Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

E ჰეპატიტის IgM | ანტისხეულები

ცნობილი როგორც:E ჰეპატიტის IgM ანტისხეულების რაოდენობრივი ტესტი
SKU: 3005

120.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

E ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც ჰეპავირუსების გვარს და ჰეპავირიდეს ოჯახს განეკუთვნება, იწვევს მწვავე ვირუსულ ინფექციას. ინფექცია როგორც წესი თვითლიმიტირებადია. E ჰეპატიტის ვირუსი 27-34ნმ დიამეტრის მქონე სფეროა, ერთჯაჭვიანი რნმ გენომით.

E ჰეპატიტის ვირუსი ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა. ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირი გადაცემა სქესობრივი კავშირის გზით, ან ადამიანის ინფიცირება სისხლის ტრანსფუზიით – დადასტურებული არ არის.

E ჰეპატიტის ვირუსი ენდემურია სამხრეთ-აღმოსავლეთი და ცენტრალური აზიაში. რამდენიმე ეპიდემია აღინიშნა ცენტრალურ, ჩრდილო და დასავლეთ აფრიკაში – ცუდი ჰიგიენური გარემო პირობების გავლენით. აღსანიშნავია ზოონოზური ინფიცირების გზაც – ცხოველებიდან ადამიანზე. მძიმე შემთხვევები ვითარდება ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანებში, თუმცა სიკვდილიანობა დაბალია.

კლინიკური სურათი A ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციის მსგავსია. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ, რომელიც 15-60 დღე გრძელდება,  პაციენტს ეწყება ჰეპატიტის (ღვიძლის ანთების) სიმპტომები: ცხელება, კანისა და ლორწოვანების სიყვითლე, ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება), ღვიძლის ტრანსამინაზების მაჩვენებლების მომატება სისხლში. ვითარდება E ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო  IgM  ანტისხეულები (ანტი-HEV IgM) შრატში, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ ემატება IgG   (ანტი-HEV IgG) ანტისხეულების განვითარება.

ანტი-HEV IgM ანტისხეულები სისხლში რჩება პოზიტიური სიმპტომების განვითარებიდან თითქმის 6 თვე.  ანტი-HEV IgG ანტისხეულები სისხლში რჩება ინფექციის გადატანიდან წლების განმავლობაში.  E ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა არ ვითარდება.

 

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

წინასწარი მომზადება: არ არის საჭირო

 

შედეგების ინტერპრეტაცია

ანტი-HEV IgM ანტისხეულების აღმოჩენა ადასტურებს გადატანილ E ჰეპატიტის ბოლო 6 თვის განმავლობაში.

ანტი-HEV IgG ანტისხეულების აღმოჩენა მიუთითებს წარსულში გადატანილ ინფექციაზე, ან მწვავე ინფექციის გადატანის შემდეგ გამოჯანმრთელების სტადიაზე.

ანტი-HEV IgM ანტისხეულების არარსებობა, არ გამორიცხავს მწვავე ინფექციურ პროცესს, რადგან მწვავე ფაზის  ანტისხეულები ზოგჯერ 6-7 კვირის ფარგლებში ვითარდება.

მწვავე ფაზაში  დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება ვირუსული  რნმ-ის განსაზღვრა სისხლში ან განავალში.

 

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button