ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

E ჰეპატიტის IgM | ანტისხეულები

ცნობილი როგორც:E ჰეპატიტის IgM ანტისხეულების რაოდენობრივი ტესტი
SKU: 3005

145.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

E ჰეპატიტის IgM ანტისხეულების ტესტი გამოიყენება იმის დასადგენად, აქვს თუ არა ადამიანს აქტიური ან ახლახან დაწყებული ინფექცია E ჰეპატიტის ვირუსით (HEV).

E ჰეპატიტის IgM ანტისხეულების რაოდენობრივი ტესტი

ვირუსი, რომელიც ჰეპავირუსების გვარს და ჰეპავირიდეს ოჯახს განეკუთვნება, იწვევს მწვავე ვირუსულ ინფექციას. ინფექცია როგორც წესი თვითლიმიტირებადია. E ჰეპატიტის ვირუსი 27-34ნმ დიამეტრის მქონე სფეროა, ერთჯაჭვიანი რნმ გენომით.

ვირუსი ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა. ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირი გადაცემა სქესობრივი კავშირის გზით, ან ადამიანის ინფიცირება სისხლის ტრანსფუზიით – დადასტურებული არ არის.

ვირუსი ენდემურია სამხრეთ-აღმოსავლეთი და ცენტრალური აზიაში. რამდენიმე ეპიდემია აღინიშნა ცენტრალურ, ჩრდილო და დასავლეთ აფრიკაში – ცუდი ჰიგიენური გარემო პირობების გავლენით. აღსანიშნავია ზოონოზური ინფიცირების გზაც – ცხოველებიდან ადამიანზე. მძიმე შემთხვევები ვითარდება ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანებში, თუმცა სიკვდილიანობა დაბალია.

კლინიკური სურათი A ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციის მსგავსია. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ, რომელიც 15-60 დღე გრძელდება,  პაციენტს ეწყება ჰეპატიტის (ღვიძლის ანთების) სიმპტომები: ცხელება, კანისა და ლორწოვანების სიყვითლე, ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება), ღვიძლის ტრანსამინაზების მაჩვენებლების მომატება სისხლში. ვითარდება E ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო  IgM  ანტისხეულები (ანტი-HEV IgM) შრატში, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ ემატება IgG   (ანტი-HEV IgG) ანტისხეულების განვითარება.

ანტი-HEV IgM ანტისხეულები სისხლში რჩება პოზიტიური სიმპტომების განვითარებიდან თითქმის 6 თვე.  ანტი-HEV IgG ანტისხეულები სისხლში რჩება ინფექციის გადატანიდან წლების განმავლობაში.  E ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა არ ვითარდება.

 

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

წინასწარი მომზადება: არ არის საჭირო

 

 

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

IgM ანტისხეულების კვლევა ინიშნება მაშინ, როცა არსებობს ეჭვი მიმდინარე ინფექციაზე

  • სიმპტომების არსებობისას – ცხელება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, სიყვითლე (კანისა და თვალების).
  • გადატანილი ან მიმდინარე ჰეპატიტის დიფერენცირებისას – სხვა ვირუსული ჰეპატიტებისგან (A, B, C).
  • ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში – ინფექციის დროული გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
  • ეპიდემიოლოგიური რისკისას – მოგზაურობა ენდემურ რეგიონებში, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ანტი-HEV IgM ანტისხეულების აღმოჩენა ადასტურებს გადატანილ E ჰეპატიტს ბოლო 6 თვის განმავლობაში.

ანტი-HEV IgG ანტისხეულების აღმოჩენა მიუთითებს წარსულში გადატანილ ინფექციაზე, ან მწვავე ინფექციის გადატანის შემდეგ გამოჯანმრთელების სტადიაზე.

ანტი-HEV IgM ანტისხეულების არარსებობა, არ გამორიცხავს მწვავე ინფექციურ პროცესს, რადგან მწვავე ფაზის  ანტისხეულები ზოგჯერ 6-7 კვირის ფარგლებში ვითარდება.

მწვავე ფაზაში  დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება ვირუსული  რნმ-ის განსაზღვრა სისხლში ან განავალში.

საცნობარო მნიშვნელობები

  • IgM ანტისხეულების დადებითი ტიტრი  – მიუთითებს მიმდინარე ინფექციის მწვავე ფაზაზე
  • IgM ანტისხეულების უარყოფითი ტიტრი– ნიშნავს, რომ  ინფექცია არ არის აქტიურ ფაზაში. მნიშვნელოვანია IgG ანტისხეულების გამოვლენა.
  • შეზღუდვები – IgM ტესტი შეიძლება იყოს ვრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი, ამიტომ საბოლოო დასკვნა უნდა დადასტურდეს კლინიკური სურათით და დამატებითი ტესტებით (მაგ., PCR)

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button