ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾270.00
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება სამშაბათობით,დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუში გამოგზავნა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს სამსაბათს 12:00 საათამდე
ფაქტრი VIII ინჰიბიტორები ანტისხეულებია, რომლებიც უვითარდებათ პაციენტებს A ტიპის ჰემოფილიით, ფაქტორი VIII ჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე. მის საფუძველს წარმოადგენს ალოანტისხეულების (სპეციფიკური, ატიპური ანტისხეულები, განვიტარებული კონკრეტული ანტიგენის მიმართ) განვითარება. ანტისხეულები ოლიგოკლონურია, არ იწვევს ანტიგენის ფიქსაციას და შესაბამისად არ ვითარდება იმუნური კომპლექსის დაავადება. ფაქტორი VIII-ის დეფეციტის მსგავსად ისინი იწვევს სისხლჩაქცევებს და აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის გახანგრძლივებას.
ფაქტორი VIII მიმართ ანტისხეულების განვითარება ჰემოფილიით დაავადებულების 15-20%-ში ვითარდება. ანტისხეულების განვითარების რისკი მეტად ცვალებადია და არაპროგნოზირებდი.
მწვავე სისხლდენის მკურნალობის პროცესი ჰემოფილიით დაავადებულებში, რომლებსაც VIII ფაქტორის ინჰიბიტორები განუვითარდათ, ძალიან რთული და ძვირადღირებულია. ის დამოკიდებულია ინჰიბიტორების მაჩვენებელზე და ანტისხეულების განვითარების ტემპზე.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
რეფერალური ნორმები: ნორმაში ფაქტორი VIII ანტისხეულები ნეგატიურია
პაციენტები FVIII ინჰიბიტორის ტიტრით < 5 UB/Ml განიხილება როგორც დაბალი ინტენსივობის სპასუხი, მაშინ როცა > 10 UB/mL მაღალი ინტენსივობის პასუხია.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები