ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) სკრინინგი

ცნობილი როგორც:B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg)
SKU: 1035

Original price was: ₾33.00.Current price is: ₾29.70.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის სკრინინგ-ტესტი გვაძლევს ინფორმაციას, სისხლში B ჰეპატიტის ვირუსის არსებობაზე. ტესტის დადებითი შედეგი მიუთითებს, რომ ადამიანი ინფიცირებულია B ჰეპატიტის ვირუსით.

B ჰეპატიტის ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე – პარენტერული გზით ხორციელდება – სისხლით ან სქესობრივი კონტაქტით. დაავადების ინკუბაციური (უსიმპტომო) პერიოდი საშუალოდ 70-დან 160 დრემდეა.

ჰეპატიტის B ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) B ვირუსის გარე გარსის კომპონენტია. იმუნური პასუხი სწორედ იმ ანტიგენურ დეტერმინანტზეა მიმართული, რომელიც საერთო აქვს ყველა HBsAg ნაწილაკს.

 

შრატში ზედაპირული ანტიგენის HBsAg-ის აღმოჩენა მიუთითებს  B ვირუსული ინფექციის არსებობაზე. HBsAg არის ინფექციის პირველი იმუნოლოგიური მარკერი — ის ჩნდება შრატში დაავადების კლინიკური გამოვლინებამდე (მაგალითად სიყვითლის განვითარებამდე) რამდენიმე კვირით ადრე. HbsAg ზედაპირული ანტიგენის აღმოჩენა შესაძლებელია მთელი მწვავე პერიოდის – 1-4 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ხდება ნეგატიური.

თუ B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი პერსისტირებს (რჩება) 6 თვეზე მეტხანს, ვითარდება ქრონიკული B ვირუსული ჰეპატიტი. ინფიცირებულ მოზრდილთა  5-10%-ში და ახალშობილთა 90%-ში ვირუსის ელიმინაცია ვერ ხდება და ვითარდება ქრონიკული ჰეპატიტი, რაც საბოლოოდ შესაძლოა ციროზით და იშვიათ შემთხვევებში ჰეპატოცელულური კარცინომით პროგრესირდეს.

ინფექციის ვერტიკალური ხაზით გადაცემა – ორსულიდან ნაყოფზე – ხდება HbsAg ანტიგენ-პოზიტიურ ორსულთა 20%-ში და იმ ორსულთა 60%-ში, რომლებიც ორსულობისას დაინფიცირდნენ B ჰეპატიტის ვირუსით.

 

 

 

 

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

 

  • მწვავე/ქრონიკული ჰეპატიტის B ინფექციის სადიაგნოსტიკოდ
  • ინფექციის მიმდინარეობისა და ანტივირუსული მკურნალობის მონიტორინგისათვის
  • სისხლის გადასხმისას დონორების სკრინინგი
  • პრენატალური სკრინინგი — ინფექციის ნაყოფზე გადაცემის რისკის შესაფასებლად
  • ახალშობილებში დაავადების რისკის შესაფასებლად

 

 

პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო

საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი

 

ნიმუშის უარყოფის მიზეზები:

პრეანალიტიკური პირობების დარღვევა (ჰემოლიზი, არასაკმარისი მოცულობა, ტრანსპორტირების პირობის დარღვევა და სხვა)

 

*საკვლევი ნიმუშის უარწოფის/წუნდების  შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს საკვლევი მასალის ხელახლა აღება

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

 

 

დადებითი შედეგი:

  • მწვავე B ჰეპატიტი (ანტი-Hbs ანტისხეულები სისხლის შრატში არ არის გამოვლენილი ინკუბაციური ან მწვავე პერიოდის განმავლობაში);
  • B ჰეპატიტის ფულმინანტური მიმდინარეობა (სისხლის შრატში ანტი-HBs ანტისხეულების და HBsAg-ის არსებობა);
  • ქრონიკული B ჰეპატიტი;
  • HBsAg-ის მტარებლობა;
  • ცრუ დადებითი რეაქცია – საჭიროა დადასტურება – ხელახალი ტესტირება და HBcorAg-ის საერთო ანტისხეულების განსაზღვრა.

უარყოფითი შედეგი:

  • HBV ინფექციის არარსებობა (B ჰეპატიტის სხვა მარკერების არარსებობის შემთხვევაში);
  • არ არის გამორიცხული მწვავე B ჰეპატიტი;
  • არ არის გამორიცხული ქრონიკული B ჰეპატიტი რეპლიკაციის დაბალი ინტენსივობით;
  • B ჰეპატიტის ფულმინანტური მიმდინარეობა;
  • B ჰეპატიტი დეფექტური (სერონეგატიური) HBsAg-ით არ არის გამორიცხული;
  • შერეული ჰეპატიტი B + D (დელტა ვირუსი იყენებს ზედაპირულ ანტიგენს, როგორც მის გარსს, ამიტომ შეიძლება ანტიგენი არ გამოვლინდეს).

საცნობარო მნიშვნელობები

 

 

მწვავე B ჰეპატიტის შემთხვევების დაახლოებით 5%-ში და ქრონიკული ჰეპატიტიების ძალიან იშვიათ შემთხვევაში, HbsAg ზედაპირული ანტიგენი შესაძლოა იყოს უარყოფითი. ამ დროს დაავადების გამოვლენა ხორციელდება კვლევის დამატებითი მეთოდებით: B ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების ან ვირუსული დნმ-ის განსაზღვრით.

თუ კვლევის შედეგი სუსტად პოზიტიურია, რეკომენდებულია B ჰეპატიტის სხვა მარკერების განსაზღვრა.

 

ზოგიერთი ფაქტორი გავლენას ახდენს B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის HbsAg მაჩვენებელზე:

  • ბიოტინის მაღალი დოზებით მკურნალობა. რეკომენდებულია კვლევა ჩატარდეს მედიკამენტის ბოლო დოზის მიღებიდან მინიმუმ 8-12 საათში
  • ანტი-სტრეპტავიდინის და ანტი-რუთენიუმის ანტისხეულების მაღალი ტიტრის დროს
  • მონოკლონური ანტისხეულების აღმოჩენისას ორგანიზმში- სამკურნალო ან დიაგნოსტიკური მიზნით გამოყენების დროს

ორსულ ქალებში, რომლებიც HbsAg ანტიგენ-პოზიტიურები არიან, საჭიროა დამატებითი კვლევები. არსებული ტესტებიდან HBV-ის ვირუსული დატვირთვა (viral load) ითვლება ინფექციურობის საუკეთესო პროგნოზირებად მაჩვენებლად, განსაკუთრებით იმ ორსულებში, რომლებიც ახლოს არიანორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button