ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾120.00
ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის განვითარებას წინ უძღვის აუტოანტისხეულების გამოჩენა პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედების სხვადასხვა ანტიგენის, მათ შორის ინსულინის მიმართ. გენეტიკური მიდრეკილების მქონე პირებში (ტიპი 1 დიაბეტის ოჯახური ანამნეზი), რამდენიმე ტიპის ანტისხეულის არსებობა წარმოადგენს ტიპი 1 დიაბეტის განვითარების პროგნოზულ მარკერს.
დიაბეტის განვითარების ისტორიაში ბეტა უჯრედების დესტრუქციის პროცესი მოიცავს 5 ფაზას:
1. გენეტიკური მიდრეკილება;
2. პოზიტიური აუტოანტისხეულები;
3. ინსულინის არანორმალური პასუხი გლუკოზის ტოლერანტობის ტესტზე;
4. ორალური გლუკოზის ტოლერანტობის პათოლოგიური ტესტი;
5. კლინიკური დიაბეტის მანიფესტირება.
ტიპი 1 დიაბეტის გამოვლინების შემდეგ ინსულინის ანტისხეულების დონე მცირდება ან პრაქტიკულად არ არის გამოვლენილი. თუმცა, ინსულინოთერაპიის დაწყების შემდეგ, ანტისხეულების დონე შეიძლება გაიზარდოს (განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის ინსულინის გამოყენებისას). ამიტომ, მკურნალობისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის უფრო მაღალი დოზები, ანტისხეულებით გამოწვეული ინსულინური რეზისტენტობის გამო.
ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევების უმეტესობა ვითარდება სპორადულად, დიაბეტის ოჯახური ანამნეზის არარსებობის შემთხვევაში. მიჩნეულია, რომ გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დიაბეტის განვითარებაში, რადგან მოქმედებენ, როგორც აუტოიმუნური პროცესის ტრიგერები.
ტესტის ჩატარება სასურველია უზოდ (მინიმუმ 7 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები).
ვენური სისხლი
ანტისხეულების დონე იზრდება:
https://spravochnik.synevo.ua/ru/uglevodniy-obmen/insulin-antitela.html
https://www.synevo.ro/shop/anticorpi-anti-insulina/
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |