
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾20.00 Original price was: ₾20.00.₾18.00Current price is: ₾18.00.
ფიბრინოგენი (I ფაქტორი) – გლიკოპროტეინი, რომელიც წარმოადგენს ფიბრინის წინამორბედს, ფიბრინი კი, თავის მხრივ, ქმნის თრომბის საფუძველს. ფიბრინოგენი არის სისხლის კოაგულაციური სისტემის პირველი ფაქტორი. სისხლის პლაზმა მას შეიცავს 200-400 მგ/დლ კონცენტრაციით (254 გ/ლ). მისი სინთეზი ხდება ღვიძლში 1,75-5,0გ/დღეში სიჩქარით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-5 დღეს.
ფიბრინოგენის დონე იზრდება:
ფიბრინოგენის დონე მცირდება:
ფიბრინოგენი კოაგულაციის გარდა, ასევე მონაწილეობს ფიბრინოლიზურ რეაქციებში: ის იკავშირებს ჭარბ თრომბინს (ამიტომ მას ანტითრომბინ I-საც უწოდებენ) და ააქტიურებს პლაზმინოგენს. ამასთან დაკავშირებით, ფიბრინოგენის რაოდენობის და/ან სტრუქტურის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც სისხლდენა, ასევე თრომბოზი.
გარდა ამისა, ფიბრინოგენი მიეკუთვნება მწვავე ფაზის ცილების ჯგუფს – მისი მატება შეინიშნება 24-48 საათის შემდეგ, რაც იწვევს ერითროციტების დალექვის სიჩქარის ზრდას (ფიბრინოგენი არის მთავარი ცილა, რომელიც გავლენას ახდენს ედს-ის მაჩვენებელზე). ანთებაში მონაწილეობის გარდა, ფიბრინოგენი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე ანგიოგენეზის პროცესებში. ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნისას, ფიბრინოგენის დონე წარმოადგენს პროგნოზულ მარკერს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში.
ფიბრინოგენს, ისევე როგორც ფიბრინს შლის პლაზმინი. ფიბრინოგენზე პლაზმინის მოქმედების შედეგად წარმოიქმნება X, Y, D და E ფრაგმენტები. მსგავსი ფრაგმენტები გამოიყოფა ფიბრინის დაშლის შემდეგაც, ასევე D-დიმერები და სხვა დეგრადაციის პროდუქტები, რომლებსაც აქვთ ჯვარედინი კოვალენტური ბმები.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები