ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾442.00
B ჰეპატიტის მწვავე ან ქრონიკული ინფექციის დიაგნოსტირება ემყარება სეროლოგიური მარკერების აღმოჩენას, როგორებიცაა: B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული S ანტიგენი (HBVSAg), B ჰეპატიტის ვირუსის COR ანტიგენის IgM ანტისხეულები, B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ის განსაზღვრა.
თუმცა, მწვავე და ქრონიკული HBV ინფექციის დიაგნოსტირება ხდება სეროლოგიური მეთოდებით, დნმ-ის განსაზღვრა აუცილებელია:
სისხლის შრატში B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ის არსებობა, ვირუსის აქტიური გამრავლების მარკერია.
HBV დნმ-ის დონე სისხლში მაქსიმალურია დაავადების მწვავე პერიოდის პიკში, შემდეგ თანდათანობით მცირდება. HBV მწვავე პერიოდში, როდესაც ზედაპირული ანტიგენის ტესტი ორაზროვანია, დნმ-ის კვლევა გვეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში.
B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული პაციენტების ორგანიზმში, ზოგჯერ ვირუსის სრული ელიმინაცია ვერ ხდება და რჩებიან HBVsAg (ზედაპირული ანტიგენი) პოზიტიურიები. ასეთი მდგომარეობა კლასიფიცირდება როგორც:
ვირუსის დნმ-ის განსაზღვრა მნიშვნელოვანია ქრონიკული ჰეპატიტის სტატუსის იდენტიფიცირებისთვის. პაციენტებს ქრონიკული აქტიური B ჰეპატიტით ღვიძლის დაზიანების შემდგომი გართულების მეტი რისკი აქვთ.
ქრონიკული არააქტიური HBV ინფექციის (HBeAg-ნეგატიური) რეაქტივაციისას, ზოგჯერ ვირუსის E ანტიგენი (ვირუსის გამრავლების მარკერი) შესაძლოა არ გამოჩნდეს შრატში. ამიტომაც B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ის კვლევა აუცილებელია ვირუსის დეტექციისათვის და რაოდენობრივი შეფასებისთვის.
კვლევის რაოდენობრივი დიაპაზონი მოიცავს 10-დან 1 000,000,000 სე/მლ
< 10 სე/მლ მაჩვენებელი – ნეგატიურია, ანუ ვირუსის დნმ ან არ აღმოჩნდა ნიმუშში, ან აღმოჩენილია იმ მინიმალური რაოდენობით, რომლის უფრო ზუსტი განსაზღვრა რაოდენობრივი მეთოდით შეუძლებელია. კლინიკური საჭიროების არსებობისას, კვლევის განმეორება რეკომენდებულია 1-2 თვეში.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |