ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

განავლის საერთო ანალიზი

ცნობილი როგორც:general analysis of feces
SKU: 722

Original price was: ₾25.00.Current price is: ₾22.50.

საკვლევი მასალა: განავალი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

განავლის საერთო ანალიზი წარმოადგენს განავლის ფიზიკურ, ქიმიურ და მიკროსკოპულ გამოკვლევას.

განავალი არის საბოლოო პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება საკვების დაშლის რთული ბიოქიმიური პროცესების შედეგად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების (GIT) დიაგნოსტიკისა  და თერაპიის ეფექტურობის მონიტორინგისათვის მნიშვნელოვანია ნაწლავის მოძრაობის და შედეგად მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილის შიგთავსის (განავლის) გამოყოფის შეფასება.

განავლის შესწავლით შესაძლებელია კუჭის მჟავაწარმომქმნელი და ფერმენტული ფუნქციის, პანკრეასის ფერმენტული ფუნქციის, ღვიძლის დისფუნქციის, კუჭიდან და ნაწლავებიდან დაჩქარებული ევაკუაციის შეფასება; მალაბსორბციის დიაგნოსტიკა თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავში; კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთებითი პროცესის, დისბაქტერიოზის, წყლულოვანი, ალერგიული, სპასტიური კოლიტის დიაგნოსტიკა.

განავლის ფერი ძირითადად განპირობებულია პიგმენტი სტერკობილინით. ფერის შეცვლა მრავალი დაავადების მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მახასიათებელია. განავალში არსებული პათოლოგიური მინარევებიდან, შეიძლება გამოვლინდეს ლორწო, სისხლი, ჩირქი, ასევე ჰელმინთები, მათი კვერცხები ან პროტოზოები და ცისტები.

მიკროსკოპული გამოკვლევით განისაზღვრება განავლის ძირითადი ელემენტები: კუნთოვანი ბოჭკოები, მცენარეული ბოჭკოები, ნეიტრალური ცხიმი, ცხიმოვანი მჟავები და მათი მარილები, ლეიკოციტები, ერითროციტები, ნაწლავის ეპითელური უჯრედები, ავთვისებიანი ნეოპლაზმების უჯრედები, აგრეთვე ლორწო, სოკო, პროტოზოა და ჰელმინთის კვერცხები.

განავლის საერთო ანალიზის დროს განისაზღვრება შემდეგი პარამეტრები (ნორმა):

მაკროსკოპული გამოკვლევა

  • ფორმა – გაფორმებული, ცილინდრული მასა;
  • კონსისტენცია – რბილი;
  • ფერი – მოყავისფრო;
  • სუნი;
  • რეაქცია – ნეიტრალური;
  • სისხლი და ლორწო – არ აღინიშნება;
  • პარაზიტები – არ აღინიშნება;

მიკროსკოპული გამოკვლევა

  • შემაერთებელი ქსოვილი – არ აღინიშნება;
  • მოუნელებელი კუნთოვანი ბოჭკოები – არ აღინიშნება (ან გვხვდება ცალკეული მონელებული ბოჭკოები, რომელთაც დაკარგული აქვთ ზოლიანობა)
  • სახამებელი – არ აღინიშნება;
  • მცენარეული უჯრედისი მონელებული/მოუნელებელი – გვხვდება მცირე რაოდენობით;
  • ეპითელური უჯრედები – არ აღინიშნება;
  • ნეიტრალური ცხიმი – არ აღინიშნება (1 წლამდე ასაკის ბავშვებში მცირე რაოდენობით);
  • ცხიმოვანი მჟავები – არ აღინიშნება;
  • ლეიკოციტები – არ აღინიშნება ან ერთეული რაოდენობით;
  • ერითროციტები – არ აღინიშნება;
  • პროტოზოა – არ აღინიშნება;
  • საფუარა სოკო – არ აღინიშნება;
  • ჰელმინთის კვერცხები – არ აღინიშნება;

როდის ჩავიტაროთ განავლის საერთო ანალიზი?

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა;
  • მკურნალობის შედეგების შეფასება.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის/მასალის შეგროვების წესი

ფარულ სისხლდენაზე გამოკვლევისთვის განავლის შეგროვებამდე, აუცილებელია რაციონიდან გამორიცხოთ ხორცი, ღვიძლი და რკინის შემცველი ყველა პროდუქტი ტესტირებამდე სამი დღით ადრე და შეწყვიტოთ მედიკამენტების მიღება (რკინის შემცველი, ასკორბინის მჟავა, ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები).

კვლევისთვის განავლის შეგროვების წესები

  • კვლევისთვის განავლის შეგროვებამდე, ჯერ უნდა შეიძინოთ სპეციალური კონტეინერი.
  • განავლის შეგროვებამდე უნდა მოშარდოთ (გამორიცხოთ შარდის შეღწევის შესაძლებლობა განავალში). კვლევისთვის, განავალი არ უნდა შეიცავდეს მინარევებს, როგორიცაა შარდი.
  • განავალი უნდა შეგროვდეს სპეციალურად მომზადებულ ჭურჭელში თვითდეფეკაციით.
  • ნიმუშების აღება ხდება ფეკალური მასის შუა ნაწილიდან კოვზით, რომელიც მოთავსებულია სპეციალურ ჭურჭელში ფეკალური მასალის შესაგროვებლად. ანალიზისთვის საკმარისია ჭურჭლის მოცულობის 1/3 ან 10-15გ. განავალი.
  • კონტეინერი უნდა იყოს მჭიდროდ დახურული, მოთავსდეს სუფთა ჩანთაში და მიეწოდოს ლაბორატორიულ ცენტრს.
  • დაუშვებელია კლიზმის, სუპოზიტორების, აბუსალათინის ან ვაზელინის ზეთის გამოყენების შემდეგ მიღებული განავლის მიწოდება ლაბორატორიისთვის, გამოსაკვლევად.
  • თუ საჭიროა განავლის საერთო ანალიზისა და ჭიის კვერცხებზე მისი გამოკვლევის ერთდროულად ჩატარება, შესაძლებელია მასალის ერთ კონტეინერში მოთავსება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

განავლის ფერი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია კვების რეჟიმზე. ნორმაში ის მოყავისფროა. პათლოგიების დროს:

  • უფერული, თიხისფერი ან ჩირქოვანი განავალი – სანაღვლე გზების ობსტრუქციის დროს (ობსტრუქციული სიყვითლე);
  • შავი განავალი (მელენა) – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან 100 მლ-ზე მეტი სისხლის დაკარგვის დროს; რკინით ან ბისმუთით მკურნალობისას.
  • წითელი ფერი ყველაზე ხშირად გამოწვეულია უცვლელი სისხლის შერევით მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენის დროს.

ლორწო – დამახასიათებელია ანთებითი პროცესებისთვის (დიზენტერია, წყლულოვანი კოლიტი).

ლეიკოციტები ძირითადად შეინიშნება ბაქტერიული ინფექციების დროს. ისინი არ შეინიშნება ვირუსებითა და პარაზიტებით გამოწვეული დიარეის დროს.

ერითროციტები შეიძლება აღინიშნოს ანთებითი პროცესების, ენტერიტების, ამებიაზის, წყლულოვანი კოლიტის, მსხვილი ნაწლავის დაზიანებისა და სიმსივნეების დროს.

ნახევრად მონელებული კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებიმათი დიდი რაოდენობა (კრეატორეა) მიუთითებს პანკრეასის უკმარისობაზე ან კუჭის სეკრეტორული ფუნქციის დაქვეითებაზე.

მოუნელებელი ბოჭკო და სახამებელი (ამილორეა) – დამახასიათებელია წვრილი ნაწლავის დაავადებებისათვის.

განავალში ნეიტრალური ცხიმის გამოვლენა (სტეატორეა) – მიუთითებს პანკრეასის არასაკმარის ლიპოლიზურ ფუნქციაზე; ნეიტრალური ცხიმი და ცხიმოვანი მჟავები დამახასიათებელია ნაღვლის სეკრეციის დარღვევისთვის.

 

 

 

 

 

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/analiz-kala/koprogramma.html

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6776453/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button