ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾125.00
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება სამშაბათობით,დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუში გამოგზავნა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს სამსაბათს 12:00 საათამდე
კოაგულაციის ფაქტორი VIII (ანტიჰემოფილური ფაქტორი A), არაფერმენტული კოფაქტორია, რომელიც სინთეზდება ღვიძლში და ვილებრანდის ფაქტორთან ერთად ცირკულირებს პლაზმაში. მე-8 ფაქტორის და ვილებრანდის ფაქტორის მოლეკულების თანაფარდობაა 1:50-თან.
კოაგულაციის VIII ფაქტორის ცილას ეწოდება FVIII ანტიგენი. ფონ ვილებრანდის ფაქტორი არეგულირებს პლაზმაში ფაქტორი VIII-ის კონცენტრაციას და ასტაბილურებს მას ნახევარსიცოცხლის პერიოდის 8-12 საათამდე გახანგრძლივებით. პროკოფაქტორი FVIII-ის გახლეჩის გზით მიიღება აქტივირებული ფაქტორი VIII, რომელიც ტავის მხრივ ურთიერთქმედებს სერინ-პროტეაზასთან კალციუმის იონების მონაწილეობით და წარმოქმნის პროთრომბინაზას მსგავს კომპლექსს. ეს კომპლექსი ერთვება შედედების პროცესის შემდეგ საფეხურში და წარმოადგენს კოაგულაციის X ფაქტორის აქტივატორს.
ფაქტორი VIII-ის მაკოდირებელი გენი X (სასქესო) ქრომოსომის გრძელ მხარზეა განლაგებული და ერთერთი ყველაზე დიდი გენია, შეადგენს მთლიანი X ქრომოსომის 0.1%-ს.
ჰემოფილია A ანუ კლასიკური ჰემოფილია, წარმოადგენს ფაქტორი VIII-ს თანდაყოლილ დეფიციტს. ფონ ვილებრანდის დაავადების შემდეგ კლასიკური ჰემოფილია ყველაზე გავრცელებული თანდაყოლილი ჰემორაგიული დაავადებაა. (დაახლოებით 5000 მამრობით ახალშობილზე 1 შემთხვევა მოდის).
ჰემოფილია A არის X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული დაავადება. ჰემოფილია A ყველა ჰემოფილიების 85%-ს შეადგენს. ფაქტორი VIII-ის გენი მრვლობით მუტაციებს შეიძლება შეიცავდეს ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობაში. ყველაზე ხშირია 22 ინტრონის მუტაცია, რომელიც ყველა ჰემოფილიის შემთხვევათა 45%-თანაა დაკავშირებული. ამ მუტაციის შედეგად სინთეზდება ცილა, რომელსაც იმუნოლოგიური და ფუნქციური აქტივობა არ გააჩნია.
დაავადების შემთხვევათა უმეტესობა ვიტარდება ბიჭებში, რომლებიც დედისგან იღებენ დეფექტურ გენს X ქრომოსომასთან ერთად.
ჰემოფილიის დიაგნოზის დასმა პრენატალურადაც შესაძლებელია, ნაყოფის დნმ-ის შესწავლის გზით ორსულობის 11-12 კვირაზე.
ფაქტორი VIII-ის დეფიციტის შემთხვევათა 30% მოდის დე-ნოვო მუტაციებზე (ახლადწარმოქმნილ მუტაციებზე), ოჯახური ანამნეზის არსებობის გარეშე.
დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის შესაბამისად, გამოყოფენ ჰემოფილია A-ს სამ კლინიკურ ფორმას:
დაავადების კლინიკური სურათი წარმოდგენილია სისხლდენებით, ადრეული ბავშვობის ასაკიდანვე. ჰემართროზები (სახსარშიდა სისხლდენა) დაავადების ყველაზე ხშირ (60%-მდე) გამოვლინებას წარმოადგენს, თუმცა არ ვლინდება მანამ, სანამ ბავშვი სიარულს არ დაიწყებს.
განმეორებითი სახსარშიდა სისხლდენები იწვევს სახსრის ქსოვილების დეგენერაციულ ცვლილებებს, მოძრაობის შეზღუდვას და სახსრის მიმდებარე კუნთების ჰიპოტროფიას.
კუნთშიდა ჰემატომები ვითარდება ინექციის ადგილებში.შემთხვევატა 10%-ში აღინიშნება სისხლდენა საჭმლის მონელებელი ტრაქტიდან.
A ჰმოფილიით პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან ჩანაცვლებით თერაპიაზე, ხშირად უვითარდებათ VIII ფაქტორის ინჰიბიტორები, აუტოანტისხეულების განვითარების გამო.
დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება როგორც კლინიკურ, ისე ლაბორატორიულ მონაცემებს.
აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (APTT) მნიშვნელოვნდ გახანგრძლივებულია და ნორმას უბრუნდება ნორმალური პლაზმის გადასხმის ფონზე. მაშინ როცა, პროთრომბინის დრო და სისხლდენის დრო ნორმის ფარგლებშია.
წინასწარი მომზადება – კვლევა ტარდება უზმოდ.
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
როგორც აღვნიშნეთ, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე დამოკიდებულია მე-8 ფაქტორის დეფიციტის ხარისხზე.
ფონ ვილებრანდის დაავადების მქონე პაციენტებში ფაქტორი VIII-ის დონე როგორც წესი დაბალია, რადგან ვილებრანდის ფაქტორი წარმოადგნს მე-8 ფაქტორის „გადამტანს“ პლაზმაში.
მე-8 ფაქტორის და ვილებრანდის ფაქტორის დეფიციტის კომბინაცია აღწერილია ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში, რამდენიმე ათეულ ოჯახში.
ფაქტორი VIII მაჩვენებლის მატება აღინიშნება დაბადებისას და ორსულობის დროს. ფაქტორი VIII მწვავე ფაზის რეაქტანტია, რომლის დონე იმატებს მწვავე სტრესის, ანთებით და პოსტოპერაცილ პერიოდებში.
ფაქტორი VIII მაჩვენებლების მატება აღინიშნება ზოგიერთი მედიკამენტების გავლენითაც, როგორებიცაა: ეპინეფრინი, დესმოპრესინი, ესტროგენები, სხვა ჰორმონები. ასევე მდგომარეობებისას: ჰემოლიზური ანემიების, ღრმა ვენების თრომბოზის, მიოკარდიუმის ინფარქტისას, დიაბერის, ღვიძლის და თირკმლის დაავადებების, ლეიკემიის და კარცინომების დროს.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |