ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH)

ცნობილი როგორც:luteinizing hormon
SKU: 1009

Original price was: ₾43.00.Current price is: ₾38.70.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH)

ტესტი ზომავს ჰორმონის კონცენტრაციას სისხლში

მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH)  ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის კონტროლში. ქალებში: ასტიმულირებს ოვულაციას და პროგესტერონის გამომუშავებას. მამაკაცებში: ხელს უწყობს ტესტოსტერონის გამომუშავებას სათესლეებში.

საკვლევი მასალა ვენური სისხლი

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • რეპროდუქციული პრობლემები ქალის ან კაცის მხრიდან. ქალებში LH ჰორმონი ასოცირდება ოვულაციასთან, ხოლო მამაკაცებში – სპერმის რაოდენობასთან და სიმწიფესთან. ორივე მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს დაორსულების შეფერხება;
  • ოვულაციის პერიოდის განსაზღვრის სურვილი – მომენტი, როდესაც ჩასახვა ყველაზე სავარაუდოა. LH-ის დონე ყველაზე მაღალია ოვულაციამდე. მისი დადგენა შესაძლებელია შარდის ტესტის საშუალებით, რომელიც აღმოაჩენს მალუთეინიზირებელი ჰორმონის მომატებულ დონეს ოვულაციამდე 1-1,5 დღით ადრე;
  • მენსტრუალური პრობლემები – ჰორმონის დონე იზრდება მენოპაუზის დროს;
  • ადრეული ან გვიანი სქესობრივი სიმწიფე;
  • ეჭვი ჰიპოფიზის დაავადებაზე;
  • ეჭვი მამაკაცებში ტესტოსტერონის დაბალ დონეზე. დაბალი ტესტოსტერონის სიმპტომებია: სექსუალური სურვილის დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია, სახის და სხეულის თმის შემცირება, ზოგადი დაღლილობა, კუნთების მასის დაქვეითება, წონის მომატება.

უმეტეს შემთხვევაში მოწმდება სხვა სასქესო ჰორმონებთან ერთად.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

მალუთეინიზებელი და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის მომატებული დონე შეინიშნება:

  • სათესლის/ საკვერცხის პირველადი განუვითარებლობა;
  • ტესტიკულარული ფემინიზაცია (გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც მამრობითი სქესის ჩანასახი არ არის მგრძნობიარე მამრობითი სქესის ჰორმონების მიმართ. შედეგად, ინდივიდი ვითარდება ქალის გარე სასქესო ორგანოებით და განუვითარებელი მამრობითი გონადებით);
  • ნაადრევი სქესობრივი მომწიფება;
  • მენოპაუზია;
  • საკვერცხეების პირველადი დისფუნქცია;
  • პოლიკისტოზური საკვერცხეები.

ლუტეინირებული ჰორმონის დაქვეითებული დონეები შეინიშნება:

  • საკვერცხის ჰიპერფუნქცია ქალებში;
  • სათესლეების ჰიპერფუნქცია მამაკაცებში.
  • მალუთეინიზებელი და ფოლიკულების მასტიმულირებელი ჰორმონი ერთდროულად მცირდება ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის დაავადებების დროს.

საცნობარო მნიშვნელობები

აუცილებელი არ არის უზმოდ ყოფნა. რეპროდუქციული სისტემის ჰორმონების ლაბორატორიული კვლევა რეკომენდირებულია ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის 6–7 დღეს, მშვიდი ძილის შემდეგ, მოსვენებულ მდგომარეობაში.

 

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

http://synevo.ro

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 276 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button