ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾20.00 Original price was: ₾20.00.₾18.00Current price is: ₾18.00.
სწრაფი რეაგირების C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) ტესტი არის სწრაფი, ხარისხობრივი ტესტი C ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულების გამოსავლენად მთელ სხეულში, C ჰეპატიტის ვირუსული ინფექციის დიაგნოსტიკისათვის. ის განკუთვნილია მხოლოდ პროფესიული ინ ვიტრო დიაგნოსტიკისათვის, ლაბორატორიულ ცენტრში.
C ჰეპატიტის ვირუსი არის რნმ ვირუსი, რომელიც იწვევს C ჰეპატიტს. ვირუსი გადაეცემა ვირუსით ინფიცირებულ სისხლთან ან ინფიცირებულ ობიექტებთან კონტაქტით – სისხლის გადასხმის გზით, ჩვეულებრივი შპრიცებით, ტატუს ნემსებით, არასწორად სტერილიზებული ქირურგიული და სტომატოლოგიური ინსტრუმენტებით, პედიკიურისა და მანიკიურის ხელსაწყოებით. ასევე ვარაუდობენ სქესობრივი გზით გადაცემას. შესაძლებელია ვირუსის გადაცემა დედიდან ბავშვზე მშობიარობის დროს. ვირუსი არ გადაეცემა C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტთან საყოფაცხოვრებო კონტაქტით.
C ჰეპატიტი ვლინდება როგორც მწვავე ინფექცია, რომელიც შემთხვევების 80%-ზე მეტში გადადის ქრონიკულ C ჰეპატიტში. ქრონიკული C ჰეპატიტი პროგრესულად აზიანებს ღვიძლს და იწვევს ღვიძლის ციროზს მთელი მისი გართულებებით და არის ჰეპატოცელულარული კარცინომის ერთ-ერთი მიზეზი.
ანტისხეულები ვლინდება ინფექციის დაწყებიდან საშუალოდ 7-8 კვირის შემდეგ. ინფექციის სპონტანური აღმოფხვრის შემთხვევაში ანტი-HCV ანტისხეულები შეიძლება შენარჩუნდეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ან თანდათან შემცირდეს, სანამ საბოლოოდ არ გაქრება რამდენიმე წელიწადში.
ქრონიკული HCV ინფექციის მქონე პაციენტებში ანტისხეულები ვლინდება განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.
ტესტის უპირატესობები:
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი ან სისხლის პლაზმა.
ანტი-HCV ტესტი ინფორმაციას იძლევა მხოლოდ წარსულში არსებული HCV-ის ზემოქმედების შესახებ. უარყოფითი ანტი-HCV ტესტის შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტს არასოდეს ჰქონია კონტაქტი ვირუსთან და ამიტომ ანტი-HCV ტესტი გამოიყენება მხოლოდ HCV ინფექციის გამოსარიცხად.
თუ ადამიანი დადებითია HCV ანტისხეულებზე, C ჰეპატიტის ტესტი არ ითვლება დასრულებულად, მანამ სანამ ანტი-HCV ტესტის შემდეგ არ ჩატარდება ტესტი HCV რნმ-ზე. მხოლოდ, ამის შემდეგ ხდება მიმდინარე HVC ინფექციის დიაგნოზის დადასტურება და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.
https://www.cdc.gov/hepatitis/hcv/hcvfaq.htm#c6
https://www.synevo.bg/hepatit-c/
https://www.synevo.ro/shop/anti-hcv/
https://spravochnik.synevo.ua/ru/gepatit/virus-gepatita-c.html
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები