Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ლევეტირაცეტამი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ლევეტირაცეტამი
SKU: 195

235.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ლევეტირაცეტამი ფართო სპექტრის ანტიეპილეფსიური მედიკამენტია, რომელიც გამოიყენება პარციალური, ფოკალური, მიოკლონური, ტონურ-კლონური გულყრების სამკურნალოდ, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. ლევეტირაცეტამი უკავშირდება სინაფსურ პროტეინებს, რიტაც აინჰიბირებს კალციუმის არხებს პრესინაფსურ დონეზე და ამცირებს ნეირომედიატორის გამოყოფას. ანუ მოქმედებს როგორც ნეირომოდულატორი.

ლევეტირაცეტამის მთავარი მეტაბოლიტი კარბოქსილმჟავას წარმოებულია, რომელიც არააქტიურია და მირებული დოზის მეოთხედს შეადგენს.  მედიკამენტის გამოყოფა ხდება თირკმლით. ნახევარდაშლის პერიოდი მოზრდილებში 6-8 საათია, ბავშვებში 5-7, ხანდაზმულებში 10-11 საათი.  თირკმლის ფუნქციური უკმარისობისას აუცილებელია მედიკამენტის დოზის კორექცია და კონცენტრაციის მონიტორინგი.

ლევეტირაცეტამის ტოქსიკური  ეფექტებიდან შეიძლება გამოვლინდეს ჰემატოკრიტის, ერითროციტების, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება სისხლში, ძილიანობა, ასთენია, თავბრუხვევა.

მედიკამენტი მეტაბოლიზდება არაღვიძლისჰიდროლაზებით.

 

როდის ტარდება კვლევა?

თერაპიული ეფექტის მონიტორინგისთვის

მედიკამენტის ტოქსიკური ეფექტის მონიტორინგისთვის

 

პაციენტის მომზადება: საკვლევი ნიმუშის აღება უნდა მოხდეს ბოლო დოზის მიღებიდან მინიმუმ 12 საათის შემდეგ.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

რეფერალური ნორმები: 10-40 მკგ/მლ

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

 

https://www.synevo.ro/shop/levetiracetam/

ლაბორატორიები
Call Now Button