Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

დიამინოქსიდაზა | ლაბორატორიული კვლევა

SKU: 1350

115.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

დიამინოქსიდაზა (DAO) ერთერთი მნიშვნელოვანი ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს საკვებთან ერთად მიღებული ჰისტამინის დაშლაში, ანუ ჰისტამინისგან დაცვის ბუნებრივ მექანიზმს წარმოადგენს.

 

დიამინოქსიდაზა სინთეზდება წვრილ ნაწლავში. ზოგიერთ საკვებს,  მედიკამენტს ან  დანამატს შეუძლია ამ პროცესის დათრგუნვა.

ჰიპერსენსიბილიზაციის რეაქცია ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ გარემოდან (საკვების სახით) მიღებული ან ორგანიზმში წარმოქმნილი ჰისტამინის დონე აღემატება დიამინოქსიდაზას აქტივობას.

დიამინოქსიდაზას დაბალი კონცენტრაცია დაკავშირებულია ისეთი სიმპტომებისა და პათოლოგიური მდგომარეობების განვიტარებასთან, როგორიცაა:

შაკიკი და სხვა ტიპის თავის ტკივილი

თავბრუხვევა, გულისრევა, ღებინება

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

კანის გამონაყარი, ეგზემა, ფსორიაზის სიმპტომები, ჭინჭრის ციება

ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, ასთმა, ბრონქოსპაზმი

გასტროინტესტინური დარღვევები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დიარეა, მეტეორიზმი, მუცლის სპაზმური ხასიათის ტკივილი

დისმენორეა, პრემენსტრუალური სინდრომი, ესტროგენის დომინირება

არითმია, ჰიპერ ან ჰიპოტენზია

ანაფილაქსია

ფიბრომიალგია

დღე-ღამის ცირკადიანული რითმის დარღვევა

სხეულის ტემპერატურის რეგულაციის დარღვევა, მეხსიერებისა და აზროვნების პრობლემები

გუნებ-განწყობის დარღვევები, შფოთვა ან დეპრესია

 

დიამინოქსიდაზას დეფიციტის სიმპტომები, ჰისტამინის სიჭარბით გამოწვეული სიმპტომების მსგავსია (რადგანაც დიამინოქსიდაზა მონაწილეობს ჰისტამინის მეტაბოლიზმსა და დაშლაში).

პაციენტებს კრონის დაავადებით, ურტიკარიით, ცელიაკიით და სხვა, აღენიშნებათ სისხლში დიამინოქსიდაზას დაბალი დონე.

მნიშვნელოვანია დიამინოქსიდაზას დეფიციტის კავშირი ალერგიულ რინიტთან. ალერგიული რინიტი გამოწვეულია ანტიგენთან კონტაქტით განპირობებული იმუნური ანთებით. ჰისტამინია სწორედ ის მთავარი მედიატორი, რომელიც იმუნური რეაციის განვითარებას და მასთან დაკავშირებულ სიმპტომებს იწვევს.

რადგანაც დიამინოქსიდაზა კუჭ-ნაწლავის სისტემაში სინტეზდება, მისი დაბალი მაჩვენებელი შრატში, გასტრო-ინტესტინური დისფუნქციის ინდიკატორიცაა.

შრატში დიამინოქსიდაზას განსაზღვრა მნიშვნელოვანია ჰისტამინის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის დიაგნოსტირებისთვის.

ნორმის პირობებში, დიამინოქსიდაზა წარმოქმნის ენზიმურ ბარიერს წვრილი ნაწლავის  უჯრედებში, რაც დამატებით დამცველობით მექანიზმს წარმოადგენს საკვებთან ერთად მიღებული ჰისტამინის რეზორბციისგან თავის ასარიდებლად.

 

რომელი საკვები ზრდის ჰისტამინის აქტივობას?

არსებობს მთელი რიგი პროდუქტებისა, რომლებიც შეიცავს ჰისტამინს, ან მონაწილეობს მისი გამოთავისუფლების პროცესებში. ესენია:

ალკოჰოლური სასმელი,განსაკუთრებით წითელი და ცქრიალა ღვინოები

ყველი

ძეხვეული (სალიამი, ლორი, ჩორიზო)

თევზეული, ზღვის პროდუქტები და სოუსები

ბოსტნეული – ბადრიჯანი, პომიდორი, ისპანახი

ხილი – მარწყვი, ბანანი, ანანასი

შოკოლადი

და სხვა

 

 

 

მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ დიამინოქსიდაზას აქტივობას:

ანალგეტიკები

ანტი-ჰისტამინები

დიურეტიკები

ანტიბიოტიკები

ანტიარითმიული

ასთმის საწინააღმდეგო

მუკოლიტიკები

ანტიდეპრესანტები

ანტირევმატოიდული საშუალებები

ტრანქვილიზატორები

 

როდესაც დიამინოქსიდაზას დეფიციტის გამო ხდება ჰისტამინის აკუმულირება ორგანიზმში, ვიტარდება ჰისტამინის სიჭარბესთან დაკავშირებული სიმპტომები.

დიამინოქსიდაზას ტესტი დიაგნოსტიკური საშუალებაა შრატში მისი აქტივობის შესაფასებლად.

დიამინოქსიდაზას აქტივობა ქალებში უფრო დაბალია ვიდრე მამაკაცებში.
ორსულობისას დიამინოქსიდაზას კონცენტრაციამ შესაძლოა 500-ჯერაც მოიმატოს, რადგან მას პლაცენტაც ასინთეზებს. ამით შეიძლება აიხსნას მაგალითად შაკიკის რემისია ორსულებში.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

კვლევა ტარდება უზმოდ

რეკომენდებულია, კვლევამდე მინიმუმ 8 საათით ადრე შეწყვიტოთ  დიამინოქსიდაზას სინთეზის დამთრგუნველი მედიკამენტების მიღება.

 

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

 

 

ნორმა: 14-33 სე/მლ

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button