
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾150.00
ინტერლეიკინი-6 (IL-6) პროანთებითი ციტოკინია — სასიგნალო ცილა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ პასუხსა და ანთებითი პროცესების რეგულაციაში.
IL-6-ის სისხლში განსაზღვრა გამოიყენება ორგანიზმში ანთებითი პროცესების შეფასებისთვის და შესაძლოა სასარგებლო იყოს ინფექციების, სისტემური ანთებისა და ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების დროს.
ინტერლეიკინ-6-ის განსაზღვრა ინიშნება მაშინ, როდესაც საჭიროა ორგანიზმში ანთებითი და იმუნური პროცესების შეფასება. კვლევა შეიძლება ჩატარდეს:
მწვავე ინფექციების დროს — ორგანიზმის ანთებითი პასუხის შესაფასებლად, განსაკუთრებით მძიმე ინფექციებისა და სეფსისის ეჭვისას
სისტემური ანთებითი პროცესების დროს — ანთების ინტენსივობისა და მიმდინარეობის შესაფასებლად
აუტოიმუნური და ანთებითი დაავადებების დროს — დაავადების აქტივობის შეფასების მიზნით, შესაბამის კლინიკურ კონტექსტში
მკურნალობის მონიტორინგისთვის — ზოგიერთ შემთხვევაში, ანთებითი პროცესის დინამიკისა და მკურნალობაზე პასუხის შესაფასებლად
ინტერლეიკინი-6 (IL-6) ტიტრის მატება დამახასიათებელია შემდეგი პათოლოგიებისთვის:
კვლევა რაოდენობრივია
ინტერლეიკინ 6 ითვლება ღვიძლში მწვავე ფაზის ცილების: ფიბრინოგენის, შრატის A ამილოიდის, ჰაპტოგლობინის, C-რეაქტიული ცილის, კომპლემენტის – სინთეზის ყველაზე მნიშვნელოვან მაინიცირებელ ფაქტორად.
B და T ლიმფოციტებზე ზემოქმედებით, ინტერლეიკინი 6 ასტიმულირებს როგორც ჰუმორულ, ისე უჯრედულ იმუნიტეტს. ისე უზრუნველყოფს B ლიმფოციტების ზრდის და დიფერენცირების პროცესს, და მათ მიერ იმუნოგლობულინების წარმოქმნას. ასევე ხელს უწყობს T ლიმფოციტების ზრდას და დიფერენცირებას. ინტერლეიკინ 6 ჩართულია მრავლობითი მიელომის პათოგენეზში და წარმოადგენს დაავადების პროგნოზულ ფაქტორს.
ინტერლეიკინი 6 ასტიმულირებს ჰემოპოეზს (ინტერლეიკინ 3-თან ერთად). ასევე აინდუცირებს ჰიპოფიზის სხვადასხვა ჰორმონების სინთეზს: ადრენოკორტიკოტროპული, ზრდის ჰორმონის, პროლაქტინის, მალუთეინიზებელი ჰორმონის.
პრო-ანთებით პროცესებში მონაწილეობის გარდა ინტერლეიკინი 6 მონაწილეობს ანთების საწინააღმდეგო პროცესებშიც.
საკვლევი მასალა:ვენური სისხლი
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
ინტერლეიკინ-6-ის განსაზღვრისთვის სპეციალური მომზადება, როგორც წესი, საჭირო არ არის. უზმოდ ყოფნა ჩვეულებრივ, აუცილებელი არ არის, თუმცა თუ ერთდროულად სხვა კვლევებიც ტარდება, შესაძლოა საჭირო გახდეს უზმოდ ყოფნა. IL-6-ის მაჩვენებელზე შეიძლება გავლენა მოახდინოს მიმდინარე ინფექციამ, ანთებითმა პროცესმა და ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ. ამიტომ შედეგის შეფასებისას მნიშვნელოვანია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინება.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
