
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾118.00
ტესტი გამოიყენება ორსულობის დროს ნაადრევი მშობიარობის რისკის შესაფასებლად. მისი მიზანია გამოვლინდეს ფეტალური ფიბრონექტინი (fFN) — ცილა, რომელიც ამაგრებს ამნიონურ გარსს საშვილოსნოს კედელზე.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
ფეტალური ფიბრონექტინის (fFN) ტესტისთვის მომზადება მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი ფაქტორი გავლენას ახდენს კვლევის შედეგზე. ტესტის დაგეგმვისას რეკომენდებულია ბოლო 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი საშოსშიდა პროცედურის (სამკურნალო თუ ჰიგიენური) რუტინული გინეკოლოგიური გასინჯვის, ტრანსვაგინალური ექოსკოპიის, სქესობრივი კავშირის შეზღუდვა.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
ფეტალური ფიბრონექტინის (fFN) ტესტი ორსულობის დროს ტარდება ძირითადად მაშინ, როცა არსებობს ნაადრევი მშობიარობის შესაძლებლობა. ნაადრევ მშობიარობაზე მიუთითებს ისეთი სიმპტომების არსებობა, როგორიცაა: საშვილოსნოს შეკუმშვები, მუცლის ტკივილი ან სპაზმები, წელის ყრუ ტკივილი, სისხლიანი გამონადენი, საშვილოსნოს ყელის გახსნის ნიშნები, მენჯის ტკივილი, არტერიული ჰიპერტენზია, სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა
ტესტი ტარდება ასევე მარალი რისკის ორსულებში, მიუხედავად ნაადრევი მშობიარობის სიმპტომების არარსებობისა. მაღალი რისკის ორსულებს განეკუთვნებიან:
ქალები ნაადრევი მშობიარობის ისტორიით, საშვილოსნოს ან საშვილოსნოს ყელის გარკვეული ქირურგიული ჩარევებით, მავნე ჩვევების და ფაქტორების არსებობა, მოკლე საშვილოსნოს ყელი და ორსულობებს შორის ძალიან მცირე ინტერვალი.
დაბალი რისკის მქონე ორსულებში, ან მათში, ვისაც არ აქვს ნაადრევი მშობიარობის სიმპტომები, ფიბრონექტინის ტესტი ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული.
ფეტალური ფიბრონექტინის ტესტის შედეგების ინტერპრეტაცია დამოკიდებულია იმაზე, გამოვლინდა თუ არა ფიბრონექტინი საკვლევ ნიმუშში.
თუ პასუხი უარყოფითია, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო 7–14 დღეში ნაადრევი მშობიარობის ალბათობა ძალიან დაბალია.
თუ ფიბრონექტინის ტესტის პასუხი დადებითია, ეს მიუთითებს, რომ არსებობს ნაადრევი მშობიარობის რისკი. თუმცა დადებითი პასუხი არ ნიშნავს, რომ მშობიარობა აუცილებლად დაიწყება. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ორსულზე დაკვირვება და დამატებითი კვლევების ჩატარება. საჭიროების შემთხვევაში ტარდება პრევენციული სამკურნალო ღონისძიებებიც.
ცრუ-დადებითი პასუხის მიღების ალბათობა დიდია, თუ კვლევის ჩატარება მოხდება პაციენტის მომზადების გარეშე
ტესტის ჩატარება არ არის რეკომენდებული თუ ორსულს აღენიშნება სისხლიანი გამონადენი
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
