ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾145.00
E ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც ჰეპავირუსების გვარს და ჰეპავირიდეს ოჯახს განეკუთვნება, იწვევს მწვავე ვირუსულ ინფექციას. ინფექცია როგორც წესი თვითლიმიტირებადია. E ჰეპატიტის ვირუსი 27-34ნმ დიამეტრის მქონე სფეროა, ერთჯაჭვიანი რნმ გენომით.
E ჰეპატიტის ვირუსი ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა. ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირი გადაცემა სქესობრივი კავშირის გზით, ან ადამიანის ინფიცირება სისხლის ტრანსფუზიით – დადასტურებული არ არის.
E ჰეპატიტის ვირუსი ენდემურია სამხრეთ-აღმოსავლეთი და ცენტრალური აზიაში. რამდენიმე ეპიდემია აღინიშნა ცენტრალურ, ჩრდილო და დასავლეთ აფრიკაში – ცუდი ჰიგიენური გარემო პირობების გავლენით. აღსანიშნავია ზოონოზური ინფიცირების გზაც – ცხოველებიდან ადამიანზე. მძიმე შემთხვევები ვითარდება ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანებში, თუმცა სიკვდილიანობა დაბალია.
კლინიკური სურათი A ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციის მსგავსია. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ, რომელიც 15-60 დღე გრძელდება, პაციენტს ეწყება ჰეპატიტის (ღვიძლის ანთების) სიმპტომები: ცხელება, კანისა და ლორწოვანების სიყვითლე, ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება), ღვიძლის ტრანსამინაზების მაჩვენებლების მომატება სისხლში. ვითარდება E ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულები (ანტი-HEV IgM) შრატში, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ ემატება IgG (ანტი-HEV IgG) ანტისხეულების განვითარება.
ანტი-HEV IgM ანტისხეულები სისხლში რჩება პოზიტიური სიმპტომების განვითარებიდან თითქმის 6 თვე. ანტი-HEV IgG ანტისხეულები სისხლში რჩება ინფექციის გადატანიდან წლების განმავლობაში. E ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა არ ვითარდება.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
წინასწარი მომზადება: არ არის საჭირო
ანტი-HEV IgM ანტისხეულების აღმოჩენა ადასტურებს გადატანილ E ჰეპატიტის ბოლო 6 თვის განმავლობაში.
ანტი-HEV IgG ანტისხეულების აღმოჩენა მიუთითებს წარსულში გადატანილ ინფექციაზე, ან მწვავე ინფექციის გადატანის შემდეგ გამოჯანმრთელების სტადიაზე.
ანტი-HEV IgM ანტისხეულების არარსებობა, არ გამორიცხავს მწვავე ინფექციურ პროცესს, რადგან მწვავე ფაზის ანტისხეულები ზოგჯერ 6-7 კვირის ფარგლებში ვითარდება.
მწვავე ფაზაში დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება ვირუსული რნმ-ის განსაზღვრა სისხლში ან განავალში.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |