ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾175.00
შრატის ჰიალურონის მჟავის განსაზღვრა რეკომენდებულია ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დასადგენად, ღვიძლის გაცხიმოვნების და სხვა დეგენერაციული პროცესების დროს. კვლევა წარმოადგენს დაავადების პროგნოზულ მაჩვენებელს ღვიძლის ციროზისას.
ჰიალურონის მჟავა წარმოადგერნს ღვიძლის უჯრედგარე სივრცის შემადგენელ კომპონენტს. ის სინთეზდება ღვიძლის სტელატურ (ვარსკვლავისებრ) და დეგრადირდება სინუსოიდურ უჯრედებში. პლაზმაში ჰიალურონის მჟავის კონცენტრაციის მატება ვლინდება სინუსოიდური უჯრედების დაზიანებისას.
ჰიალურონის მჟავის კონცენტრაცისა და ღვიძლის ალკოჰოლურ დაზიანებას შორის პირდაპირი შესაბამისობა ბოლომდე არაა შესწავლილი, თუმცა, ჰიალურონის მჟავის კონცენტრაციის მატება დამახასიათებელია ღვიძლის ფიბროზის და პრეციროზული მდგომარეობებისთვის.
ზოგჯერ ჰიალურონის მჟავის კონცენტრაციის გაზრდის მიზეზია ვარსკვლავისებრ უჯრედებში მისი სინთეზის გაძლიერება, ციროზის გარეშე. მოგვიანებით, როდესაც ციროზი ვითარდება, სინუსოიდური უჯრედების დაზიანების გამო ირღვევა ჰიალურონის მჟავის დეგრადაციის პროცესი, რაც კიდევ უფრო ზრდის მის კონცენტრაციას პლაზმაში. კლინიკური კვლევების თანახმად, პლაზმის ჰიალურონის მჟავის მაღალი მაჩვენებლები ციროზის შემდგომ გართულებებთანაა ასოცირებული.
ნორმის პირობებში, ჰიალურონის მჟავის მცირე ოდენობა ცირკულირებს სისხლის შრატში, თუმცა, მისი კონცენტრაციის მატება ღვიძლის ქსოვილის დაზიანებაზე მიუთითებს.
ჰიალურონიდაზა კატაბოლური (დამშლელი) ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს ჰიალურონის მჟავას დეგრადაციაში (დაშლაში).
წარმოადგენს რა შემაერთებელი ქსოვილის და მათ შორის სახსრის ხრტილისა და სინოვიური მემბრალების აუციელებლ სპეციფიკურ კომპონენტს, ჰიალურონის მჟავა არის ბინოვიტების და სახსრების ანტებითი პროცესების ბიომარკერი. მის მაჩვენებელზე ზეგავლენას ახდენს გარემო ფაქტორებიც, მაგალითად საკვებთან ერთად ჰიალურონის მჟავის შემცველი პროდუქტების (დანამატების) მირება.
როდის ჩავიტაროთ კვლევა?
ღვიძლის ქრონიკული დაავადებები (ფიბროზი, ციროზი)
ოსტეოართრიტები
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
რეფერენტული ნორმა: < 56.0 ნგ/მლ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები