ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾70.00 Original price was: ₾70.00.₾63.00Current price is: ₾63.00.
Clostridium difficile (კლოსტრიდიუმ დიფიცილე) არის ბაქტერია, რომელსაც შეუძლია გამოიწვის როგორც მსუბუქი სიმპტომი – მაგალითად დიარეა, ასევე კოლინჯის – მსხვილის ნაწლავის სიცოცხლისათვის საშიში ანთება.
Clostridium difficile-ს კოლიტი არის ნაწლავის ნორმალური ფლორის დარღვევის შედეგი. ამ დროს ხდება ნაწლავის C. difficile-თი კოლონიზაცია და ტოქსინების (A და B) გამოყოფა, რომლებიც იწვევენ ლორწოვანი გარსის ანთებას, დაზიანებას და დიარეას.
კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი გამოწვეული დაავადება, ხშირად გვხვდება ჰოსპიტალიზებულ ზრდასრულებში. ინფექცია შესაძლოა გამოიწვიოს ანტიბიოტიკებით მკურნალობამ. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი ინფექცია გახშირდა ახალგაზრდებშიც, და იმ ადამიანებში, რომლებსაც არ მიუღიათ ანტიბიოტიკები და არ ყოფილან ჰოსპიტალიზებული.
კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი გამოწვეული დაავადება ანტიბიოტიკების მოხმარებიდან რამოდენიმე თვეში ყალიბდება.
საყურადღებოა:
მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ინფექციის სიმპტომები:
მძიმედ მიმდინარე ინფექციის სიმპტომები
მძიმე შემთხვევებში, ზოგიერთი ადამიანი განიცდის დეჰიდრატაციას და საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. კლოსტრიდიუმ დიფიცილე იწვევს კოლინჯის – მსხვილის ნაწლავის ანთებას (კოლიტი), აზიანებს ნაწლავის ქსოვილს, შედეგად შეიძლება განვითარდეს სისხლდენა ან ჩირქოვანი გამონადენი (ფსევდომემბრანული კოლიტი). მძიმედ მიმდინარე ინფექციის სიმპტომებია:
განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს დაავადების დაწყებიდან რაც შეიძლება მალე და ნებისმიერი ანტიმიკრობული მკურნალობის დაწყებამდე.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |