ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კრეატინინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Creatinine | Laboratory research
SKU: 1055

Original price was: ₾18.00.Current price is: ₾16.20.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არ არის აუცილებელი
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

კრეატინინი

კვლევა ზომავს სისხლში კრეატინინის კონცენტრაციას. მისი მაჩვენებელი დამოკიდებულია როგორც თირკმელების მიერ სისხლის გაფილტვრის უნარზე, ისე კუნთოვან მასაზე, ასაკზე, სქესსა და ზოგიერთ სხვა ფაქტორზე.

კრეატინინის მაჩვენებლის საფუძველზე ხშირად გამოითვლება გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე (eGFR), რომელიც თირკმელების ფილტრაციულ ფუნქციას უფრო სრულყოფილად აფასებს.

კრეატინინი  კუნთებში ენერგეტიკული ცვლის პროცესში კრეატინის დაშლის შედეგად წარმოიქმნილი პროდუქტია.  ის სისხლში მუდმივად ხვდება და ძირითადად თირკმელების საშუალებით გამოიყოფა შარდთან ერთად.

სისხლში კრეატინინის განსაზღვრა თირკმელების ფუნქციის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევაა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

კრეატინინის განსაზღვრა რეკომენდებულია:

  • თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად

  • თირკმლის მწვავე ან ქრონიკული დაავადების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის

  • არტერიული ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში თირკმელების მდგომარეობის კონტროლისთვის

  • თირკმელებისთვის პოტენციურად საზიანო მედიკამენტების გამოყენებისას

  • ორგანიზმის სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების შეფასებისას

  • ზოგიერთი მედიკამენტის დოზის განსაზღვრისას, როდესაც საჭიროა თირკმლის ფუნქციის გათვალისწინება

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

კრეატინინის მაჩვენებლის მომატება ახასიათებს შემდეგ პათოლოგიებს:

  • თირკმლის მწვავე ან ქრონიკული გლომერულური ან ტუბულო-ინტერსტიციული მიზეზით;
  • საშარდე გზების ობსტრუქცია (პოსტრენალური აზოტემია);
  • თირკმლის პერფუზიის დაქვეითება (პრერენალური აზოტემია): გულის შეგუბებითი უკმარისობა, შოკი, დეჰიდრატაცია;
  • კუნთოვან ქსოვილთან დაკავშირებული დარღვევები: მიასთენია, კუნთოვანი დისტროფიები, პოლიომიელიტი; რაბდომიოლიზი;
  • ჰიპერთირეოზი;
  • გიგანტიზმი, აკრომეგალია.

კრეატინინის მაჩვენებლის შემცირება ახასიათებს მდგომარეობებს:

  • ორსულობა (ნორმალური მნიშვნელობები: 0,4-0,6 მგ/დლ; 0,8 მგ/დლ-ზე მეტი დონე ითვლება პათოლოგიურად და საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს)
  • კუნთოვანი მასის შემცირებ
  • რაციონში ცილის დეფიციტი
  • ღვიძლის მძიმე დაავადება

საცნობარო მნიშვნელობები

კრეატინინის უფრო მაღალი დონე გვხვდება მამაკაცებში და დიდი კუნთოვანი მასის მქონე ადამიანებში.

კრეატინინის ერთი და იგივე კონცენტრაცია ახალგაზრდებში და ხანდაზმულებში არ ნიშნავს გლომერულური ფილტრაციის ერთსა და იმავე სიჩქარეს (ხანდაზმულებში კრეატინინის კლირენსი (გამოყოფა) მცირდება, მაგრამ ასევე მცირდება კრეატინინის გამომუშავება)

შრატის კრეატინინი თირკმლების ფუნქციის უფრო სპეციფიკური და მგრძნობიარე მაჩვენებელია, ვიდრე შარდოვანა. თუმცა, თირკმლების ქრონიკული დაავადების დროს სასარგებლოა როგორც კრეატინინის, ასევე შრატის შარდოვანას განსაზღვრა (BUN (Blood Urea Nitrogen) – სისხლის შარდოვანას აზოტის პარამეტრთან ერთად), რადგან BUN/კრეატინინის თანაფარდობა (ნორმა – 10-20) უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის თირკმლის ფუნქციის შესახებ.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

  • ტესტის ჩასატარებლად უზმოდ ყოფნა არ არის აუცილებელი
  • აუცილებელია ლაბორატორიის ინფორმირება იმ მედიკამენტებზე, რომელსაც იღებს პაციენტი – ციმეტიდინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები  ასპირინი, იბუპროფენი, ქიმიოთერაპიული საშუალებები, ცეფალოსპორინები და სხვა.
  • კვლევის ჩატარებამდე 12-24 საათის განმავლობაში რეკომენდებულია ხორცის მიღებისგან თავის შეკავება
  • კვლევამდე 12 საათის განმავლობაში უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლი, თამბაქო და ალკოჰოლი

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 287 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button