ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები

ცნობილი როგორც:თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები
SKU: 1420

75.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები

 

(Free Fatty Acids, FFA) არის ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ცირკულირებს სისხლში ალბუმინთან შეკავშირებული ფორმით. ისინი წარმოიქმნება ცხიმოვანი ქსოვილიდან (ლიპოლიზის შედეგად) და ორგანიზმისთვის წარმოადგენენ ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს.

 

კვლევა გამოიყენება მეტაბოლური სტატუსის შესაფასებლად:

  • ენდოკრინოპათიების (სიმსუქნე, გაცხიმოვნება, მეტაბოლური სინდრომი) მქონე პაციენტებში
  • შაქრიანი დიაბეტის მონიტორინგის პროცესში
  • თერაპიული მეთოდების ეფექტურობის შესაფასებლად
  • კარდიოვასკულური რისკების შესაფასებლად

თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციის მატება შრატში ახასიათებს:

  • კარდიოვასკულურ დაავადებებს
  • მეტაბოლურ სინდრომს
  • სიმსუქნეს
  • ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს

კვლევის მაჩვენებლის მატება კავშირშია ინსულინრეზისტენტობასა და სისხლძარღვების ენდოთელიუმის (შიგნითა ამომფენი შრის) ანთებით პროცესებთან.

საკვლევი მასალა:ვენური სისხლი (შრატი)

პაციენტის მომზადება:კვლევა ტარდება უზმოდ (ბოლო კვებიდან 12-14 საათიანი შუალედით. მასალის აღებამდე  24 საათის განმავლობაში აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. ჰეპარინით მკურნალობის დროს კვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებული.

პაციენტებს, რომლებიც  მკურნალობენ ჰეპარინით, აღენიშნებათ თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციის ცრუ მატება (ჰეპარინი იწვევს  ფერმენტ  ლიპოპროტეინ-ლიპაზას გააქტივებას, რომელიც ასტიმულირებს  ტრიგლიცერიდებიდან და შრატის ლიპოპროტეინებიდან თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების გამოთავისუფლებას).

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • მეტაბოლური სინდრომი → ინსულინის რეზისტენტობის შეფასება
  • სიმსუქნე → მაღალი FFA ასოცირდება ჭარბი წონისა და დიაბეტის რისკთან
  • ტიპი 2 დიაბეტი → ინსულინის ეფექტურობის კონტროლი
  • გულის-სისხლძარღვთა დაავადებები → მაღალი დონე ზრდის ათეროსკლეროზის რისკს
  • შიმშილი ან ფიზიკური დატვირთვა → ენერგიის წყაროს შეფასება

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • დაბალი დონე → ნორმალური მეტაბოლიზმი, საკმარისი ინსულინის მოქმედება
  • მაღალი დონე → ინსულინის რეზისტენტობა, სიმსუქნე, ტიპი 2 დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი
  • მძიმე შემთხვევებში → მაღალი FFA ხელს უწყობს ღვიძლის ცხიმოვან დეგენერაციას და გულის დაავადებებს

საცნობარო მნიშვნელობები

ტესტი  მნიშვნელოვანი ბიომარკერია, რომელიც ასახავს ლიპიდური მეტაბოლიზმის მდგომარეობას, ინსულინის რეზისტენტობას და მეტაბოლური სინდრომის რისკს.

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button