ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾837.00 Original price was: ₾837.00.₾754.00Current price is: ₾754.00.
რა არის თრომბოფილია?
თრომბოფილია არის მდგომარეობა, რომელშიც არის ბუნებრივი ცილების ან სისხლის შედედების ფაქტორების დისბალანსი,რამაც შეიძლება პაციენტი დააყენოს სისხლის შედედების რისკის ქვეშ. სისხლის შედედება ან კოაგულაცია ჩვეულებრივ ნორმალურია. ეს არის ის პროცესი, რომელიც აჩერებს სისხლდენას სისხლძარღვის სხვადასხვა სახის დაზიანების დროს.
მაგრამ თუ თრომბები არ იშლება, ან თუ აღინიშნება თრომბის წარმოქმნის ხშირი ტენდენცია, ეს შეიძლება იყოს სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა.
სისხლის კოლტები შეიძლება მოწყდეს და გაიაროს სისხლის მიმოქცევაში,რის გამოც თრომბოფილიის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) ან ფილტვის ემბოლიის განვითარების რისკი. სისხლის შედედება ასევე შესაძლებელია გახდეს მიზეზი გულის შეტევისა და ინსულტის. თრომბოფილია შეიძლება იყოს გენეტიკური ან შეძენილი.
რა არის თრომბოფილიის მიზეზები?
გენეტიკური ტიპები
თრომბოფილიის გამომწვევი ზოგი დაავადება მემკვიდრეობითია. მათგან მრავალი შედედებაში მონაწილე ცილების რაოდენობის ან ფუნქციის ცვლილებით არის გამოწვეული. მაგალითად, აქტივირებული C ცილისადმი რეზისტენტობა (ლეიდენის V ფაქტორის მუტაცია), პროთრომბინის გენის სპეციფიკური მუტაცია (პროთრომბინის 20210 მუტაცია), C ცილის, S ცილის ან ანტითრომბინის ნაკლებობა – ყველა ჩამოთვლილი სისხლის შედედებისთვის მნიშვნელოვანი ცილის – ფიბრინის წარმოქმნას ასტიმულირებს. ჰიპერჰომოცისტეინემია ჰომოცისტეინის, ერთ-ერთი ამინომჟავას, რაოდენობის მომატებას იწვევს სისხლში, რის გამოც მაღალია ვენებსა და არტერიებში თრომბების წარმოქმნის ალბათობა.
შეძენილი ტიპები
თრომბოფილიის გამომწვევი სხვა დაავადებები დაბადების შემდეგ არის შეძენილი. მათ შორისაა: დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება (ხშირად დაკავშირებულია ავთვისებიან სიმსივნესთან) და ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების (ანტიკარდიოლიპინის) სინდრომი (მათ შორის წითელი მგლურას “ანტიკოაგულანტის” არსებობა). ეს დაავადებები თრომბების წარმოქმნის ალბათობას შედედების ფაქტორების არანორმალური გააქტიურების გამო ზრდის.
შედედების საშიშროების გაზრდა, თრომბოფილიის გარდა, სხვა მიზეზმაც შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორისაა ისეთი მდგომარეობები, რომლების გამოც ადამიანს ფიზიკური აქტიურობა არ შეუძლია, რაც სისხლის ვენებში დაგროვებას იწვევს. ამისი მაგალითებია: დამბლა, ხანგრძლივი ჯდომა (განსაკუთრებით ერთსა და იმავე ადგილზე, მაგალითად, მანქანაში ან თვითმფრინავში), ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, ახლახან გადატანილი ოპერაცია და გულის ინფარქტი. რისკის ფაქტორია გულის უკმარისობაც, რომლის დროსაც სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის გადაადგილების სიჩქარე შემცირებულია, აგრეთვე, ვენებზე ზეწოლის გაზრდა სიმსუქნის, ორსულობის დროს.
როგორ დიაგნოსტირდება თრომბოფილია?
თრომბოფილია დიაგნოზირებულია სისხლის ანალიზით. ამ ტესტებს შეუძლიათ განსაზღვრონ მდგომარეობა, მაგრამ შეიძლება ყოველთვის არ მოხდეს მიზეზის დადგენა
თრომბოფილიაზე გენეტიკური ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ კვალიფიციური გენეტიკური კონსულტანტის ხელმძღვანელობით.
• პაციენტის ანამნეზი.
• ფიზიკური გამოკვლევა.
• სისხლის ანალიზები.
თრომბოფილიის პჯრ კვლევა შემდეგ ტესტებს შეიძლება მოიცავდეს:
• ფაქტორი V ლეიდენის მუტაცია
• კოაგულაციის ფაქტორი II
• MTHFR გენის მუტაცია
• პროთრომბინის (ფაქტორი II) მუტაცია
რა არის თრომბოფილიის სიმპტომები?
თრომბოფილიას არ ახასიათებს სიმპტომები. სიმპტომები ვლინდება თრომბის განვითარების დროს და დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მდებარეობს თრომბი:
• ხელი ან ფეხი- მგრძნობელობა, სითბო, შეშუპება, ტკივილი
• მუცელი-ღებინება, დიარეა, მუცლის ძლიერი ტკივილი
• გული-ქოშინი, გულისრევა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, დისკომფორტი ზედა ტანში, გულმკერდის ტკივილი და წნევა
• ფილტვები-ქოშინი, ოფლიანობა, ცხელება, სისხლიანი ხველა, გულის პალპიტაცია, გულმკერდის ტკივილი
• ტვინი-მეტყველების პრობლემები, მხედველობის პრობლემები, თავბრუსხვევა, სახის ან კიდურების სისუსტე, უეცარი ძლიერი თავის ტკივილი
DVT (ღრმა ვენების თრომბოზი) ჩვეულებრივ მოქმედებს მხოლოდ ერთ ფეხზე. სიმპტომები შეიძლება იყოს:
• შეშუპება და ტკივილი ქვედა ფეხის ან ფეხის არეში
• ფეხის ტკივილი
• ტკივილი, რომელიც ძლიერდება, თუ ფეხს აწევთ
• შეხებისას თბილი ტერიტორია
• წითელი კანი, ჩვეულებრივ, ფეხის უკანა მხარეს, მუხლის ქვემოთ
DVT (ღრმა ვენების თრომბოზი) ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ორივე ფეხზე,თვალებში, ტვინში, ღვიძლში და თირკმელებში.
თუ მოხდა თრომბის მოწყვეტა და სისხლში მიმოქცევის წრეში გადასვლა, შეიძლება მოხდეს მისი ფილტვებში გადაადგილება,რაც გამოიწვევს ფილტვების სისხლის მიმოქცევის დარღვევას,განვითარდება ფილტვის ემბოლია,რაც წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას.
ფილტვის ემბოლიის სიმპტომები მოიცავს:
• მკერდის ტკივილი
• ძნელებული სუნთქვა
• თავბრუსხვევა
• მშრალი ხველა ან ხველა სისხლიანი ნახველით
• ტკივილი ზურგის ზედა ნაწილში
• გაბრუება
ფილტვის ემბოლია საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ამ სიმპტომიდან, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე.
განმეორებითი სპონტანური აბორტი ასევე შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა გქონდეთ თრომბოფილია.
რა არის თრომბოზის რისკ ფაქტორები?
• ჭარბი წონა იმობილიზაცია,( ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი)
• ნებისმირი ქრონიკული ანთებითი დაავადება
• ტრავმა, ფრენა დიდ მანძილზე მგზავრობა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით.
• ამ დროს ხდება სისხლის შეგუბება ქვედა კიდურების ვენებში.
• ქირურგიული ჩარევა
• ავთვისებიანი სიმსივნე,
• შაქრიანი დიაბეტი
• ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია
• კონტრაცეპტივების გამოყენება
• ექსტრაკორპორალური განაყოფიერება
როგორ დიაგნოსტირდება თრომბოფილია?
თრომბოფილია დიაგნოსტირდება სისხლის ანალიზით. ამ ტესტებს შეუძლიათ განსაზღვრონ მდგომარეობა, მაგრამ შეიძლება ყოველთვის არ მოხდეს მიზეზის დადგენა
თრომბოფილიაზე გენეტიკური ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ კვალიფიციური გენეტიკური კონსულტანტის ხელმძღვანელობით.
• პაციენტის ანამნეზი.
• ფიზიკური გამოკვლევა.
• სისხლის ანალიზები.
თრომბოფილიის პჯრ კვლევა შემდეგ ტესტებს შეიძლება მოიცავდეს:
• ფაქტორი V ლეიდენის მუტაცია
• კოაგულაციის ფაქტორი II
• MTHFR გენის მუტაცია
• პროთრომბინის (ფაქტორი II ) მუტაცია
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
ტესტის ასაღებად საჭიროა : ვენური სისხლი.
მოცემულ პროფილში შედის შემდეგი ტესტები:
აქციის ფარგლებში „გენეტიკური თრომბოფილიის პროფილის“ ფასია 754 ლარი, ნაცვლად 837 ლარისა.
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
48 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, დუშეთი, ქარელი, ახალი გუდაური.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2023 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 47 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2023 © სინევო. ყველა უფლება დაცულია