
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾3,255.00
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება პარასკევს, დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუშები ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს პარასკევს 12:00-მდე
აღებული ნიმუში იგზავნება და კვლევა ტარდება ლაბორატორია MEDICOVER Genetics–ისსაერთაშორისო აკრედიტაციის მქონე გენეტიკურ ლაბორატორიაში.
ტესტის პასუხები ხელმისაწვდომია ნიმუშის აღებიდან 20 სამუშაო დღეში. პასუხი გადაიგზავნება ექიმისა ან/და პაციენტის ელ. ფოსტაზე. ასევე შესაძლებელია მიღება ადგილზე ლაბორატორიულ ცენტრში.
ForeSENTIA Breast/Gynaecological არის სიმსივნის მოლეკულურ-გენეტიკური პროფილირების პანელი, რომელიც აფასებს 48 გენში არსებულ ერთნუკლეოტიდურ ვარიანტებს (SNV), ჩასმებსა და დელეციებს (INDEL), ასლების რაოდენობის ცვლილებებს (CNV) და გენეტიკურ გადაწყობებს. ეს გენეტიკური ცვლილებები ხშირად გვხვდება სარძევე ჯირკვლის, საკვერცხისა და სხვა გინეკოლოგიური სიმსივნეების დროს.
გინეკოლოგიური სიმსივნეების განვითარებას სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება უწყობდეს ხელს, მათ შორის მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა, ასაკის მატება და გარემო ფაქტორები. სიმსივნის პროგრესირებასთან დაკავშირებული გენეტიკური ცვლილებების გამოვლენა ხელს უწყობს მკურნალობის შესაბამისი მეთოდის შერჩევასა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სტრატეგიის ხელახალ შეფასებას. სიმსივნის ტიპისა და გამოვლენილი მუტაციების მიხედვით, შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს FDA-ისა და EMA-ის მიერ დამტკიცებული სხვადასხვა თერაპიული საშუალება.
მიკროსატელიტური არასტაბილურობა (MSI)
პანელში მიკროსატელიტური არასტაბილურობის (MSI) შეფასების ჩართვა შესაძლებელია სურვილისამებრ. MSI-H (მაღალი მიკროსატელიტური არასტაბილურობის) მქონე პაციენტებში, შესაბამისი კლინიკური ჩვენებების არსებობისას, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს FDA-ის მიერ დამტკიცებული იმუნოთერაპიული პრეპარატი პემბროლიზუმაბი. პემბროლიზუმაბი EMA-ის მიერ ასევე დამტკიცებულია ენდომეტრიუმის კიბოს გარკვეული შემთხვევების სამკურნალოდ. მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება სიმსივნის ტიპის, კვლევის შედეგებისა და მოქმედი კლინიკური ჩვენებების გათვალისწინებით.
საკვლევი მასალა: კვლევისთვის გამოიყენება ბიოფსიის ან ოპერაციის შედეგად მიღებული სიმსივნური ქსოვილის პარაფინის ბლოკები (FFPE) ან პარაფინის ბლოკის მზა ანათალები
კვლევა შესაძლოა რეკომენდებული იყოს:
ძუძუს ან გინეკოლოგიური ორგანოების სოლიდური სიმსივნის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ
სიმსივნის მოლეკულური პროფილის შესაფასებლად და მასში არსებული გენეტიკური ცვლილებების გამოსავლენად
მიზნობრივი თერაპიის შესაძლო ვარიანტების შესარჩევად
დაავადების მკურნალობის დაგეგმვისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტანდარტული მკურნალობის ვარიანტები შეზღუდულია ან მათი ეფექტიანობა არასაკმარისია
ეს კვლევა არ გამოიყენება სიმსივნის პირველადი დიაგნოსტიკის ან მემკვიდრეობითი გენეტიკური რისკის შესაფასებლად. მისი მიზანია სიმსივნის ქსოვილის მოლეკულური პროფილის განსაზღვრა.
ForeSENTIA ძუძუსა და გინეკოლოგიური სოლიდური სიმსივნის პანელი იკვლევს 48 გენს
AKT1, ATM, BARD1, BRAF, BRCA1, BRCA2, BRIP1, CHEK2, CTNNB1, DICER1, EGFR, ERBB2, ERBB3, ESR1, FBXW7, FGFR1, FGFR2, FGFR3, FOXA1, FOXL2, GATA3, KIT, KRAS, MAP3K1, MET, MLH1, MRE11, MSH2, MSH6, MTOR, NBN, NRAS, NTRK1, NTRK2, NTRK3, PALB2, PIK3CA, PIK3CB, PMS2, POLE, PTEN, RAD51C, RAD51D, RAF1, RET, RUNX1, SMAD4, TP53
ForeSENTIA-ს ნიმუშის შეგროვებისა და ტრანსპორტირების ნაკრები განკუთვნილია კიბოს მოლეკულური პროფილირებისთვის საჭირო ნიმუშების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის.
ნაკრებში შემავალი მასალები:
ორი (2) სინჯარა ბიოფსიური ქსოვილის ანათლებისთვის
ერთი (1) ჰერმეტულად დასახური პაკეტი ბიოლოგიურად საშიში ნიმუშებისთვის
ერთი (1) გელის პაკეტი
ერთი (1) ვერცხლისფერი ფოლგის დამცავი, ბუშტუკოვანი შეფუთვა
ერთი (1) უსაფრთხოების დალუქვის სტიკერი
თანდართული დოკუმენტაცია:
ერთი (1) შტრიხკოდების ბარათი (3 შტრიხკოდის ეტიკეტით)
ნიმუშის საინფორმაციო ფორმა (SIF )
პაციენტის ინფორმირებული თანხმობის ფორმა
ლაბორატორიაში წარმოდგენილი ინდა იყოს ბიოფსიური ქსოვილის პარაფინის ბლოკების მზა ანათლები. ლაბორატორიულ ცენტრებში ანათლების მომზადება არ ხორციელდება!
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
