ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾41.00 Original price was: ₾41.00.₾36.90Current price is: ₾36.90.
იმუნოგლობულინი M (IgM) არის ძირითადი ანტისხეული, რომელიც წარმოიქმნება პირველადი იმუნური პასუხის დროს. IgM-ს აქვს პენტამერული სტრუქტურა – 5 IgM მოლეკულა დაკავშირებულია შემაერთებელი ოლიგოპეპტიდით. რევმატოიდული ფაქტორი (უმეტეს შემთხვევაში) და ABO სისტემის, სისხლის ჯგუფის იზოაგლუტინინები (α და β) მიეკუთვნებიან IgM კლასს.
IgM არის ანტისხეულის ტიპი, რომელიც თავდაპირველად წარმოიქმნება იმუნური პასუხის დროს და პირველი კლასის იმუნოგლობულინი, რომელიც სინთეზირებულია ნაყოფის ან ახალშობილის მიერ. IgM არ კვეთს პლაცენტას. ამ მიზეზების გამო, სპეციფიური IgM ანტისხეულების განსაზღვრა სასარგებლოა ინფექციის სტადიის (მწვავე ინფექცია: სახეზეა IgM ანტისხეულები; ქრონიკული ინფექცია: ჭარბობს IgG ანტისხეულები) და თანდაყოლილი ინფექციის არსებობის ალბათობის (თუ სახეზეა IgM ანტისხეულები – ახალშობილი ინფიცირებულია) შესაფასებლად.
ჰიპერ-IgM იმუნოდეფიციტის სინდრომს ახასიათებს შრატის IgG-ის და IgA-ის არარსებობა, რაც დაკავშირებულია IgM-ის მკვეთრ ზრდასთან.
ვალდენსტრომის დაავადების დროს წარმოქმნილი მაკროგლობულინები ასევე IgM კლასს მიეკუთვნებიან.
IgM-ის მომატებული დონე აღინიშნება სხვადასხვა ინფექციური ან ანთებითი დაავადებების დროს. მისი დონე ჩვეულებრივ მომატებულია ასევე პირველადი ბილიარული ციროზის დროს. დაქვეითება კი შეინიშნება თანდაყოლილი ან შეძენილი ჰიპოგამაგლობულინემიისას, რომელიც კლინიკურად ხასიათდება მორეციდივე ინფექციებით.
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
იმუნოგლობულინი M-ის კონცენტრაცია იზრდება:
იმუნოგლობულინი M-ის კონცენტრაცია მცირდება:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები