ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾165.00
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება სამშაბათობით,დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუში გამოგზავნა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს სამსაბათს 12:00 საათამდე
კოაგულაციის ფაქტორი XII ანუ ჰაგემანის ფაქტორი ღვიძლში სინtეზირებული გლიკოპროტეინია, რომელიც პრეკალიკრეინთან და მაღალი მოლეკულური წონის კინინოგენთან ერთად ქმნის კონტაქტ-აქტივაციურ სისტემას. ეს ფაქტორები აუცილებელია ინ-ვიტრო თრომბის წარმოქმნისთვის, გააქტიურებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის (APTT) განსაზღვრისას. სატესტო სინჯარაში (ინ-ვიტრო) ფაქტორი XII აქტივაცია ხდება უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებთან კონტაქტისას.
ამ ფაქტორის დეფიციტისას ჰემორაგიული გამოვლინებები არ აღინიშნება, რადგანაც, ფიზიოლოგიური კოაგულაცია ხდება ალტერნატიული გზით, კონტაქტ-აქტივაციური სისტემის გვერდის ავლით.
FXII დეფიციტი გენეტიკური დარღვევაა აუტოსომურ-რეცესიული დამემკვიდრებით. ჰეტეროზიგოტური (ჯანმრთელი და მუტირებული გენის ერთდროული არსებობა) მდგომარეობა უფრო ხშირია და გვხვდება მოსახლეობის 1,5-3%-ში. ფაქტორი FXII-ის დეფიციტი APTT გახანგრძლივების ყველაზე ხშირი მიზეზია, პაციენტებში, ჰემორაგიული სინდრომის ანამნეზის გარეშე, ასევე მგლურას ანტიკოაგულანტის ნეგატიური მაჩვენებლით.
ჰომოზიგოტურ (ორივე მუტირებული გენის არსებობა) ინდივიდებში ფაქტორი xii-ის აქტივობა <1%-ია და შესაძლოა ასოცირებული იყოს APTT გახანგრძლივებასთან >100 წამზე მეტად.
კონკრეტულ კლინიკურ პირობებში შესაძლოა გამოვლინდეს ფაქტორი XII ცვლილებები (როგორც ზრდა, ისე შემცირება), როგორებიცაა: სეპტიცემია, კორონარული არტერიის დაავადებები, ფარმაკოლოგიური თრომბოლიზისი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ორსულობა, რძემჟავა აციდოზი, დიალიზი, ანგიონევროზული შეშუპება.
ფაქტორი XII განსაზღვრა რეკომენდებულია APTT გახანგრძლივების მიზეზების დასადგენად მაშინაც, როდესაც ის არ არის სისხლდენასტან დაკავშირებული.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერენტული ნორმები
50-150%
ორსულობის 1-15 კვირა: 50-150 %
ორსულობის 16-40 კვირა: 50-170%
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |