ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾315.00
ადამიანის ჰერპესვირუსი ტიპი 7 (HHV-7) – გამოყვეს ვირუსული გამონაყრის (exanthema subitem) მქონე ჯანმრთელი ადამიანის CD4 ლიმფოციტებიდან.
ის წარმოადგენს β-ჰერპესვირუსების ქვეოჯახის, როზეოლოვირუსების გვარის ვირუსებს, რომლებიც ადამიანის ჰერპესვირუსი ტიპი 6-ის ჰომოლოგიურია.
მოსახლეობის 80%-ზე მეტს აქვს ადამიანის ჰერპესვირუსი ტიპი 7 საწინააღმდეგო ანტისხეულები შრატში. HHV-7 ინფექცია ვითარდება მე-6 ტიპის ინფექციასთან შედარებით გვიან. ბავშვების 18% ინფიცირდება სიცოცხლის პირველ ქელს, ხოლო 2 წლის ასაკის ბავშვებში ინფიცირება 53%-ს აღწევს. დაავადება ვითარდება 2-დან 5 წლის ასაკამდე პერიოდში. ინფექციის გავრცელება ძირითადად დაინფიცირებულის ნერწყვის წვეთების მეშვეობით ხდება.
ინფექციის გადატანის შემდეგ HHV-7 ვირუსი ვლინდება CD4 პოზიტიურ T ლიმფოციტებში, სანერწყვე ჯირკვლების ეპითელურ უჯრედებში, კანის და ფილტვების უჯრედებში.
ვირუსი ასევე აღმოჩენილია დედის რძეში, ასევე მაღალი კონცენტრაციით რჩება ნერწყვში, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში მთელი ცხოვრების მანძილზე.
პირველადი ინფექცია შესაძლოა იყოს უსიმპტომო, ან მიმდინარეობს ცხელებით (40 0 C), ფებრილური გულყრებით, იშვიათად – დიარეით, ღებინებით და ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომებით.
HHV-7 ვირუსი ასევე იწვევს „უეცარი გამონაყრის“ განვითარებას (ისევე როგორც ჰერპესვირუსი ტიპი 6, თუმცა უფრო იშვიათად).
HHV-7 ვირუსს შეუძლია ენცეფალიტის (ტვინის ნივთიერების ანთება) გამოწვევა როგორც იმუნოკომპეტენტურ, ისე იმუნოკომპრომეტირებულ პირებში.
HHV-7 ინფექციის დიაგნოზი დასტურდება IgM ანტისხეულების არსებობით (მწვავე სტადიაზე) ან IgG ანტისხელების განვითარებით (ქვემწვავე ფორმის, ან ვირუსუსლი ინფექციის გადატანის შემდეგ).
ანტისხეულების არარსებობის შემთხვევაში, ინფექციის გამოვლენა ხდება ვირუსის დნმ-ის პჯრ კვლევით შრატში ან პლაზმაში. დნმ-ის გამოვლენა დაავადების მწვავე სტადიაზე მიუთითებს.
ადამიანის ჰერპესვირუსი ტიპი 7 (HHV-7) ინფექციაზე ეჭვის არსებობის დროს
წინასწარი მომზადება – საჭირო არ არის
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
რეფერენტული ნორმები – HHV-7 ანტისხეულების ტიტრი უარყოფითი
შრატში HHV-7 ანტისხეულების ან დნმ-ის გამოვლენა დაავადების აქტიურ ფაზაზე მიუთითებს.
თავზურგტვინის სითხეში HHV-7 დნმ-ის გამოვლენა მიუთითებს ინფექციაზე ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, თუმცა მას არ აქვს აბსოლუტური დიაგნოსტიკური მნიშვნელობა (შეიძლება იყოს HHV-7 დნმ თავზურგტვინის სითხეში, ასევე ნევროლოგიური სინდრომების არმქონე პაციენტებში)
კვლევის ნეგატირუი შედეგი არ გამორიცხავს HHV-7 ვირუსის არსებობას.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |