ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

გლუკოზა | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Glucose | Laboratory research
SKU: 1079

Original price was: ₾15.00.Current price is: ₾13.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

გლუკოზა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მონოსაქარიდი სისხლში. მას ხშირად უწოდებენ “სისხლის შაქარს”, რომელიც წარმოიქმნება ნახშირწყლების დაშლისა და ღვიძლში გლიკოგენის გლუკოზად გარდაქმნის შედეგად. გლუკოზა არის ენერგიის შეუცვლელი წყარო, რომელიც ინარჩუნებს უჯრედულ აქტივობას. გლუკოზის დაშლა მეტაბოლიზმის საჭიროებისთვის მიიღწევა გლიკოლიზის პროცესით.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • შაქრიანი დიაბეტის სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მონიტორინგი;
  • ჰიპოგლიკემიის დიაგნოსტიკა.

„ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA)“ კრიტერიუმები დიაბეტის დიაგნოსტიკისთვის მოიცავს:

  • სუბიექტური სიმპტომები (პოლიურია, პოლიდიფსია, აუხსნელი წონის დაკლება) და დამატებით, გლუკოზის „შემთხვევითი“ მაჩვენებლები > 200 მგ/დლ (> = 11,1 მმოლ/ლ) ან
  • უზმოზე სისხლში შაქრის დონე > = 126 მგ/დლ (> = 6,99 მმოლ/ლ) ან
  • სისხლში შაქრის დონე > = 200 მგ/დლ 75 გ გლუკოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

მძიმე მეტაბოლური დეკომპენსაციით მიმდინარე ჰიპერგლიკემიის არარსებობის შემთხვევაში, მეორე და მესამე კრიტერიუმები უნდა დადასტურდეს ტესტის განმეორებით სხვადასხვა დღეებში.

ამას დაემატა ADA-ს ბოლო რეკომენდაცია (2010) შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკაში გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) ჩართვის შესახებ (ქვედა ზღვრით 6.5%). ტესტი უნდა ჩატარდეს სტანდარტიზებული მეთოდის გამოყენებით.

დიაბეტის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ვრცელდება როგორც მოზრდილებზე, ასევე ბავშვებზე.

ტესტი ინიშნება ექიმის მიერ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

გლუკოზის მაღალი დონე:

  • დიაბეტი;
  • კუშინგის დაავადება;
  • აკრომეგალია / გიგანტიზმი;
  • ფეოქრომოციტომა;
  • ჰიპოფიზის ადენომა (ზრდის ჰორმონის გამოყოფა);
  • ჰემოქრომატოზი;
  • მწვავე/ქრონიკული პანკრეატიტი;
  • პანკრეასის ნეოპლაზმა;
  • გლუკაგონის მასეკრეტირებელი სიმსივნე;
  • თირკმლების ქრონიკული დაავადება;
  • ღვიძლის პროგრესირებადი დაავადება;
  • ვიტამინ B1 დეფიციტი (ვერნიკეს ენცეფალოპათია);
  • მწვავე ემოციური ან ფიზიკური სტრესი (მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, კრუნჩხვები).

გლუკოზის შემცირებული დონე:

  • ინსულინომა (ნსულინის მასეკრეტირებელი სიმსივნე);
  • სიმსივნეები პანკრეასის გარეთ (მაგ. ჰეპატომა);
  • ადისონის დაავადება;
  • ჰიპოპიტუიტარიზმი;
  • მალაბსორბცია;
  • ღვიძლის მწვავე ნეკროზი (ჰეპატიტი, ინტოქსიკაცია);
  • დღენაკლული ჩვილები შაქრიანი დიაბეტის მქონე დედებში;
  • ფერმენტების დეფიციტი (მაგ. გალაქტოზემია);
  • ინსულინის დოზის გადაჭარბება;
  • რეაქტიული ჰიპოგლიკემია (ჰიპერინსულინიზმი, ენდოკრინული დარღვევები);
  • პოსტპრანდიული ჰიპოგლიკემია (კუჭ-ნაწლავის ოპერაციის შემდეგ, ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა, გალაქტოზემია).

საცნობარო მნიშვნელობები

სისხლში შაქრის საწყისი დონის ინტერპრეტაცია (განისაზღვრება ცარიელ კუჭზე) ხორციელდება ADA კრიტერიუმების მიხედვით:

  • ნორმალური დონე – 60-99 მგ/დლ
  • მოდიფიცირებული საბაზისო გლუკოზის დონე სისხლში (IFG) – 100-125 მგ/დლ
  • დიაბეტი > = 126 მგ/დლ

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

Глюкоза, серум

ლაბორატორიები
Call Now Button