ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

თავისუფალი ესტრიოლი E3

ცნობილი როგორც:Free estriol E3
SKU: 2004

Original price was: ₾53.00.Current price is: ₾47.70.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1***
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

**** ტესტი კეთდება კვირაში ერთხელ  – სამშაბათს

ესტრიოლი (E3) არის ორსული ქალის სისხლში და შარდში არსებული ესტროგენი. მოცირკულირე ესტრიოლი (90%) წარმოიქმნება პლაცენტაში DHEA-სგან (დეჰიდროეპიანდროსტერონი), რომელიც ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლებში სინთეზირდება და ნაყოფის ღვიძლისა და პლაცენტის საშუალებით ესტრიოლად გარდაიქმნება.

შესაბამისად, ესტრიოლის დონე წარმოადგენს მარკერს ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიისა (შედის მეორე ტრიმესტრის ბიოქიმიური ტესტების კომპლექსში AFP და β-hCG-თან ერთად), და ნაყოფისა და ფეტოპლაცენტური კომპლექსის მდგომარეობის შესაფასებლად. (პლაცენტური ლაქტოგენის დონესთან ერთად).

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

პრენატალური ბიოქიმიური სკრინინგი – ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიის მარკერი (II ტრიმესტრი).

ნაყოფისა და ფეტოპლაცენტარული კომპლექსის მდგომარეობის შესაფასებელი მარკერი:

  • ყველა ორსულ ქალს უტარდება პრენატალური სკრინინგი ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიის შესაძლო არსებობის დასადგენად. ორსულობის მეორე ტრიმესტრში ნერვული მილის დეფექტების გათვალისწინებით, სხვა ტესტებთან ერთად (AFP, hCG). ეს ტესტი გამოიყენება, როგორც მეორე ტრიმესტრის ბიოქიმიური სკრინინგის ნაწილი. გამოკვლევის ოპტიმალური პერიოდია 16 – 18 კვირა;
  • ულტრაბგერითი მონაცემები პლაცენტის შესაძლო პათოლოგიაზე, ნაყოფის განვითარების პათოლოგიაზე და ფეტოპლაცენტური კომპლექსის სტატუსის შესაფასებლად (ჰორმონის დონის დინამიკის შეფასება პლაცენტური ლაქტოგენის დონესთან კომბინაციაში);
  • ფეტოპლაცენტარული კომპლექსის სტატუსის მონიტორინგი დედის ექსტრაგენიტალური პათოლოგიის არსებობისას: დიაბეტი, პრეეკლამფსია, რეზუსკონფლიქტი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დონის მომატება:

  • მრავალნაყოფიანი ორსულობა;
  • დიდი ნაყოფი;
  • ფეტოპლაცენტური უკმარისობის საწყისი ეტაპი;
  • ღვიძლის დაავადება (ესტრიოლის შემცირებული კონიუგაცია)

დონის კლება:

  • დაუნის სინდრომი, ედვარდსის სინდრომი;
  • ნაყოფის ანენცეფალია;
  • პროგრესირებადი ფეტოპლაცენტური უკმარისობა
  • ორსულობის შეწყვეტის ან ნაადრევი მშობიარობის საფრთხე;
  • დაგვიანებული მშობიარობა;
  • ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოპლაზია;
  • საშვილოსნოსშიდა ინფექცია;
  • ორსულის მიერ გლუკოკორტიკოიდების და ანტიბიოტიკების მიღება.

გამოხატული ვარდნა (0.01 MoM-ზე ნაკლები):

  • პლაცენტარული სულფატაზას დეფიციტი X- დაკავშირებული იქტიოზის დროს;
  • სმიტ-ლემპლი-ოპიცის სინდრომი (სასქესო ჰორმონების სინთეზის დარღვევები);
  • ნაყოფის სიკვდილი.

პროდუქტის აღწერა

მოცირკულირე ესტრიოლი ძირითადად წარმოდგენილია კონიუგირებული ფორმით, რომელიც გამოიყოფა შარდით, ამასთან თავისუფალი ესტრიოლი (არაკონიუგირებული) შეადგენს მთლიანის დაახლოებით 9%-ს. ნაყოფის ნორმალური განვითარების პირობებში, ესტრიოლის წარმოება თანდათან მატულობს, მაქსიმუმს მიაღწევს გესტაციის (ორსულობის) 36 კვირაზე, თუმცა, აღინიშნება დონის მნიშვნელოვანი ინდივიდუალური რყევები, ამიტომ რეკომენდებულია ყურადღება გამახვილდეს არა ჰორმონის ერთჯერად განსაზღვრაზე, არამედ ჰორმონის დონის შეფასების დინამიკაზე (ჰორმონის დონის მატების არსებობა).

ესტრიოლის დაბალი დონე, დაქვეითების დინამიკა ან დონის მკვეთრი ვარდნა ასახავს ნაყოფის პათოლოგიის არსებობას (ქრომოსომული პათოლოგია, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხება, ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია) ან ფეტოპლაცენტური კომპლექსის დარღვევები (მოსალოდნელი აბორტის საშიშროება).

ორსულობის მეორე ტრიმესტრში არაკონიუგირებული ესტრიოლის (E3), ქორიონული გონადოტროპინის (hCG) და ალფა-ფეტოპროტეინის (AFP) კომბინირებული განსაზღვრა წარმოადგენს კვლევას, რომელიც ცნობილია როგორც “სამმაგი ტესტი”. დედის კლინიკურ მონაცემებთან და სხვა გამოკვლევების მონაცემებთან ერთად, იგი გამოიყენება როგორც სკრინინგის კვლევა ნაყოფში ქრომოსომული პათოლოგიის არსებობის რისკის შესაფასებლად და შედის ბიოქიმიური მარკერების კომპლექსში.

ტესტი უნდა ჩატარდეს უზმოზე (ცარიელ კუჭზე). პაციენტემა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი ან ულტრაბგერით განსაზღვრული გესტაციური (ორსულობის) ასაკი.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button