას. სერინპროტეაზების აქტივაცია თავის მხრივ ასტიმულირებს იმუნური პასუხის კასკადს კომპლემენტის სისტემის ლექტინის გზით. კომპლემენტის სისტემის გააქტივების შედეგია სამიზნე პათოგენური მიკროორგანიზმების დაშლა და მათი მოცილება ორგანიზმიდან  იმუნური უჯრედების საშუალებით (გრანულოვიტების, მონოციტების, მაკროფაგების მეშვეობით).

კომპლემენტის სისტემის ლექტინის გზის გააქტივება შესაძლებელია ასევე ზოგიერთი ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსებითაც, მაგალითად რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში.

ასევე აღმოჩენილია მანოზას შემაკავშირებელი ლექტინის სიმსივნის-საწინააღმდეგო ციტოტოქსიური ეფექტი. ის ასევე აღმოჩენილია წვრილი ნაწლავის ეპითელიუმში და არსებობს ვარაუდი მისი ლოკალური დამცველობითი მოქმედების შესახებ.

როდის ტარდება კვლევა?

შრატში ლექტინის განსაზღვრის საჭიროება დგება:

  • განმეორებითი ინფექციების დროს (მოზრდილებშიც და ბავშვებშიც)
  • კომპლემენტის სისტემის დეფიციტზე ეჭვისას
  • იმუნოდეფიციტურ პაციენტებში
  • პაციენტებში, იმუნიტეტის აუხსნელი დისფუნქციით

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო

სისხლში მანოზას დამაკავშირებელი ლექტინის დაბალი დონე ვლინდება ბაქტერიული და სოკოვანი (განსაკუთრებით კანდიდოზური) ინფექციების დროს. ლექტინის გამოხატული დეფიციტი ახასიათებს ასევე გახანგრძლივებულ ვირუსულ ინფექციებს (მაგ: ტიპი 2 ჰერპესით გამოწვეული ინფექციები).

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button