
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾135.00
გამოიყენება ეოზინოფილების აქტივობის შესაფასებლად. ეს ცილა ინახება ეოზინოფილების გრანულებში და ანთების დროს გამოიყოფა, მოქმედებს როგორც ციტოტოქსიკური და ანტიმიკრობული აგენტი.
ეოზინოფილური გრანულოციტები აქტიურად არის ჩართული ანთებით პროცესებში. ლეიკოციტურ ფორმულაში ეოზინოფილების გაზრდილი პროცეენტული მაჩვენებელი ახასიათებს ალერგიულ, პარაზიტულ, და რევმატოლოგიურ დაავადებებს. ეოზინოფილები სწრაფად აღწევენ ანთებით კერაში და გრანულებიდან ათავისუფლებენ ანთებით მედიატორებს (ნივთიერებებს). ამგვარად, ეოზინოფილების გრანულებში არსებული სუბსტანციები შეიცავს კათიონურ ცილებს და სხვადასხვა ციტოკინებსა და ქემოკინებს.
კათიონური ცილები, რაოდენობრივი სიჭარბისა და სამიზნე უჯრედებზე განხორციელებული ზემოქმედების გამო, საკმაოდ ფართოდაა შესწავლილი.
კვლევების თანახმად ECP რიბონუკლეაზაა (რნმ-აზა), რომელიც ავლენს ბაქტერიოციდულ ეფექტებს, ახდენს იმუნური უჯრედების – მასტოციტების დეგრანულაციას და აქვს ტოქსიკური გავლენა ჰელმინთურ პარაზიტებზე.
ეოზინოფილური კათიონური პროტეინის (ECP) კონცენტრაციის მატება შრატში, ნახველსა და ცხვირის სეკრეტში აღინიშნება პაციენტებში გვიანი ფაზის ალერგიული რეაქციებით.
შრატის ECP კონცენტრაცია უკეთ ასახავს ალერგიულ ანთებით პროცესს, ანუ ეოზინოფილების აქტივობას, ვიდრე IgE. ეოზინოფილური კათიონური პროტეინის კონცენტრაცია კავშირშია დაავადების აქტივობასთან, ანუ გამოხატავს დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს და ატოპიას.
წინასწარი მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა: <11 ნგ/ლ
ეოზინოფილური კათიონური პროტეინის (ECP) განსაზღვრა ინფორმატიულია ატოპიური დერმატიტისა და ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისათვის.
ასთმის დიაგნოზის მქონე პაციენტებს, ეოზინოფიური (ალერგიული) ანთებით, აღენიშნებათ ECP-ის დონის მატება შრატში და სხვა სითხეებში: ბრონქოალვეოლურ სითხეში და ნახველში. ECP-ის დონის განსაზღვრა შრატში არის ასთმის ალერგიული პროცესის ინდიკატორი.
ბრონქული ასთმის მკურნალობა მიმართულია სასუნთქ გზებში ანტებითი პროცესის აღმოფხვრისაკენ, ამიტომ ეოზინოფილური კათიონური პროტეინის განსაზღვრა ინფორმატიული მარკერია ამ პროცესის მონიტორინგისათვის.
ვის უტარდება კვლევა?
– ბავშვებს სასუნთქი გზების ობსტრუქციის სიმპტომებით, რათა მოხდეს ბრონქული ასთმისა და რეციდიული ობსტრუქციული ბრონქიტის დიფერენცირება
– სასუნთქი გზების ალერგიული და არაალერგიული ანთებითი პროცესის დიფირენცირებული დიაგნოსტიკისას
– ბრონქული ასთმისა და ატოპიური დერმატიტის მიმდინარეობის მონიტორინგიგსას
– ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული მკურნალობის ეფექტის შესაფასებლად
ეოზინოფილური კათიონური პროტეინის (ECP) კონცენტრაციის მატება ანთებით პროცესზე მიუთითებს. (ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ბრონქული ასთმისა და ატოპიური დერმატიტის გამწვავების ინდიკატორს)
შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს სხვა ტესტებთან ერთად (მაგ., IgE, სპირომეტრია, კლინიკური შეფასება)
ეოზინოფილური კათიონური პროტეინის ტესტი არის ობიექტური მაჩვენებელი, რადგან კლინიკური სიმპტომები ხშირად სუბიექტურია.
ეოზინოფილური კათიონური პროტეინის მაღალი კონცენტრაცია მიუთითებს ეოზინოფილების აქტივობაზე, მაგრამ ყოველთვის არ ასახავს დაავადების სიმძიმეს.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
