ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) | ანტისხეულები VCA-IgM (შრატი)

ცნობილი როგორც:ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) | ას VCA-IgM (
SKU: 2028

Original price was: ₾45.00.Current price is: ₾40.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) არის ყველგან გავრცელებული ლიმფოტროპული ჰერპესის ვირუსი, რომელიც აინფიცირებს მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს მოზრდილობამდე. ის არის ინფექციური მონონუკლეოზის ეტიოლოგიური აგენტი და ასევე მონაწილეობს ბერკიტის ლიმფომას, ცხვირ-ხახის კარცინომას, X ქრომოსომასთან შეჭიდული ლიმფოპროლიფერაციული სინდრომისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარებაში.

ვირუსის ძირითადადი გადაცემის გზაა ინფიცირებულ ოროფარინგეალურ სეკრეტთან კონტაქტი. EBV-ს რეპლიკაცია ხდება ოროფარინგეალურ ეპითელიუმში, რის შედეგადაც ხდება ვირიონების გამოთავისუფლება ინფიცირებული ლიმფოციტებიდან და მათი ექსკრეცია ნერწყვში.

ბავშვებში ინფექცია ხშირად ასიმპტომურია. ინფექციური მონონუკლეოზი ყველაზე ხშირად გვხვდება ახალგაზრდებში, რომლებსაც ანამნეზში არ აღენიშნებათ EBV ვირუსული ინფექცია. პირველადი ინფექციის შემდეგ, EBV ორგანიზმში რჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ლატენტურ მდგომარეობაში.

იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში, ლატენტურად ინფიცირებული B ლიმფოციტები იმყოფებიან T ლიმფოციტების კონტროლის ქვეშ, ამიტომ რეაქტივირებული ინფექციების უმეტესობა სუბკლინიკურ მდგომარეობაში რჩება. შიდსით დაავადებულ პაციენტებში კი ინფიცირებული, შენარჩუნებული B-უჯრედების კლონისგან შეიძლება ლიმფომა განვითარდეს.

სხვა პათოგენებმა, როგორიცაა ციტომეგალოვირუსი (CMV), ტოქსოპლაზმა გონდი, ჰეპატიტის ვირუსები, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) – შეიძლება გამოიწვიონ ინფექციური მონონუკლეოზის მსგავსი კლინიკური და ჰემატოლოგიური გამოვლინებები (მონონუკლეოზის სინდრომი).

ინფექციური მონონუკლეოზის დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ მონაცემებს (ცხელება, ფარინგიტი, ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია), პერიფერიული სისხლის ნაცხის გამოკვლევას (ატიპიური ლიმფომონოციტები) და სეროლოგიურ ტესტებს (ჰეტეროფილური ანტისხეულები და/ან ანტისხეულები სპეციფიური EBV ცილების მიმართ).

მწვავე EBV ინფექციის დიაგნოზის დადასტურება ჩვეულებრივ ხდება შრატში ჰეტეროფილური ანტისხეულების არსებობის დემონსტრირებით. თუმცა, დიაგნოსტიკური სირთულეები შეიძლება წარმოიშვას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ჰეტეროფილური ანტისხეულები არ არის სახეზე და კლინიკური გამოვლინებები ატიპურია.

ჰეტეროფილური ანტისხეულები არ აღინიშნება მოზრდილებში ინფექციური მონონუკლეოზის შემთხვევათა 10-20%-ში, პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია აშკარა ინფექციის მქონე ბავშვებში. ამ სიტუაციებში დიაგნოზის დადასტურება ხდება სპეციფიური EBV ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენის საფუძველზე: ვირუსული კაფსიდური ანტიგენის (VCA) და ადრეული დიფუზური ანტიგენის [EA (D)] საწინააღმდეგო ანტისხეულები.

პირველადი EBV ინფექცია სეროლოგიურად განისაზღვრება VCA-IgM ანტისხეულების ადრეული გამოჩენით, შესაძლოა კლინიკურ სიმპტომებამდეც კი. ანტისხეულების მაღალი ტიტრი სახეზეა ინფექციის დაწყებიდან 1-6 კვირაში, რასაც მოჰყვება მისი დონის პროგრესული დაქვეითება; VCA-IgG ანტისხეულების დონის ზრდა აღნიშნული პროცესის თითქმის პარალელურად ხდება. ინფექციური მონონუკლეოზის მქონე პაციენტთა უმეტესობას აქვს VCA-IgG და IgM ანტისხეულების მომატებული დონე პირველივე ტესტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ VCA-IgM ქრება დაავადების დაწყებიდან 2-3 თვის განმავლობაში, VCA-IgG კი ჯანმრთელ ადამიანებში  ნარჩუნდება განუსაზღვრელი ვადით.

VCA-IgM ანტისხეულები ასევე გვხვდება ინფექციის რეაქტივაციის დროს. VCA-IgM-ის არსებობა ანტი-EBNA IgG-ის არარსებობისას ადასტურებს პირველად ინფექციას. ამ ანტისხეულების მაღალი ტიტრების ხანგრძლივად შენარჩუნება დამახასიათებელია ქრონიკული ვირუსული ინფექციისთვის, ქრონიკული ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმსივნეებისა და აუტოიმუნური დაავადებებისთვის.

არსებობს EBV ანტისხეულების კიდევ ერთი კატეგორია EBV-ს ბირთვული ანტიგენის (EBNA) წინააღმდეგ, რომლებიც ჩნდება მიმოქცევაში დაავადების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ან თვეში და ნარჩუნდება დიდი ხნის ან თუნდაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში. უსიმპტომო ინფექციის მქონე პაციენტებში, EBNA-IgG-ის გამოვლენა VCA-IgG და IgM ანტისხეულებთან ერთად სასარგებლოა ინფექციური მონონუკლეოზის გამოჯანმრთელების ადრეული სტადიის დიფერენცირებისთვის.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ეპშტეინ-ბარის საწინააღმდეგო IgM-ზე?

  • EBV მწვავე ინფექციის ყოვლისმომცველი დიაგნოსტიკა და აქტიური ინფექციის სტადიის შეფასება;
  • ეპშტეინ-ბარის ვირუსთან დაკავშირებულ იმუნოდეფიციტის მდგომარეობებში ეპშტეინ-ბარის ვირუსის ეტიოლოგიური როლის დადასტურება.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი:

  • პირველადი მწვავე ან ბოლო EBV ინფექცია;
  • ინფექციის რეაქტივაცია;
  • ქრონიკული ვირუსული ინფექცია იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.

დინამიკაში ტესტის ჩატარებისას VCA-IgM ანტისხეულების დონის მატება მიუთითებს ინფექციის პროგრესირებაზე ინფექციის ადრეული ფაზიდან მწვავე სტადიამდე. VCA-IgM-ის დონის დაქვეითება მიუთითებს ინფექციის პროგრესირებაზე მწვავე ფაზიდან გამოჯანმრთელების სტადიამდე.

უარყოფითი შედეგი:

  • ინფექცია არ აღინიშნება;
  • მიმდინარე ინფექციის ადრეული პერიოდი;
  • მიმდინარე ინფექციის გვიანი პერიოდი;
  • ატიპური პირველადი ინფექცია.

თუ არსებობს კლინიკური ეჭვი EBV ინფექციაზე, ხელახალი ტესტირება რეკომენდებულია 1 კვირის შემდეგ

 

 

 

 

 

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/virus-epstein-barr-ebv-anticorpi-vca-igm/

https://spravochnik.synevo.ua/ru/torch-infekcii/virus-ebshtein-bar.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button