ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ტოქსოკარა | ანტისხეულები (ტოქსოკარიაზი)

ცნობილი როგორც:ტოქსოკარა | ანტისხეულები
SKU: 2029

110.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ტოქსოკარა | ანტისხეულები (ტოქსოკარიაზი)

ტოქსოკარაზე ანტისხეულების ტესტი გამოიყენება ტოქსოკარიაზის (პარაზიტული ინფექცია, რომელსაც იწვევს Toxocara canis ან Toxocara cati) დიაგნოსტიკისთვის.

 

 

დიაგნოსტიკა

როგორც თვალის ისე ვისცერული ტოქსოკარიაზის დიაგნოსტიკა ეფუძნება პარაზიტით ინფიცირების ანამნეზურ და ასევე სეროლოგიური კვლევების მონაცემებს.  კვლევა ტარდება ტოქსოკარას ლარვების ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენით. დადებითი სეროლოგიური მონაცემები უნდ განვიხილოთ პაციენტის კლინიკურ-ანამნეზურ მონაცემებთან ერთად, თუმცა სეროპოზიტიური სემთხვევები შესაძლოა ახლდეს დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობასაც.

თვალის ტოქსოკარიაზის დროს შრატში ანტისხეულების დონე შესაძლოა დაბალი იყოს, მიუხედავად კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმისა. შესაძლებელია ტოქსოკარას ანტისხეულები აღმოჩნდს დაზიანებული  თვალის მინისებურ სხეულშიც, რაც ადგილობრივი იუნური რეაქციის, ან სისხლის ნაკადიდან ანტისხეულების მიგრაციის შედეგია.

თვალის ან ვისცერული ტოქსოკარიაზის სიმპტომები შესაძლებელია გამოწვეული იყოს არამარტო ტოქსოკარათი, არამედ სხვა პარაზიტული ჭიებითტაც, როგორიცაა: Strongyloides spp, Paragonimus spp, Baylisascaris procyonis  და სხვა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • გასტროინტესტინალური სიმპტომები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა
  • ალერგიული ნიშნები: გამონაყარი, ქავილი, ასთმის მსგავსი სიმპტომები
  • ნევროლოგიური გამოვლინებები: კრუნჩხვები, თავის ტკივილი
  • ოფთალმოლოგიური ფორმა: მხედველობის დაქვეითება, თვალის ანთება
  • ეოზინოფილია: სისხლის ანალიზში მაღალი ეოზინოფილების რაოდენობა

 

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ანტისხეულების ტესტის დადებითი შედეგი→ მიუთითებს მიმდინარე ან გადატანილ ინფექციაზე

ანტისხეულების ტესტის უარყოფითი შედეგისას → ინფექცია ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ადრეულ სტადიაზე ანტისხეულები შეიძლება ჯერ არ იყოს გამოვლენილი

კვლევის შედეგები არ განიხილება იზოლირებულად, არამედ კლინიკურ სურათთან და სხვა კვლევების შედეგებთან კორელაციაში

საცნობარო მნიშვნელობები

რა არის ტოქსოკარიაზი?

ტოქსოკარიაზი მრგვალი ჭიებით – გამოწვეული ზოონოზური  დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ცხოველიდან ადამიანს. ყველაზე ხშირია  ძაღლების  (Toxocara Canis) და კატების (Toxocara Cati) ტოქსოკარა.

ძაღლებისა და კატების მფლობელებს უფრო მაღალი რისკი აქვთ ტოქსოკარიაზით დაავადების.

როგორ ხდება დასნებოვნება?

ტოქსოკარათი ინფიცირებული ძაღლები და კატები გამოყოფენ პარაზიტის კვერცხებს განავალთან ერთად. გარემოში მოხვედრის შემდეგ 2-4 კვირაა საწირო რომ ტოქსოკარას კვერცხი ლარვად გადაიქცეს (მოუმწიფებელი ახალგაზრდა პარზიტი. ცხოველის განავლით დაბინძურებულ საგნებთან და ზედაპირებთან შეხებისას  პარაზიტის კვერცხები ორალური გზით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხვდება, ნაწლავში იწყებს განვითარებას და ზოგჯერ ლარვების მიგრირებას შინაგან ორგანოებში. ადამიანიდან ადამიანზე ტოქსოკარიაზის გავრცელება პრაქტიკულად არ ხდება.

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

ნებისმიერ პარაზიტულ დაავადებაზე, მათ შორის ტოქსოკარიაზზე მცირედი ეჭვის მიტანისას, განსაკუთრებით შინაურ ცხოველებტან ასოცირებული პარაზიტებზე ეჭვის არსებობისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა ანამნეზური მონაცემების, ობიექტური გასინჯვის და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე დროულად დაისვას დიაგნოზი. რადგან ტოქსოკარიზის და სხვა პარაზიტული ჭეიებით გამოწვეული დაავადებების სიმპტომები მსგავსია, აუცილებელია სეროლოგიური კვლევები, პარაზიტის იდენტიფიცირეისათვის.


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 280 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button