ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾18.00 Original price was: ₾18.00.₾16.20Current price is: ₾16.20.
ასევე ცნობილია როგორც: მოგზაურების დიარეა
Giardia მცირე ზომის პარაზიტია რომელიც იწვევს დიარეით მიმდინარე ნაწლავების დაავადებას. გარემოში ის ბინადრობს ნიადაგში, ზედაპირებზე, საკვებში და წყალში რომელიც განავლითაა დაბინძურებული. დაბინძურების წყარო შესაძლოა იყოს როგორც ადამიანის, ასე ცხოველის ფეკალური მასები.
გიარდიოზით დასნებოვნება შესაძლებელია ფეკალურ-ორალური გზით (საკვებთან ან წყალთან ერთად მიღებით). პარაზიტი ადვილად ვრცელდება დაბინძურებული საკვების და სასმელი ან რეკრეაციული წყლის (მდინარე, ტბა, აუზი) გზით.
პარაზიტი იწვევს ანთებით პროცესებს წვრილ ნაწლავში.
სიმპტომები
დიარეა
შებერილობა, მეტეორიზმი
გულისრევა-ღებინება
მუცლის მოვლითი ტკივილი
გაუწყლოება
სისუსტე
გიარდიოზი ხშირია მოგზაურებში და ასევე დღის ცენტრებში. გადაცემა უხშირესად დაბინძურებული წყლით და საკვებით ხდება.
საკვლევი მასალა: განავალი, სადაც ხდება ანტიგენის დეტექცია.
რადგან Giardia Lamblia სიცოცხლის ციკლის სხვადასხვა სტადიაზე შესაძლოა იმყოფებოდერს, ზოგჯერ მისი აღმოჩენა გაძნელებულია და საჭიროა განმეორებითი კვლევა.
ტესტის ჩატარების აუცილებლობა დგება გახანგრძლივებული, აუხსნელი დიარეის და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა სიმპტომების არსებობისას.
გარდა განავალში ანტიგენის დეტექციისა, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები.
შედეგების ინტერპრეტაცია
თუ განავლის ნიმუშში გიარდია დაფიქსირდა, ეს ნიშნავს რომ დიაგნოზი დასტურდება. თუმცა, პირველივე კვლევისას შესაძლოა პარაზიტი არ გამოვლინდეს. პასუხის სიზუსტისთვის, როგორც წესი განავლის რამდენიმე ნიმუშია საჭირო.
რამ შეიძლება იქონიოს გავლენა კვლევის შედეგზე?
ბარიუმი
ანტიდიარეული მედიკამენტები
ანტაციდები
მინერალური ზეთები
ანტიბიოტიკოთერაპია
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
სპეციფიკურ მომზადებას არ საჭიროებს. აუცილებელია მკურნალმა ექიმმა იცოდეს მედიკამენტების ჩამონათვალი, რასაც იღებთ.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები