ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ForeSENTIA პლუსი – სოლიდური სიმსივნეების პანელი (222 გენი)

ცნობილი როგორც:ForeSENTIA პლუსი – სოლიდური სიმსივნეების პანელი (222 გენი)
SKU: GEN-ForeS002MG

₾3,305.00

საკვლევი მასალა: სიმსივნური ქსოვილის პარაფინის ბლოკი/ ბლოკის სექცია
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 20
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

კვლევისთვის ნიმუშის აღება მოხდება:

  • რეგიონებში: კვირის ნებისმიერ დღეს
  • თბილისში: კვირის ნებისმიერ დღეს, პარასკევს 12:00 საათის ჩათვლით

ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება პარასკევს, დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუშები  ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს პარასკევს 12:00-მდე

აღებული ნიმუში იგზავნება და კვლევა ტარდება ლაბორატორია MEDICOVER Genetics–ისსაერთაშორისო აკრედიტაციის მქონე გენეტიკურ ლაბორატორიაში.

ტესტის პასუხები ხელმისაწვდომია ნიმუშის აღებიდან 20 სამუშაო დღეში. პასუხი გადაიგზავნება ექიმისა ან/და პაციენტის ელ. ფოსტაზე. ასევე  შესაძლებელია მიღება ადგილზე ლაბორატორიულ ცენტრში.

 

ForeSENTIA პლუსი – სოლიდური სიმსივნეების პანელი (222 გენი)

ForeSENTIA პლუსი — სოლიდური სიმსივნეების მოლეკულურ-გენეტიკური პროფილირების პანელი (222 გენი) ტარდება ონკოლოგიური დაავადების დროს, როდესაც საჭიროა ბიოფსიით არებული სიმსივნური ქსოვილის გენეტიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა და მკურნალობის შესაძლო სტრატეგიების განსაზღვრა.

კვლევა წარმოადგენს  სიმსივნურ ქსოვილში შეძენილი (სომატური) ცვლილებების განსაზღვრის და არა მემკვიდრეობითი კიბოს რისკის განსაზღვრის ტესტს. კვლევისთვის გამოიყენება ბიოფსიის ან ოპერაციის შედეგად მიღებული FFPE სიმსივნური ქსოვილი.

კვლევა არ წარმოადგენს კიბოს დიაგნოსტიკის ან სკრინინგის მეთოდს. იგი ტარდება უკვე დადასტურებული სოლიდური სიმსივნის მოლეკულურ-გენეტიკური პროფილირების მიზნით. საბოლოო გადაწყვეტილებას კვლევის ჩატარების შესახებ იღებს მკურნალი ონკოლოგი.

საკვლევი მასალა: კვლევისთვის გამოიყენება ბიოფსიის ან ოპერაციის შედეგად მიღებული სიმსივნური ქსოვილის პარაფინის ბლოკები (FFPE) ან პარაფინის ბლოკის  მზა ანათალები

ForeSENTIA პლუსი  სოლიდური სიმსივნეების პანელი –  სიმსივნის მოლეკულურ-გენეტიკური პროფილირების კვლევაა, რომელიც აფასებს 222 გენში არსებულ ერთნუკლეოტიდურ ვარიანტებს (SNV), ინსერციებსა და დელეციებს (INDEL), ასლების რაოდენობის ცვლილებებს (CNV) და გენეტიკურ რეარანჟირებებს. კვლევა ხელს უწყობს სოლიდურ სიმსივნეებთან დაკავშირებული გენეტიკური ცვლილებების გამოვლენას, რომლებიც შესაძლოა მონაწილეობდეს სიმსივნის განვითარებაში ან მკურნალობისადმი რეზისტენტობის ჩამოყალიბებაში.

სიმსივნის ტიპისა და გამოვლენილი გენეტიკური ცვლილებების მიხედვით, კვლევის შედეგები შეიძლება დაეხმაროს მკურნალობის შესაძლო ვარიანტების შეფასებას, მათ შორის FDA-ისა და EMA-ის მიერ დამტკიცებული პრეპარატებისა და შესაბამისი კლინიკური კვლევების შერჩევას.

მიკროსატელიტური არასტაბილურობა (MSI)

პანელი ასევე მოიცავს მიკროსატელიტური არასტაბილურობის (MSI) შეფასებას, რომელიც იმუნოთერაპიის შერჩევისთვის მნიშვნელოვანი ბიომარკერია. სიმსივნის ტიპის მიხედვით, MSI-H (მაღალი მიკროსატელიტური არასტაბილურობის) მქონე პაციენტებისთვის შესაძლოა განიხილებოდეს FDA-ისა და EMA-ის მიერ დამტკიცებული იმუნოთერაპიული პრეპარატების გამოყენება, მათ შორის პემბროლიზუმაბის.

სიმსივნის მუტაციური დატვირთვა (TMB)

პანელი ასევე განსაზღვრავს სიმსივნის მუტაციურ დატვირთვას (TMB — Tumour Mutational Burden), რომელიც ასახავს სიმსივნის გენომში არსებული მუტაციების რაოდენობას და შესაძლოა დამატებით ინფორმაციას იძლეოდეს დაავადების პროგნოზის შესახებ სოლიდური სიმსივნეების სხვადასხვა ტიპის შემთხვევაში.

კვლევების მიხედვით, TMB-H (მაღალი მუტაციური დატვირთვის) მქონე სიმსივნეების დროს შესაძლოა განხილული იყოს იმუნოთერაპიის გამოყენება სიმსივნის წარმოშობის ადგილის მიუხედავად. მაღალი TMB-ის სტატუსი იმუნოთერაპიით მკურნალობისას გადარჩენის გაუმჯობესებასთან ასოცირდებოდა სიმსივნეების სხვადასხვა ტიპის შემთხვევაში, მათ შორის ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC), თავისა და კისრის სიმსივნეების, მელანომისა და კოლორექტული კიბოს დროს.

TMB განიხილება, როგორც სიმსივნის წარმოშობის ადგილისგან დამოუკიდებელი (tumour-agnostic) ბიომარკერი. გარკვეულ კლინიკურ პირობებში, FDA-ის მიერ დამტკიცებული იმუნოთერაპიული პრეპარატი პემბროლიზუმაბი შეიძლება გამოყენებულ იქნას TMB-H სტატუსის მქონე სოლიდური სიმსივნეების სამკურნალოდ, სიმსივნის წარმოშობის ადგილის მიუხედავად. მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი კლინიკური ჩვენებებისა და მოქმედი რეგულატორული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • სოლიდური სიმსივნის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ — სიმსივნის მოლეკულურ-გენეტიკური პროფილის შესასწავლად
  • მკურნალობის დაწყებამდე — მიზნობრივი თერაპიისა და სხვა შესაძლო სამკურნალო მიდგომების შერჩევისთვის

  • სტანდარტული მკურნალობა არაეფექტურობისას — მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტების შესარჩევად

  • დაავადების პროგრესირების ან რეციდივის დროს — სიმსივნის მოლეკულური მახასიათებლების შესაფასებლად და შემდგომი მკურნალობის დასაგეგმად

  • მკურნალობის სტანდარტული შესაძლებლობების უეფექტობისას — დამატებითი თერაპიული ვარიანტების გამოსავლენად

  • მიზნობრივი თერაპიის შესაბამისობის შეფასებისთვის — სიმსივნეში არსებული პოტენციურად სამიზნე გენეტიკური ცვლილებების გამოსავლენად

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ForeSENTIA პლუსი – სოლიდური სიმსივნეების პანელი იკვლევს 222 გენს:

ABL1, ABL2, AKT1, AKT2, ALK, ANKRD26, APC, AR, ARAF, ASXL1, ATM, ATRX, B2M, BAP1, BARD1, BCL2, BCL6, BCOR, BCORL1, BCR, BMPR1A, BRAF, BRCA1, BRCA2, BRIP1, CALR, CBFB, CBL, CBLB, CBLC, CCND1, CCND2, CCND3, CCNE1, CD274, CD74, CDC25C, CDH1, CDK12, CDK4, CDK6, CDKN2A, CEBPA, CHEK2, CIC, CSF1R, CSF3R, CTLA4, CTNNB1, CUX1, CXCR4, DCK, DDR2, DDX41, DEK, DHX15, DICER1, DNMT3A, DUSP22, EGFR, EIF1AX, EPCAM, ERBB2, ERBB3, ERBB4, ERCC4, ERG, ESR1, ETNK1, ETV1, ETV4, ETV6, EWSR1, EZH2, FANCA, FBXW7, FGF13, FGF19, FGF2, FGF3, FGFR1, FGFR2, FGFR3, FGFR4, FLT1, FLT3, FLT4, FOXA1, FOXL2, FOXO1, FRS2, FUBP1, GATA1, GATA2, GATA3, GNA11, GNAQ, GNAS, H3F3A, HDAC2, HOXB13, HRAS, IDH1, IDH2, IKZF1, IL3, INHA, INSRR, IRF4, JAK1, JAK2, JAK3, KDM6A, KDR, KEAP1, KIT, KMT2A, KMT2C, KMT2D, KRAS, LUC7L2, MALT1, MAP2K1, MAP2K2, MAP3K1, MDM2, MECOM, MET, MITF, MLH1, MLLT3, MPL, MRE11, MSH2, MSH6, MTOR, MUTYH, MYC, MYCN, MYD88, MYH11, MYOD1, NBN, NCOA3, NF1, NF2, NFE2L2, NOTCH1, NPM1, NRAS, NRG1, NTRK1, NTRK2, NTRK3, NUP214, NUTM1, PALB2, PARP1, PBX1, PDCD1, PDCD1LG2, PDGFRA, PDGFRB, PGR, PHF6, PIK3CA, PIK3CB, PIK3R1, PML, PMS2, POLD1, POLE, PPM1D, PPP2R1A, PTCH1, PTEN, PTPN11, RAD21, RAD51C, RAD51D, RAF1, RARA, RB1, RBBP6, RET, RNF43, ROS1, RPS14, RUNX1, RUNX1T1, SETBP1, SF3B1, SH2B3, SLC29A1, SMAD4, SMARCA4, SMARCB1, SMC1A, SMC3, SMO, SOX10, SPOP, SRSF2, STAG2, STAT3, STAT5B, STK11, SUZ12, TCF3, TCL1A, TERT, TET2, TMPRSS2, TP53, TSC1, TSC2, U2AF1, VEGFA, VHL, WT1, XPO1, ZRSR2.

საცნობარო მნიშვნელობები

ნიმუშის აღების  ინსტრუქცია

ForeSENTIA-ს ნიმუშის შეგროვებისა და ტრანსპორტირების ნაკრები განკუთვნილია კიბოს მოლეკულური პროფილირებისთვის საჭირო ნიმუშების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის.

 

ნაკრებში შემავალი მასალები:

  • ორი (2) სინჯარა ბიოფსიური ქსოვილის ანათლებისთვის

  • ერთი (1) ჰერმეტულად დასახური პაკეტი ბიოლოგიურად საშიში ნიმუშებისთვის

  • ერთი (1) გელის პაკეტი

  • ერთი (1) ვერცხლისფერი ფოლგის დამცავი, ბუშტუკოვანი შეფუთვა

  • ერთი (1) უსაფრთხოების დალუქვის სტიკერი

თანდართული დოკუმენტაცია:

  • ერთი (1) შტრიხკოდების ბარათი (3 შტრიხკოდის ეტიკეტით)

    ნიმუშის საინფორმაციო ფორმა (SIF )

  • პაციენტის ინფორმირებული თანხმობის ფორმა

ნიმუშის აღების ინსტრუქცია

ლაბორატორიაში წარმოდგენილი ინდა იყოს  ბიოფსიური ქსოვილის პარაფინის ბლოკები ან ბლოკების მზა ანათლები. ლაბორატორიულ ცენტრებში ანათლების მომზადება არ ხორციელდება!

  1. FFPE ქსოვილის პარაფინის ბლოკიდან ანათლების მომზადება და მათი ნაკრების ორ სინჯარაში განთავსება უნდა უზრუნველყოს კლინიკამ ან  სპეციალისტმა, მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად. საჭიროა 10 ანათლის მომზადება, თითოეული 10 მკმ სისქის, და მათი თანაბრად განაწილება ორ სინჯარაში (თითოეულში 5 ანათალი)
  2. ორივე სინჯარაზე ეკვრება შტრიხკოდის ეტიკეტები (თანდართულ დოკუმენტაციაში არსებულ შტრიხკოდის ბარათზეა 3 ეტიკეტი განთავსებული)
  3. ნიმუშები უნდა განთავსდეს ბიოლოგიური საფრთხის აღმნიშვნელი ეტიკეტით მონიშნულ პაკეტში და ჰერმეტულად დაილუქოს
  4. ნიმუშზე უნდა მოთავსდეს გელის პაკეტი
  5. შეფუთული ნიმუშები მთლიანად უნდა განთავსდეს ვერცხლისფერ დამცავ პაკეტში და ჰერმეტულად დაილუქოს
  6. დალუქული პაკეტი და სრულად შევსებული SIF ფორმა  უნდა განთავსდეს სატრანსპორტო ყუთში
  7. სატრანსპორტო ყუთი უნდა დალუქოს მოწოდებული უსაფრთხოების სტიკერით
  8. ნაკრების ტრანსპორტირება შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

https://medicover-genetics.com/our-services/diagnostic-solutions/oncology/tumour-profiling/foresentia-tumor-profile

ESMO recommends MSI testing via NGS in different types of cancers including colorectal, endometrial, gastric-oesophageal, ovarian, glioblastoma, pancreatic, NSCLC, and melanoma among others (Luchini et al., 2019).

Testing simultaneously for MSI and TMB via NGS can be an essential tool for identifying patients eligible for immunotherapy (Luchini et al., 2019).

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 290 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button