Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) სწრაფი ტესტი

ცნობილი როგორც:C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) სწრაფი ტესტი
SKU: 186

14.40

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი ან სისხლის პლაზმა
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

სწრაფი რეაგირების C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) ტესტი არის სწრაფი, ხარისხობრივი ტესტი C ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულების გამოსავლენად მთელ სხეულში, C ჰეპატიტის ვირუსული ინფექციის დიაგნოსტიკისათვის. ის განკუთვნილია მხოლოდ პროფესიული ინ ვიტრო დიაგნოსტიკისათვის, ლაბორატორიულ ცენტრში.

C ჰეპატიტის ვირუსი არის რნმ ვირუსი, რომელიც იწვევს C ჰეპატიტს. ვირუსი გადაეცემა ვირუსით ინფიცირებულ სისხლთან ან ინფიცირებულ ობიექტებთან კონტაქტით – სისხლის გადასხმის გზით, ჩვეულებრივი შპრიცებით, ტატუს ნემსებით, არასწორად სტერილიზებული ქირურგიული და სტომატოლოგიური ინსტრუმენტებით, პედიკიურისა და მანიკიურის ხელსაწყოებით. ასევე ვარაუდობენ სქესობრივი გზით გადაცემას.  შესაძლებელია ვირუსის გადაცემა დედიდან ბავშვზე მშობიარობის დროს. ვირუსი არ გადაეცემა C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტთან საყოფაცხოვრებო კონტაქტით.

C ჰეპატიტი ვლინდება როგორც მწვავე ინფექცია, რომელიც შემთხვევების 80%-ზე მეტში გადადის ქრონიკულ C ჰეპატიტში. ქრონიკული C ჰეპატიტი პროგრესულად აზიანებს ღვიძლს და იწვევს ღვიძლის ციროზს მთელი მისი გართულებებით და არის ჰეპატოცელულარული კარცინომის ერთ-ერთი მიზეზი.

ანტისხეულები ვლინდება ინფექციის დაწყებიდან საშუალოდ 7-8 კვირის შემდეგ. ინფექციის სპონტანური აღმოფხვრის შემთხვევაში ანტი-HCV ანტისხეულები შეიძლება შენარჩუნდეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ან თანდათან შემცირდეს, სანამ საბოლოოდ არ გაქრება რამდენიმე წელიწადში.

ქრონიკული HCV ინფექციის მქონე პაციენტებში ანტისხეულები ვლინდება განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.

ტესტის უპირატესობები:

  • მაღალი მგრძნობელობა ანტისხეულების დაბალი ტიტრის შემთხვევაშიც კი;
  • მარტივი პროცედურა;
  • ეფექტური და ადვილად ინტერპრეტირებადი.

როდის ჩავიტაროთ სწრაფი ტესტი C ჰეპატიტის ვირუსზე?

  • ღვიძლის ფერმენტების (AST, ALT) მომატებული დონე;
  • მწვავე ან ქრონიკული ჰეპატიტის დიაგნოსტიკა;
  • ნარკოტიკების ინტრავენური გამოყენება;
  • ტატუების ან სხეულის პირსინგის გაკეთება საეჭვო პირობებში;
  • 50 ან მეტი სექსუალური პარტნიორი;
  • სქესობრივი კონტაქტი HCV ინფიცირებულ პარტნიორთან;
  • ბოლოდროინდელი პატიმრობა.
  • აივ-დადებითი პირები;
  • დონორის სისხლის სკრინინგი;
  • ღვიძლის ციროზის ეტიოლოგიის დადგენა;;
  • C ჰეპატიტის ინფექციის ისტორია;

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი ან სისხლის პლაზმა.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ანტი-HCV ტესტი ინფორმაციას იძლევა მხოლოდ წარსულში არსებული HCV-ის ზემოქმედების შესახებ. უარყოფითი ანტი-HCV ტესტის შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტს არასოდეს ჰქონია კონტაქტი ვირუსთან და ამიტომ ანტი-HCV ტესტი გამოიყენება მხოლოდ HCV ინფექციის გამოსარიცხად.

თუ ადამიანი დადებითია HCV ანტისხეულებზე, C ჰეპატიტის ტესტი არ ითვლება დასრულებულად, მანამ სანამ  ანტი-HCV ტესტის შემდეგ არ ჩატარდება ტესტი HCV რნმ-ზე. მხოლოდ, ამის შემდეგ ხდება მიმდინარე HVC ინფექციის დიაგნოზის დადასტურება და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.

რესურსები

https://www.cdc.gov/hepatitis/hcv/hcvfaq.htm#c6

https://www.synevo.bg/hepatit-c/

https://www.synevo.ro/shop/anti-hcv/

https://spravochnik.synevo.ua/ru/gepatit/virus-gepatita-c.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button