Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

IX ფაქტორის ინჰიბიტორი

ცნობილი როგორც:კოაგულაციის ფაქტორი IX-ის აუტოანტისხეულები. ენდოგენური ანტიკოაგულანტები
SKU: 1404

95.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ემოფილია მემკვიდრული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია კოაგულაციის ერთერთი ფაქტორის დეფიციტით. ეს განპირობებულია ფაქტორის მასინთეზებელი გენის დეფექტით.

კოაგულაციის მე-8 და მე-9 ფაქტორების გენები სასქესო X ქრომოსომაზეა წარმოდგენილი.

B ჰემოფილია X-შეჭიდური რეცესიული დაავადებაა, რომელიც უპირატესად ვლინდება ბიჭებში, რადგან მათ მხოლოდ ერთი X ქრომოსომა აქვთ, რომელსაც იღებენ დედისგან. დაავადებული ბიჭების ყველა ქალიშვილი ასევე ჰემოფილიის გენის მტარებელი იქნება, შემთხვევათა 100%-ში, ხოლო დაავადებული მამრის ყველა ვაჟიშვილი იქნება ჯანმრთელი. პათოლოგიური გენის მტარებელი ქალების ვაჟიშვილების 50% იქნება დაავადებული, ასევე ქალიშვილების 50% იქნება მტარებელი.

შეძენილი ჰემოფილია B იშვიათი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ვითარდება პაციენტებში, სისხლდენის ოჯახური ანამნეზის გარეშე. დაავადების განვითარების მიზეზია აუტოანტისხეულები, რომლებიც ვითარდება შედედების ფაქტორების საწინააღმდეგოდ.  შეძენილი ჰემოფილიის განვიტარებამდე, ასეთ პაციენტებს როგორც წესი აღენიშნებათ აუტოიმუნური დაავადება, ავთვისებიანი ან ინფექციური პროცესი, როგორებიცაა იმუნოდეფიციტის ვირუსი, B ან C ჰეპატიტი და სხვა.

კოაგულაციის ფაქტორი IX-ის ინჰიბიტორები ვითარდება, მძიმე ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, ფაქტორი 9-ის ტრანსფუზიის (გადასხმის) შემდეგ. შესაძლოა განვიტარდეს ანაფილაქსიური რეაქციაც. ფაქტორი IX-ის ინჰიბიტორების განვითარება, მანამდე ჯანმრთელ ინდივიდებში (კოაგულაციის ფაქტორების დეფიციტის გარეშე), ძალიან იშვიათია.

კოაგულაციის ფაქტორის ინჰიბიტორები (ანუ მოცირკულირე ანტიკოაგულანტები, ან ინაქტივატორები) ენდოგენური ანტისხეულებია, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედების პროცესს.  ნორმის ფარგლებში ეს ანტისხეულები პლაზმაში არ არსებობს. მათი ოდენობა სისხლში იზომება ბეთესდას ტიტრის ერთეულით (BU). 5 ბეთესდას ერთეული (BU) ტიტრი კლასიფიცირდება როგორც სუსტი იმუნური პასუხი, ხოლო 10 BU ტიტრი  ითვლება მომატებულ იმუნურ პასუხად.

ფაქტორი IX-ს ინჰიბიტორები ვიტარდება  B ჰემოფილიით დაავადებულთა 3-5%-ში, ფაქტორი9-ის, პროთრომბინის კომპლექსის ან პლაზმის ტრანსფუზიის საპასუხოდ.  შედედების სხვა ფაქტორების საწინააღმდეგო ანტისხეულები ძალიან იშვიათია.

ინჰიბიტორები ართულებს სისხლდენის ეპიზოდებს, რადგან ისინი ამცირებს მგრძნობელობას მკურნალობისადმი. ინჰიბიტორების არსებობაზე უნდა მივიტანოთ ეჭვი, თუ მიუხედავად კოაგულაციის ფაქტორების ჩანაცვლებითი თერაპიისა, სისხლდება არ ჩერდება.

 

პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ, ანტიკოაგულანტების შეწყვეტის ფონზე

საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი

რეფერალური ნორმები: 65-140% მოზრდილებში

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

 

https://www.synevo.ro/shop/factor-ix-inhibitori/

ლაბორატორიები
Call Now Button