ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾207.00
ინჰიბინები არის ჰეტეროდიმერული ჰორმონები, რომლებიც სინთეზდება საკვერცხის გრანულოზური უჯრედების და სათესლე არხების „სტეროლის“ უჯრედებში. შედგება 2 სუბერთეულისგან: საერთო α და β, რომელიც სპეციფიურია ინჰიბინის თითოეული ტიპისთვის (A და B).
ინჰიბინი შერჩევითად აფერხებს ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ FSH-ის სეკრეციას (უარყოფითი უკუკავშირის პრინციპის საფუძველზე), არეგულირებს ფოლიკულოგენეზსა და სპერმატოგენეზს, აქვს ადგილობრივი პარაკრინული მოქმედება სასქესო ჯირკვლებზე. ინჰიბინის სინთეზი ამცირებს გონადოლიბერინის სეკრეციას; ანდროგენები, FSH და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი-1 ზრდის მის სეკრეციას.
გოგონებში ინჰიბინ B-ს დონის ზრდა ხდება სქესობრივ მომწიფებასთან ერთად, რაც საშუალებას იძლევა ამ კვლევით განისაზღვროს პუბერტატის დარღვევები. ქალებში სინთეზირდება განვითარებად, მცირე ფოლიკულებში და ახასიათებს გამოხატული ცვალებადობა მენსტრუალური ციკლის ფაზებში: კერძოდ, მაქსიმალური დონე აღინიშნება ადრეულ ფოლიკულურ ფაზაში (მე-3 დღიდან), რჩება მაქსიმალური ფოლიკულური ფაზის შუა პერიოდამდე და მცირდება დასასრულისკენ.
LH-ის პიკიდან 2 დღის შემდეგ კვლავ ვლინდება ხანმოკლე პიკი, კონცენტრაციის შემდგომი დაქვეითებით. ლუთეინური ფაზის დროს შეინიშნება ინჰიბინი B-ს დაბალი დონე. ასაკთან ერთად ფოლიკულების რაოდენობის შემცირება იწვევს ინჰიბინი B-ს დონის დაქვეითებას დაბალ, თითქმის განუსაზღვრელ დონემდე.
FSH და AMH-სთან ერთად, ინჰიბინ B გამოიყენება, როგორც საკვერცხის ფოლიკულური რეზერვის შეფასების ერთ-ერთი მარკერი. ვინაიდან წარმოიქმნება გონადურ ქსოვილში, იგი მიიჩნევა გონადური აქტივობის უფრო პირდაპირ მარკერად, ვიდრე ჰიპოფიზის ჰორმონები.
იმის გათვალისწინებით, რომ ინჰიბინ B-ს სინთეზი ხდება გრანულოზას უჯრედებში, შემთხვევათა 80–100%-ში აღინიშნება დონის მკვეთრი მატება (60-ჯერ) საკვერცხის გრანულოზაუჯრედოვანი კიბოს დროს და შემთხვევათა 55–60%-ში, საკვერცხეების ეპითელური კიბოს მუცინოზური ტიპების შემთხვევებში, შესაბამისად, CA 125–თან ერთობლივი განსაზღვრა გვეხმარება ამ ტიპის კიბოს იდენტიფიცირებაში, რომლის დროს CA 125-ის დონე არ იცვლება. ამასთან, ინჰიბინი B-ს ნორმალური დონე სრულად ვერ გამორიცხავს საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის არსებობას.
ვაჟებში ინჰიბინის დონე იზრდება ბავშვობაში, კონცენტრაციის მწვერვალი 3 თვეზეა, რასაც 10 წლისთვის თან ახლავს თანდათანობითი ვარდნა. ინჰიბინ B-ს გამოვლენა მიუთითებს სათესლე ჯირკვლის ქსოვილების არსებობასა და ფუნქციონალურ უნარზე, და გამოიყენება სასქესო ჯირკვლების განვითარებაში არსებული პათოლოგიებისა და საეჭვო სიტუაციებში სქესის დასადგენად.
ამ ჰორმონის ანალიზი საშუალებას იძლევა განვასხვაოთ ანორქია (სათესლეების თანდაყოლილი არარსებობა) და კრიპტორქიზმი (სათესლე პარკში სათესლეები არ არის ჩემოსული), რათა დროულად დაინიშნოს აუცილებელი მკურნალობა.
ინჰიბინ B გამოიყენება მოზრდილ მამაკაცებში როგორც სპერმატოგენეზის და „სერტოლის“ უჯრედების ფუნქციის მარკერი, რომლებიც არეგულირებენ სპერმის მომწიფებას.
მამაკაცის სხეულში, ჰორმონის კონცენტრაცია შედარებით მაღალ, სტაბილურ დონეზეა და სათესლეების ქსოვილის მოცულობისა და სპერმის სიმკვრივის პროპორციულია.
ინჰიბინ B-ს შემცირებული კონცენტრაცია აღინიშნება ოლიგოსპერმიის (სპერმის რაოდენობის შემცირება), აზოოსპერმიის (სპერმატოზოიდების არ არსებობა ეაკულატში) და დაქვეითებული სპერმატოგენეზის მქონე მამაკაცებში.
FSH და ინჰიბინ B-ს ერთდროული განსაზღვრა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ სპერმატოგენეზის ადექვატურობა.
ინჰიბინ B – ოვარიალური რეზერვის მარკერი (FSH და AMH-სთან ერთად). გრანულოზაუჯრედოვანი საკვერცხის კიბოს მარკერი.
ქალებში:
მამაკაცებში:
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ქალები: პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი. უმჯობესია განისაზღვროს მენსტრუალური ციკლის მე-3 დღეს (როდესაც აღინიშნება პიკური დონე).
ვენური სისხლი
ინჰიბინ B დონის მომატება:
ინჰიბინ B დონის დაქვეითება:
ქალები:
კაცები:
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია