Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

Echinococcus granulosus | ანტისხეულები IgG

ცნობილი როგორც:Echinococcus granulosus | ას IgG
SKU: 928

265.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

გრანულოზური ექინოკოკი მიკროსკოპული პარაზიტული ჭიაა, რომელიც ბინადრობს ძაღლის, მელიის, მგლის და ზოგიერთი სხვა ცხოველის ნაწლავში. ის ადამიანის ექინოკოკოზის გამომწვევია.

პარაზიტის გადაცემა ფეკალურ-ორალური გზით, დაბინძურებული ხელების მეშვეობით ხდება. ადამიანი მისი შუალედური მასპინძელია.

მომწიფებული პარაზიტის საბოლოო მასპინძელია ძაღლი ან სხვა ცხოველები, რომელთა ფეკალიებთან ერთადაც ხდება პარაზიტის კვერცხების გამოყოფა გარემოში.

ადამიანის კუჭ-ნაწლავის სისტემაში მოხვედრის შემდეგ ექინოკოკის ონკოსფეროში არსებული ჩანასახები გადადის სისხლის ნაკადში და ცირკულირებს მასთან ერთად. ისინი სხვადასხვა ორგანოებში ინერგებიან და ცისტას (ბუშტისმაგვარ წარმონაქმნს) ქმნიან. გრანულოზური ექინოკოკის შემთხვევაში ცისტები ვიტარდება ღვიძლში (50-70%), ფილტვებში (25%), იშვიატად ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ელენტაში, თირკმელში, ძვლის ტვინში, გულში.

შემთხვევათა უმეტესობაში, პირველადი ინფიცირებისას ერთი ცისტა (ბუშტი) წარმოიქმნება, თუმცა შემთხვევათა 20-40%-ში ვითარდება მრავლობითი ცისტები (ერთსა და იმავე ორგანოში)

ექინოკოკოზის დიაგნოსტიკა კომპლექსურია, მოიცავს ანამნეზური და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მონაცემების შეჯერებას. ხშირად საჭიროა დიფერენცირებული დიაგნოსტიკის წარმოება ღვიძლის აბსცესთან, თანდაყოლილ ცისტებთან ან ზოგიერთ ავთვისებიან პროცესთან, რისთვისაც გამოიყენება სპეციფიკური სეროლოგიური ტესტები.

ექინოკოკოზზე იმუნური პასუხი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: პაციენტის ასაკზე, ცისტის მდებარეობაზე, ზომებზე და რაოდენობაზე. ძველი, ჩაკირული ცისტების შემთხვევაში იმუნური პასუხი სუსტია. ცისტის გასკდომა ან კედლის მთლიანობის დარღვევა იმუნური რეაქციების სტიმულაციას განაპირობებს.

სეროლოგიური ტესტები რჩება პოზიტიური,მ რადიკალური ქირურგიის (ცისტის ამოკვეთის) შემდგომ, გარკვეული პერიოდის შემდეგაც. პარაზიტული ინფექციის რეციდივის (განმეორების) შემთხვევაში ანტისხეულების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ იცვლება.

პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

რეფერენტული ნორმები:

უარყოფითი: < 9

ორაზროვანი:  9 – 11 (რეკომენდებულია განმეორებითი ტესტირება  2-4 კვირაში)

დადებითი შედეგი : > 11

კვლევის შედეგები უნდა შესაბამისობაში იყოს კლინიკურ მონაცემებტან. უარყოფითი პასუხი არ გამორიცხავს ექინოკოკოზის არსებობას.  ანტისხეულების ჯვარედინი აქტივობის გამო, დადებითი პასუხის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული სხვა პარაზიტული დაავადების არსებობაც.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button