ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ორმაგი ტესტი (PAPP-A, თავისუფალი ß-HCG)

ცნობილი როგორც:ორმაგი ტესტი
SKU: 280

₾197.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ორმაგი ტესტი (PAPP-A, თავისუფალი ß-HCG)

ორსულობის ორმაგი გენეტიკური ტესტი (Double Test) — პირველი ტრიმესტრის სკრინინგული კვლევაა, რომელიც აფასებს ნაყოფში ქრომოსომული დარღვევების, მათ შორის დაუნის სინდრომის (ტრისომია 21) და ედვარდსის სინდრომის (ტრისომია 18) რისკს.

ტესტი მოიცავს დედის სისხლში ორი ბიოქიმიური მარკერის განსაზღვრას:

  •  თავისუფალი β ქორიონული გონადოტროპინი (β-hCG)
  • PAPP-A  – ორსულობასტან ასოცირებული პლაზმური პროტეინი-A

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ორმაგი ტესტის ჩატარებისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ორმაგი ტესტის ჩატარება ყველა ორსულისთვისაა რეკომენდებული 11-13 კვირაზე. ტესტების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების არსებობის შემთხვევაშია:

  • ორსულის ასაკი — 35 წელი და მეტი
  • ოჯახის ანამნეზში თანდაყოლილი დეფექტების არსებობა
  • ორსულობის დროს მაღალი რისკის მედიკამენტების გამოყენება
  • თუ ორსულს აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი
  • თუ ორსულობის დროს გადატანილია ვირუსული ინფექცია
  • თუ ქალი რადიაციული ექსპოზიციის ქვეშ იმყოფებოდა
  • თუ ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს საეჭვოა  21-ე, მე-18 და მე-13 ქრომოსომების ტრისომიების არსებობა

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ორმაგი კვლევის შედეგად პაციენტი იღებს ტესტში შემავალი მარკერების – β-hCG და PAPP-A  მხოლოდ აბსოლუტურ მნიშვნელობებს.

ორმაგი ტესტის (PAPP-A და თავისუფალი β-hCG) შედეგები დამოუკიდებლად არ წარმოადგენს დიაგნოზს. ქრომოსომული ანომალიების ინდივიდუალური რისკის შეფასება ხორციელდება პაციენტის მკურნალი ექიმის მიერ, ორსულის ასაკის, ულტრაბგერითი კვლევის მონაცემებისა და ბიოქიმიური მარკერების მაჩვენებლების საფუძველზე

საცნობარო მნიშვნელობები

**** ლაბორატორია გასცემს მხოლოდ მარკერების კონცეტრაციის მაჩვენებლებს. პასუხი არ შეიცავს MoM მნიშვნელობებს.

შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

http://synevo.ro

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 283 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button