ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა – სიმსივნური ქსოვილის პარაფინის ბლოკები (1-2 ბლოკი) (1-2 მარკერი)

ცნობილი როგორც:იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა – სიმსივნური ქსოვილის პარაფინის ბლოკები (1-2 ბლოკი) (1-2 მარკერი)
SKU: 125

205.00

საკვლევი მასალა: ჰისტომორფოლოგიური მასალა
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

იმუნოჰისტოქიმიურიკვლევა (IHC)

იმუნოჰისტოქიმიური კვლევა (IHC) ლაბორატორიული მეთოდია, რომელიც გამოიყენება უჯრედების წარმოშობის ტიპის და თავისებურებების დასადგენად. კვლევა ავლენს სპეციფიკურ ქსოვილოვან მარკერებს სპეციალური ანტისხეულების გამოყენებით.

იმუნოჰისტოქიმია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკაში. მისი საშუალებით შესაძლებელია სიმსივნის ტიპის დაზუსტება, დაავადების პროგნოზის შეფასება და იმ მარკერების აღმოჩენა, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული მკურნალობის შერჩევაში.

კვლევა უმეტეს შემთხვევაში უკვე აღებულ და პარაფინის ბლოკში შენახულ ქსოვილზე ტარდება, ამიტომ დამატებითი ბიოფსია  საჭირო არ არის.

იმუნოჰისტოქიმიური კვლევა (IHC) პარაფინის ბლოკზე დაფუძნებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია სიმსივნური ქსოვილის დამატებითი შეფასებისთვის.

 

იმუნოჰისტოქიმიური მარკერები

იმუნოჰისტოქიმიური მარკერები არის სპეციფიკური ცილები, რომლებიც უჯრედების ზედაპირზე, ციტოპლაზმაში ან ბირთვში გვხვდება.

იმუნოჰისტოქიმიური მარკერების კვლევა თანამედროვე პერსონალიზებული მედიცინის მნიშვნელოვანი ნაწილია,  როგორც დიაგნოზის დაზუსტების, ისე მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისთვის

პარაფინის ბლოკის შენახვა საშუალებას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი კვლევები ჩატარდეს ახალი ბიოფსიის აღების გარეშე, რაც პაციენტისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხოა.

 

მარკერები

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • სიმსივნური დაავადების დიაგნოსტიკისთვის – IHC საშუალებით შესაძლებელია სიმსივნის ტიპის განსაზღვრა (მაგალითად, კარცინომა, მელანომა ან სარკომა) და ასევე იმ სიმსივნის პირველადი კერის დადგენა, რომელიც მეტასტაზების სახით სხვა ორგანოებშია გავრცელებული
  • პროგნოზის განსაზღვრისთვის – IHC-ის დახმარებით შესაძლებელია შეფასდეს, რამდენად აგრესიული ან მაღალი რისკისაა სიმსივნე.  ასევე საშუალებას იძლევა განისაზღვროს კიბოს სტადია და ხარისხი (grading),  რაც მკურნალობის საუკეთესო მეთოდის შერჩევისთვის მნიშვნელოვანია
  • მკურნალობაზე პასუხის პროგნოზირებისთვის – IHC ავლენს სიმსივნური ქსოვილის მახასიათებლებს, რომლებიც მიანიშნებს, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს კონკრეტული მკურნალობა (მაგალითად ჰორმონდამოკიდებული სიმსივნის ტიპების განსაზღვრა – საშუალებას იძლევა დაისახოს მკურნალობის ეფექტურიგეგმა)

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

იმუნოჰისტოქიმიური კვლევის პასუხის ინტერპრეტაცია ყოველთვის უნდა მოხდეს ჰისტოლოგიური დასკვნის, კლინიკური მონაცემებისა და სხვა კვლევების შედეგებთან ერთად, რადგან ცალკეული მარკერის შეფასება დამოუკიდებლად ხშირად არ იძლევა სრულ დიაგნოსტიკურ ინფორმაციას.

საცნობარო მნიშვნელობები

სიმსივნური ქსოვილის იმუნოჰისტოქიმიური (IHC) კვლევა ტარდება მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ჰისტოლოგიური (მიკროსკოპული) კვლევა საკმარისი არ არის ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. ეს მეთოდი იყენებს სპეციალურ ანტისხეულებს, რომლებიც განსაზღვრავს,   უჯრედების ტიპს და სიმსივნის მახასიათებლებს.

IHC კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  სიმსივნის წარმოშობის დასადგენად (რომელი ორგანოდან განვითარდა მეტასტაზი) ან სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების დიფერენცირებისთვის.

 

საკვლევი მასალა: პარაფინში ჩასმული ქსოვილის ბლოკი

ნიმუშის გაგზავნა უნდა განხორციელდეს არსებული სრული სამედიცინო დოკუმენტაციის თანხლებით, მათ შორის აუცილებელია: ვიზუალიზაციური კვლევის (კტ, მრტ) დასკვნები, პირველადი მიკროსკოპიული აღწერის დასკვნა, პათოლოგიური დიაგნოზი და სხვა დაკავშირებული ინფორმაცია, რათა შესაძლებელი იყოს პარაფინის ბლოკის სწორად იდენტიფიცირება და მისი პაციენტის არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადასტურება.

დოკუმენტაცია უნდა წარმაოდგინოთ  ინგლისურ ენაზე!

 

 

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 268 reviews
powered by Google
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button