
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾18.00 Original price was: ₾18.00.₾16.20Current price is: ₾16.20.
მაგნიუმი ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალია, რომელიც მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული და კუნთოვანი სისტემების ფუნქციონირებაში, გულის რითმის რეგულაციაში, ენერგიის გამომუშავებასა და ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
მაგნიუმი არის ქიმიური ელემენტი, რომელიც შედის უჯრედების შემადგენელობაში. მაგნიუმის მთლიანი რაოდენობის 70%-ს შეიცავს ძვლები Ca-თან და P-სთან ერთად, მაგნიუმის დანარჩენი ნაწილი ორგანიზმში გვხვდება ერითროციტებში, კუნთებში, ღვიძლში და სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში, ის შედის მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში.
სპეციფიური მომზადება საჭირო არ არის
მაგნიუმის განსაზღვრამდე რეკომენდებულია მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.
მაგნიუმის კონცენტრაცია მცირდება:
მაგნიუმის დაბალი კონცენტრაცია (ჰიპომაგნეზემია) შეიძლება დაკავშირებული იყოს არასაკმარის მიღებასთან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის დარღვევასთან, დიაბეტთან, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან ან გარკვეული მედიკამენტების გამოყენებასთან.
მაგნიუმის მაღალი კონცენტრაცია (ჰიპერმაგნეზემია) შედარებით იშვიათია და ხშირად უკავშირდება თირკმლის ფუნქციის დარღვევას ან მაგნიუმის შემცველი პრეპარატების ჭარბ მიღებას.
რაც უფრო მაღალია უჯრედის მეტაბოლური აქტივობა, მით მეტ მაგნიუმს შეიცავს იგი. მაგნიუმი ყველაზე მნიშვნელოვანია გულის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებისთვის. დაახლოებით 1% არის პლაზმაში, 25% უკავშირდება ცილებს, ხოლო დანარჩენი რჩება იონიზებული სახით – Mg2+. მაგნიუმის უმეტესი ნაწილი მიტოქონდრიაში და ბირთვშია.
გარდა პლასტიკური როლისა, რომელსაც მაგნიუმი ასრულებს როგორც ძვლებისა და რბილი ქსოვილების შემადგენელი კომპონენტი, იგი ასრულებს 300-ზე მეტი ფერმენტის აქტივატორის როლს, რომლებიც მონაწილეობენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმსა და ცილებისა და ნუკლეინის მჟავების სინთეზში.
Na+, K+ და Ca2+ იონებთან ერთად, მაგნიუმი მონაწილეობს ნეირომუსკულური აგზნებადობისა და სისხლის კოაგულაციის მექანიზმში. კალციუმის და მაგნიუმის მოქმედებები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ორი ელემენტიდან ერთის დეფიციტი მნიშვნელოვნად მოქმედებს მეორე ელემენტის მეტაბოლიზმზე (მაგნიუმი აუცილებელია კალციუმის როგორც ნაწლავში შეწოვისთვის, ასევე მისი მეტაბოლიზმისთვის).
კუნთოვან უჯრედში მაგნიუმი მოქმედებს როგორც კალციუმის ანტაგონისტი. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს კალციუმის მობილიზებას ძვლებიდან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს აორტასა და თირკმლებში არანორმალური კალციფიკაციები, ამიტომ რეკომენდებულია კალციუმის დონის გათვალისწინება მაგნიუმის დონის შეფასებისას.
ასევე ჰიპომაგნიემია ასოცირდება ჰიპოკალიემიასთან შემთხვევების 60%-ში. კლინიკური თვალსაზრისით, მაგნიუმის დეფიციტი იწვევს ნეირომუსკულარულ დაავადებებს (კუნთების სისუსტე, ტრემორი, ტეტანია და კრუნჩხვები) და ასევე შეიძლება გამოიწვიოს არითმიები.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
