Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

HPV დნმ | 12 მაღალი რისკის ტიპების გამოვლენა & გენოტიპირება

ცნობილი როგორც:12 High-risk HPV types genotyping
SKU: 296G

144.00

საკვლევი მასალა: შარდი, ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1****
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

კვლევისთვის ნაცხის აღება შესაძლებელია:

 

“სინევოს” ვარკეთილის ფილიალში. მის: სუხიშვილის N1, ყოველდღე, კვირის გარდა:
📌ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
📌შაბათი 10:30-14:00
“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46 ყოველდღე, კვირის გარდა:
📌ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
📌შაბათი 09:00-14:00
ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია
**** ტესტი კეთდება კვირაში ერთხელ  – პარასკევს

 

 

 

 

 

ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) გამოწვეული ინფექცია გავრცელებულია ახალგაზრდა, სქესობრივად აქტიურ, 25 წლამდე ასაკის ქალებში. HPV ინფექციის საშუალო ხანგრძლივობა 4-20 თვეა. 2 წლის განმავლობაში HPV-ით ინფიცირებული ადამიანების 90%  „იწმინდება“ ინფექციისგან იმუნური სისტემის მეშვეობით. დანარჩენ 10%-ში – ინფექცია გრძელდება, რაც დაკავშირებულია ინტრაეპითელური ბრტყელუჯრედოვანი დაზიანების განვითარების რისკთან. მუდმივი ინფექცია მაღალი რისკის მქონე HPV გენოტიპებით, აუცილებელი პირობაა საშვილოსნოს ყელის კიბოს და მისი წინამორბედი დაზიანებების განვითარებისათვის. HPV-ის ონკოგენური ტიპების არსებობა ნაჩვენებია საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევაში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • გარკვეული ტიპის HPV-ით გამოწვეული ინფექციის განვითარების მონიტორინგი;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს გაზრდილ რისკთან დაკავშირებული გენოტიპების მდგრადობის მონიტორინგი, განსაკუთრებით ნეგატიური ციტოლოგიის მქონე პაციენტებში;
  • ქალები ASC-US ციტოლოგიით (გაურკვეველი წარმოშობის ატიპიური ბრტყელუჯრედოვანი უჯრედები) და HPV-დნმ პოზიტიური მაღალი რისკის ტიპების გამოვლენით;
  • მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი HPV-სთან დაკავშირებული საშვილოსნოს ყელის დაზიანების შემთხვევაში (კონიზაცია, რადიოთერაპია ან ქიმიოთერაპია);
  • ვაქცინის წინა და შემდგომი გენოტიპირება შერჩეულ სკრინინგ პროგრამებში;
  • 21 წლის და უფროსი ასაკის ქალებში ASC-US-ით (გაურკვეველი წარმოშობის ატიპიური ბრტყელუჯრედოვანი უჯრედები), ტესტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მაღალი რისკის HPV გენოტიპების – 16, 18 და 45-ის გამოსავლენად და კოლპოსკოპიაზე მიმართვის აუცილებლობის დასადგენად. ეს ინფორმაცია ექიმის მიერ სკრინინგის ისტორიის შეფასებასთან, სხვა რისკ ფაქტორებთან და პროფესიონალურ გაიდლაინებთან ერთად, შეიძლება გამოყენებულ იქნას პაციენტის მენეჯმენტისთვის.
  • 30 წელზე უფროსი ასაკის ქალებში, ტესტი შეიძლება გამოყენებულ იქნას საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიასთან ერთად დამატებითი სკრინინგისთვის მაღალი რისკის მქონე HPV ტიპების გამოსავლენად.
  • 25 წელზე უფროსი ასაკის ქალებში, ტესტი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველი რიგის სკრინინგ ტესტი მაღალი რისკის მქონე HPV-ის გენოტიპების, მათ შორის 16-ის და 18-ის გამოსავლენად. ქალებმა, რომლებიც დადებითები არიან HPV-ის 16 და/ან 18 გენოტიპზე, უნდა მიმართონ კოლპოსკოპიას.

HPV მამაკაცებში

  • ბევრ მამაკაცს, რომლებსაც აქვთ HPV ინფექცია, არ აქვთ სიმპტომები, თუმცა ზოგიერთს შეიძლება განუვითარდეს გენიტალური მეჭეჭები.
  • მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რაიმე უჩვეულო გამონაყარს ან დაზიანებებს პენისზე, სკროტუმზე ან ანუსზე.
  • HPV-ის ზოგიერთმა შტამმა შეიძლება გამოიწვიოს პენისის, ანალური და ყელის კიბო მამაკაცებში. ზოგიერთ მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს HPV-სთან დაკავშირებული კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი, მათ შორის მამაკაცებს დასუსტებული იმუნური სისტემით.

ტესტი არ გამოიყენება:

  • საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დისპლაზიის არარსებობის შემთხვევაში მკურნალობის საჭიროების დასადგენად. პაციენტები, რომლებიც არიან დადებითები HPV 16, 18 და 45-ზე, უნდა იყვნენ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დისპლაზიის განვითარების რისკის გამო;
  • ქალებისთვის, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰისტერექტომია;
  • იმ მასალის გამოსაკვლევად, რომელიც არ შეგროვებულა კლინიკის მიერ ენდოცერვიკალური ჯაგრისი/სპატულის კომბინაციის გამოყენებით (სხვა გზით მიღებული მასალა კვლევისთვის არ გამოიყენება).

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

HPV ტესტს აქვს მაღალი კლინიკური მგრძნობელობა  და  სპეციფიურობა.

  • HPV დნმ 12 მაღალი რისკის გენოტიპისთვის – არ არის აღმოჩენილი .
  • HPV-ის 12 მაღალი რისკის გენოტიპისთვის HPV დნმ-ის განსაზღვრისას მოხსენებული იქნება კონკრეტული გენოტიპი – აღმოჩენილია 

დამატებითი ინფორმაცია

იდენტიფიცირებულია 120-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის HPV და მათგან დაახლოებით ერთ მესამედს შეუძლია გენიტალური ეპითელური უჯრედების დაინფიცირება. ისინი შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგნაირად:

  • ჯგუფი 1 (ადამიანისთვის კანცეროგენური ტიპები) – HPV16, HPV18, HPV31, HPV33, HPV35, HPV39, HPV45, HPV51, HPV52, HPV56, HPV58 და HPV59
  • ჯგუფი 2A (ადამიანისთვის სავარაუდოდ კანცეროგენური ტიპები) – HPV68
  • ჯგუფი 2B (ადამიანისთვის სავარაუდოდ კანცეროგენური ტიპები) – HPV26, HPV30, HPV34, HPV53, HPV66, HPV67, HPV 69, HPV70, HPV73, HPV82, HPV85 და HPV97.

მათ შორის HPV16 არის ყველაზე კანცეროგენული ტიპი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს 50-60%-ს, ხოლო HPV18 მონაწილეობს შემთხვევების დაახლოებით 10-12%-ში. ამრიგად, საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველა შემთხვევის 96% მიეკუთვნება HPV-ის 13 ტიპიდან ერთ-ერთს (ჯგუფები 1 და 2A).

ვირუსის პერსისტენცია 1 წლის ან 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით – HPV16-ის, განაპირობებს CIN3-ის (კარცინომა-in-situ – სიმსივნისწინა მდგომარეობა – საშვილოსნოს ყელის ზედაპირული ფენის სრულ სისქეზე გვხვდება არანორმალური უჯრედები, თუმცა პროცესი არ არის გავრცელებული ღრმა შრეებში)  ან უფრო მოწინავე დაზიანებების (CIN3+) განვითარების 20-30%-იან რისკს; არანამკურნალევ CIN3-ს აქვს 30% შანსი, გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბო 30 წლის განმავლობაში, მაშინ როცა ნამკურნალები CIN3-ის მხოლოდ 1% შეიძლება გახდეს ინვაზიური.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უპირველესი მიზანია კიბოთი ავადობისა და სიკვდილიანობის პრევენცია. სკრინინგის ოპტიმალური სტრატეგია არის წინამორბედი დაზიანებების იდენტიფიცირება, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს ინვაზიურ კიბოში და ამავდროულად გარდამავალი HPV ინფექციების თავიდან აცილება.

