ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾20.00 Original price was: ₾20.00.₾18.00Current price is: ₾18.00.
გლობულინები შრატის ჰეტეროგენული (მრავალფეროვანი), დიდი ზომის ცილებია, რომლებიც სინთეზდება ღვიძლის და იმუნური უჯრედების მიერ და მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესში.
გლობულინების სამ ძირითად ტიპს გამოყოფენ: ალფა, ბეტა და გამა. ალფა და ბეტა გლობულინები ტრანსპორტულ და ფერმენტულ ფუნქციებს ასრულებს, ხოლო გამა გლობულინები იმუნურ რეაქციებში მონაწილეობს. გამაგლობულინები მოიცავს იმუნოგლობულინებს, როგორიცაა M, G და A.
ვირუსებთან და ინფექციებთან ბრძოლაში
შედედების პროცესებში
ღვიძლის და თირკმლის გამართულ ფუნქციონირებაში
შრატის გლობულინის ელექტროფორეზის ტესტი ზომავს სისხლის შრატში გლობულინის შემადგენლობას სისხლის თხევად ნაწილში.
ზოგიერთი დაავადება დაკავშირებულია გამაგლობულინების ჭარბ სინთეზთან. მაგალითად ვალდენსტრომის მაკროგლობულინემია სისხლის პლაზმური უჯრედების სიმსივნური დაავადებაა, რომელიც ჭარბი იმუნოგლობულინების IgM წარმოქმნასთანაა დაკავშირებული.
გამა გლობულინების ელექტროფორეზის ტესტი გამოიყენება ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებისათვის, რომლებიც აზიანებს ადამიანის იმუნურ სისტემას, როგორებიცაა:
ალერგიები
აუტოიმუნური დაავადებები
მრავლობითი მიელომა
ვალდენსტრომის მაკროგლობულინემია
ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასება
ორსულობისას შრატის გლობულინის დონე იმატებს. ასევე იმატებს შრატის საერთო ცილის დონეც. მშობიარობის შემდეგ ეს მაჩვენებლები ნორმას უბრუნდება.
შრატის გლობულინი – 2.0-3.5 გრამი დეცილიტრში ან 20-35 გეამი ლიტრში
IgM – 75-300 მგ/დლ ან 750-3000 მგ/ლ
IgG – 65-1850 მგ/დლ ან 6.5-18.5 გ/ლ
IgA – 90-350 მგ/დლ ან 900-3500 მგ/ლ
გამა გლობულინის გაზრდილი მაჩვენებლები ახასიათებს შემდეგ მდგომარეობებს:
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ. ზოგირთი მედიკამენტი გავლენას ახდენს ტესტის შედეგებზე, ამიტომ ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები