Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

იმუნოგლობულინი M (IgM)

ცნობილი როგორც:Imunoglobuline M
SKU: 1039

36.90

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

იმუნოგლობულინი M (IgM) არის ძირითადი ანტისხეული, რომელიც წარმოიქმნება პირველადი იმუნური პასუხის დროს. IgM-ს აქვს პენტამერული სტრუქტურა – 5 IgM მოლეკულა დაკავშირებულია შემაერთებელი ოლიგოპეპტიდით. რევმატოიდული ფაქტორი (უმეტეს შემთხვევაში) და ABO სისტემის, სისხლის ჯგუფის იზოაგლუტინინები (α და β) მიეკუთვნებიან IgM კლასს.

IgM არის ანტისხეულის ტიპი, რომელიც თავდაპირველად წარმოიქმნება იმუნური პასუხის დროს და პირველი კლასის იმუნოგლობულინი, რომელიც სინთეზირებულია ნაყოფის ან ახალშობილის მიერ. IgM არ კვეთს პლაცენტას. ამ მიზეზების გამო, სპეციფიური IgM ანტისხეულების განსაზღვრა სასარგებლოა ინფექციის სტადიის (მწვავე ინფექცია: სახეზეა IgM ანტისხეულები; ქრონიკული ინფექცია: ჭარბობს IgG ანტისხეულები) და თანდაყოლილი ინფექციის არსებობის ალბათობის (თუ სახეზეა IgM ანტისხეულები – ახალშობილი ინფიცირებულია) შესაფასებლად.

ჰიპერ-IgM იმუნოდეფიციტის სინდრომს ახასიათებს შრატის IgG-ის და IgA-ის არარსებობა, რაც დაკავშირებულია IgM-ის მკვეთრ ზრდასთან.

ვალდენსტრომის დაავადების დროს წარმოქმნილი მაკროგლობულინები ასევე IgM კლასს მიეკუთვნებიან.

IgM-ის მომატებული დონე აღინიშნება სხვადასხვა ინფექციური ან ანთებითი დაავადებების დროს. მისი დონე ჩვეულებრივ მომატებულია ასევე პირველადი ბილიარული ციროზის დროს. დაქვეითება კი შეინიშნება თანდაყოლილი ან შეძენილი ჰიპოგამაგლობულინემიისას, რომელიც კლინიკურად ხასიათდება მორეციდივე ინფექციებით.

როდის ჩავიტაროთ ტესტი იმუნოგლობულინ M-ზე (IgM)?

  • ჰუმორული იმუნიტეტის შეფასება;
  • ვალდენსტრომის მაკროგლობულინემიის დიაგნოსტიკა და მკურნალობის მონიტორინგი;
  • საშვილოსნოშიდა ინფექციის ალბათობის შეფასება.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

იმუნოგლობულინი M-ის კონცენტრაცია იზრდება:

  • ვალდენსტრომის დაავადება;
  • ღვიძლის დაავადება, განსაკუთრებით პრიმიტიული ბილიარული ციროზი;
  • ქრონიკული ინფექციები;
  • ტრიპანოსომიაზი;
  • მალარია;
  • სისტემური წითელი მგლურა;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • დისგამაგლობულინემია (ზოგიერთი პაციენტი).

იმუნოგლობულინი M-ის კონცენტრაცია მცირდება:

  • ცილის დაკარგვით მიმდინარე სინდრომები;
  • არა-IgM მიელომა;
  • აგამაგლობულინემია;
  • ლიმფოიდური აპლაზია;
  • დისგამაგლობულინემია;
  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია;
  • ჩვილებში და ადრეულ ბავშვობაში.

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/imunoglobulina-igm/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button