HPV (ადამიანის პაპილომავირუსი) სკრინინგ ტესტი, აღმოაჩენს მაღალი რისკის 12 HPV ტიპს: 16, 18, 31 ,33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59 – ტიპებს ინდივიდუალური გენოტიპირებით . ტესტი ეფუძნება HPV დნმ-ის განსაზღვრას პჯრ (PCR) კვლევის მეთოდით რეალურ დროში. 

HPV ინფექციის გენოტიპირება საშუალებას იძლევა:

  • მაღალი რისკის მქონე პაციენტების სტრატიფიკაცია (HPV 16, 18 ან სხვა მაღალი რისკის HPV ტიპები);
  • მულტიინფექციების გამოვლენა;
  • განმეორებითი მკურნალობის აუცილებლობის დაზუსტება იგივე ან ახალი ტიპის HPV-ით ინფექციის გამო;
  • ეფექტის მონიტორინგი HPV ვაქცინის მიღების შემდეგ;
  • საშვილოსნოს ყელის დაზიანების ციტოლოგიური გამოკვლევის კონკრეტული შედეგის დადგენა (მაგ. HPV18 და ადენოკარცინომა).

როგორ მოვემზადოთ HPV დნმ ტესტისთვის?

ნაცხის აღებამდე:

  • არ გამოიყენოთ ვაგინალური შხაპი;
  • რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება არანაკლებ 24-48 საათის განმავლობაში;
  • არ მოშარდოთ უშუალოდ ნაცხის აღებამდე;
  • კონტრაცეპტივების გამოყენება სამი დღით ადრე უნდა შეწყდეს;
  • ნაცხის აღება ხდება კოლპოსკოპიიდან 24-48 საათის შემდეგ და საშოს ულტრაბგერითი გამოკვლევიდან – 24 საათის შემდეგ;
  • ჩაიტარეთ გარე სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურები საპნის და სხვა სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე;
  • ტესტი შეიძლება ჩატარდეს არა უადრეს 10-14 დღისა ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური ან ადგილობრივი ანტისეპტიკების მიღების დასრულებიდან;
  • რეკომენდებულია ტესტის ჩატარება ოვულაციის დროს ან უროგენიტალური ტრაქტის ანთებითი დაავადების სიმპტომების არსებობისას.
  • მენსტრუალური სისხლდენის დროს გამოკვლევა არ ტარდება.
  • კვლევა ტარდება მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატების (პრობიოტიკები, ევბიოტოცი) მიღებიდან 2 კვირის შემდეგ.

საკვლევი მასალა

პჯრ დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია:

  • ქალებში შარდის პირველი ნაწილის გამოყენებას აქვს უფრო დაბალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობა (დაახლოებით 80-90%), ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ქალების შემთხვევაშიუროგენიტალური ნაცხი აღიარებულია ტესტირებისთვის ყველაზე ოპტიმალურ მასალად. ქალებში შარდის პირველი ნაწილის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ძნელია საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება (მაგალითად, ორსულ ქალებში) ან სახეზეა ცისტიტის კლინიკა (მათ შორის ქრონიკული). ქალების გამოკვლევის ყველაზე ოპტიმალური დროა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მეოთხე კვირა.
  • ნაცხის ასაღები ჯაგრისი და ეპენდორფი სატრანსპორტო სითხით შეგიძლიათ აიღოთ სინევოს ფილიალებში.
  • ნაცხის ასაღებად მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს (უროლოგი, გინეკოლოგი).

ქალებში: კვლევისთვის საჭიროა უჯრედები ეგზოცერვიკალური, ენდოცერვიკალური და მათ შორის გარდამავალი უბნებიდან (ტრანსფორმაციის ზონა). საკვლევი მასალის აღება უნდა მოხდეს პროფესიონალის მიერ.

კაცებში:  ურეთრის ლორწოვანის უჯრედები.

საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ 13:00 სთ-მდე.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button